G7-ის სამიტი: ბაიდენმა კრიპტოტრეიდერები კვლავ ახსენა

ფოტო - G7-ის სამიტი: ბაიდენმა კრიპტოტრეიდერები კვლავ ახსენა
"დიდი შვიდეულის" სამიტზე, რომელმაც ჰიროშიმაში ყველაზე განვითარებული ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები შეკრიბა, სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოვიდა. მისი გამოსვლა კრიპტოვალუტებსაც შეეხო.
ბაიდენმა გადაწყვიტა ეჩვენებინა თავისი პოზიცია სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდისა და კრიპტოინდუსტრიის შესახებ:
არ ვაპირებ დათანხმებას გარიგებაზე, რომელიც იცავს მდიდარ საგადასახადო თაღლითებს და კრიპტოტრეიდერებს და, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის [ამერიკელების] სასურსათო დახმარებას
მისი სიტყვები ეხება თავდასაძვრენებს, რომლებსაც ინვესტორები თავისი საგადასახადო ვალდებულების შესამცირებლად იყენებენ. აქ იგულისხმება კრიპტოვალუტების, ან აქციების ზარალით  გაყიდვა, რაც შემდეგ საგადასახადო ანგარიშში აისახება. შემდგომში ხდება ამ აქტივების ხელახლა შეძენა.
 
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაიდენმა კრიპტოვალუტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოავლინა. ამაზე მეტყველებდა მისი ყოველწლიური ეკონომიკური ანგარიში, რომელშიც მან ციფრულ აქტივებს ცალკე თავი დაუთმო. ეს ანგარიში ჩვენს სტატიაში გავაანალიზეთ. მან ასევე განაცხადა, რომ გეგმავს მაინერებისთვის გადასახადის შემოღებას, რომელიც ელექტროენერგიის ღირებულების 30%-ს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალის სიდიდეს, აშშ-ის პოლიტიკურ პარტიებს (დემოკრატები და რესპუბლიკელები) შორის ცხარე დებატები და კამათი მიმდინარეობს. თეთრი სახლი წინა ადმინისტრაციებს გადასახადების შემცირებაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ამან ბიუჯეტის შემოსავლები შეამცირა. ამავდროულად, რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ პრობლემა მდგომარეობს იმ გადაჭარბებულ ხარჯებში, რომლებიც კოროვირუსის პანდემიას მოჰყვა.
 
ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ვალზე აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმაც ისაუბრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი ზღვარი არ აიწევა, 1 ივნისამდე ქვეყანას, შესაძლოა, გადასახადების გადასახდელად სახსრები არ ეყოს. ანუ, საუბარია დეფოლტის სავარაუდო დადგომაზე. ამასთან, პრეზიდენტი დარწმუნებით აცხადებს, რომ ეს არ მოხდება.
 
ახლა მთელი მსოფლიო ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრის მოლოდინშია, რადგან აშშ-ის, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკის ირგვლივ შექმნილი ვითარება სხვა ქვეყნებზეც აისახება. დეფოლტმა, ასევე, შეიძლება ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს კრიპტოვალუტურ ბაზარზეც, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, მაღალი რისკის მქონე აქტივების კლასს განეკუთვნება.
 
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ვალის გარდა, G7-ის სამიტზე ჯო ბაიდენი აქტიურად განიხილავდა უკრაინაში არსებულ ვითარებას. მან განაცხადა 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალებს, არტილერიას, ჯავშანტექნიკასა და წვრთნებს. ასევე ცნობილი გახდა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისა და უკრაინისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების გეგმის შესახებ.