Floating Point Group (FPG) ყველა ოპერაციას აჩერებს
კრიპტობროკერმა Floating Point Group (FPG) განაცხადა, რომ პლატფორმაზე მომხდარი უახლესი კიბერშეტევის გამო, იძულებულია, ვაჭრობა, თანხის გატანა და დეპოზიტების მიღება შეაჩეროს.
FPG-მ კიბერშეტევის ფაქტი Twitter-ზე დაადასტურა და განაცხადა, რომ პროდუქტებისა და სერვისების დასაცავად ყველა საჭირო ზომას იღებს. ბროკერმა დაბლოკა მესამე პირების ყველა ანგარიში, გადაიტანა და დაიცვა საფულეები.
მომხდარის მასშტაბებსა და გარემოებებზე ამ წუთებში გამოძიება მიმდინარეობს.
FPG-ის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ანგარიშების გაყოფა შეტევის შედეგად მიყენებული მთლიანი ზარალის შემცირებას დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ კიდევ დგინდება, მიმდინარე შეფასებით, დაკარგული კრიპტოაქტივების ღირებულება $15-$20 მილიონს შეადგენს.
ინციდენტის შესწავლისა და აქტივების დაბრუნების მიზნით, FPG აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, შიდა უსაფრთხოების სამინისტროსთან, მარეგულირებელ ორგანოებსა და Chainalysis-თან. გამოძიების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა კომპანია ირწმუნება, რომ ინფორმაციას გზადაგზა გაასაჯაროებს.
აღსანიშნავია, რომ კიბერშეტევა FPG-ის მიერ SOC 2 (Service Organization Control 2) სერტიფიკატის მიღებიდან ექვსი თვის თავზე მოხდა. ამ სერტიფიკატს, მომხმარებელთა ინტერესებისა და კონფიდენციალურობის დასაცავად, მონაცემების უსაფრთხო მართვა უნდა უზრუნველეყო.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანია დაახლოებით $50-ს ღირებულების აქტივებს მართავს.