კრიპტოინვესტიციების მთავარი დრაივერები - FOMO და მეგობრები

ფოტო - კრიპტოინვესტიციების მთავარი დრაივერები - FOMO და მეგობრები
ცოტა ხნის წინ, ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელმა სამმართველომ (FINRA) ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმად, სწორედ მეგობრების გავლენა და მოგების დაკარგვის შიში უბიძგებს ახალბედებს კრიპტოვალუტებში ინვესტირებისკენ.
კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 31%-მა კრიპტოსამყაროში მეგობრების რჩევით ამოყო თავი, მაშინ როდესაც ეს ფაქტორი გადამწყვეტი გახდა მხოლოდ 8%-ისთვის, ვინც აქციებში ან ბონდებში ინვესტირება გარისკა. 

როგორც კრიპტოაქტივებში, ასევე აქციებში ინვესტიციის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი აღმოჩნდა მცირე თანხების ინვესტიციის შესაძლებლობა - 24%. გამოკითხულთა 10%-მა აღიარა, რომ მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა FOMO-მ იქონია.
 
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ინფორმაციის გაცვლაში მნიშვნელოვან როლს პირადი კავშირები თამაშობს: კრიპტოინვესტორების 48%-მა მიიღო ინფორმაცია ციფრული აქტივების შესახებ მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ან კოლეგებისგან, მაშინ როდესაც ახლობლების რჩევას მხოლოდ 35% ეყრდნობა. სოციალურმა ქსელებმა ინფორმაციის ყველაზე პოპულარულ წყაროებს შორის მეორე ადგილი დაიკავა - 25%.

კვლევის თანახმად, ახალბედა კრიპტოინვესტორების საშუალო ასაკი 37 წელია, მათგან 28,5%-ს კი უმაღლესი განათლება აქვს. შედარებისთვის, აქციებში ინვესტორების საშუალო ასაკი 43 წელია, რომელთაგან უმაღლესი განათლება 46.3%-ს აქვს.
 
ფინანსურმა მარეგულირებელმა ასევე ჩაატარა 5-კითხვიანი ვიქტორინა კრიპტოვალუტების შესახებ, რომლის შედეგებმა, სამწუხაროდ, აჩვენა, რომ დამწყებ  ტრეიდერებს კრიპტოინდუსტრიის შესახებ სათანადო ცოდნა არ აქვთ. ტესტების საშუალო ქულა მხოლოდ 26,6%-ს შეადგენდა.

GC
GN Crypto
ავტორი