სატესტო ქსელებზე აქტივობების შესასრულებლად, დაგჭირდებათ ბლოკჩეინის ნატიური ტოკენები. მათი მეშვეობით ხდება საკომისიო ტრანზაქციების გადახდა. სად ვიშოვოთ ტოკენები ტესტნეტებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ Testnet-ში გადარიცხვები საკომისიოს გარეშე სრულდება, ზოგჯერ სატესტო ტოკენების მიღება რთულია. ეს გამოწვეულია სატესტო ქსელზე დიდი დატვირთვით მომხმარებელთა მხრიდან, რომლებიც ჯილდოს მიღების იმედით აქტიურობენ.
გარკვეული რაოდენობით სატესტო კრიპტოვალუტის მიღება ონკანის მეშვეობითაა შესაძლებელი. ეს არის სპეციალური ინსტრუმენტი, რომლითაც მომხმარებელს საკუთარ საფულეში მონეტების გადარიცხვა და მათი გამოყენება შეუძლიათ.
ამ სტატიაში ჩვენ შევაგროვეთ კრიპტოვალუტის ყველაზე დიდი ონკანები ისეთი ქსელებიდან, როგორიცაა Ethereum, Bitcoin, Starknet, Polygon და მრავალი სხვა.
Ethereum Goerli
Ethereum Goerli არის Ethereum-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატესტო ქსელი. Goerli-დან კროსჩეინ ხიდის მეშვეობით შესაძლებელია ტოკენების გადატანა სხვა ქსელებში, როგორიცაა Polygon, Linea, Scroll, Optimism და რამდენიმე EVM ბლოკჩეინში.
აქ არის ETH Goerli-ს ყველაზე პოპულარული ონკანები:
● faucet.paradigm.xyz. ამ ონკანის მეშვეობით ასევე შესაძლებელია სტეიბლკოინების, მაგალითად, DAI-ის, ან USDT-ის მიღება;
ხშირად, სატესტო ETH-ის რაოდენობა ონკანებიდან ძალიან მცირეა (0.02-0.2 ETH) იმისთვის, რომ სატესტო ქსელში რაიმე მოქმედება შესრულდეს. გარდა ამისა, სატესტო ტოკენების მიღებისთვის საჭიროა "ცოცხალი" Twitter ანგარიშები. ამიტომ მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ ETH Goerli-ები testnetbridge.com-ის მეშვეობით. 1 ETH ეღირება 15-20 ცენტი.
Starknet
Starknet არის Ethereum-ის ბლოკჩეინის Layer 2, ZK-STARK ტექნოლოგიით. სატესტო ETH-ების მიღება ამ ბლოკჩეინზე შესაძლებელია faucet.goerli.starknet.io-ის, ან goerli.starkgate.starknet.io-ის მეშვეობით.
Optimism
ETH-ების მიღება Optimism Goerli-ის ქსელში შესაძლებელია faucet.paradigm.xyz-სა და optifaucet.com-ზე.
BTC Testnet
Bitcoin-ის სატესტო ქსელი სულ უფრო პოპულარული ხდება კროსჩეინ ეკოსისტემებისა და ორდინალების (ე.წ. Bitcoin-ზე არსებული NFT) განვითარების ხარჯზე. აქ არის ონკანები სატესტო BTC-ების მისაღებად:
Polygon Mainnet
Layer 2 Ethereum-ის ბლოკჩეინზე დაბალი საკომისიოებითა და სწრაფი ტრანზაქციებით.
ტრანზაქციები Mainnet Polygon-ში იმდენად იაფია, რომ ზოგიერთი ონკანი MATIC-ის გარკვეული რაოდენობის მიღების საშუალებას რამდენიმე გადარიცხვისთვის იძლევა:
● matic.supply.
Polygon Mumbai
და ეს არის ონკანები MATIC-ის სატესტო ტოკენებით Mumbai-ს ქსელში:
Arbitrum Goerli
ამ ქსელში სატესტო ტოკენების მიღება შესაძლებელია faucet.triangleplatform.com-ისა და faucet.quicknode.com-ის მეშვეობით.
BSC Testnet
BNB-ისა და ETH-ის სატესტო მონეტების მიღება შესაძლებელია ონკანების მეშვეობით:
ზოგიერთი სხვა ონკანი
აქ მოცემულია ზოგიერთი ბლოკჩეინის ონკანების სია, რომლებიც ასევე შეიძლება გამოგადგეთ შესაბამის ქსელებში სატესტო მონეტების მისაღებად:
● Aptos.
უსაფრთხოების ტექნიკა
მიუხედავად იმისა, რომ სატესტო ქსელში არ იხარჯება რეალური სახსრები, საკუთარი საფულის ნებისმიერ რესურსთან დაკავშირებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. უმჯობესია, Mainnet-ისა და Testnet-ისთვის ცალ-ცალკე საფულეები გამოიყენოთ, რათა თქვენს საცავს ფიშინგთან, ან სხვა ციფრულ თაღლითობასთან დაკავშირებული საფრთხე არ შეუქმნათ.