აქ თევზი არ არის!

ფოტო - აქ თევზი არ არის!
Metamask-მა შეგვახსენა, რომ, სამწუხაროდ, კრიპტელებზე მასიური ფიშინგური შეტევები გრძელდება, მათი ელექტრონული ფოსტის ან სოციალურ ქსელების და მესენჯერების მეშვეობით.
ეს სქემა  ისეთივე ძველია, როგორც თავად ეს სამყარო: თითქოს, მხარდაჭერის წარმომადგენლები სთხოვენ მომხმარებელს „დაადასტუროს“ თავისი საფულე KYC შესაბამისობაზე ან SEED ფრაზას ეკითხებიან.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც უნდა დაიცვათ, რათა თქვენი აქტივები ამ „მეთევზეების“ ხელში არ აღმოჩნდეს:

• ყურადღებით შეამოწმეთ ბმულის მისამართი, რომელზეც აწკაპუნებთ
• შეხედეთ იმ გვერდის მისამართს, რომელსაც ეწვიეთ ბმულით ან გადამისამართების შემდეგ და შეადარეთ ოფიციალურს.
• HTTPS პროტოკოლი არ არის გარანტია იმისა, რომ ეს ვებსაიტი ლეგალურია.
• გამოიყენეთ მხოლოდ ოფიციალური რესურსები და პროექტების სოციალური ქსელები.

თქვენი უსაფრთხოების გარანტია თქვენი ყურადღებაა.

GC
GN Crypto
ავტორი