ჰონგ-კონგი მკაცრ კრიპტოწესებს გვპირდება
ჰონგ-კონგის სავალუტო სამმართველოს CEO-მ, ედი იუემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქი მკაცრი კრიპტონორმების დანერგვას აპირებს. მან აღნიშნა: "ჩვენი რეგულაცია მკაცრი იქნება. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აქ ეკოსისტემის განვითარებას და ეს საინტერესო იქნება. თუმცა, დათმობებს ნუ ელოდებით“. ქალაქის მიზანია, დაიცვას ინვესტორები და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა.
იუემ აღნიშნა, რომ ჰონგ-კონგის სავალუტო სამმართველო მუშაობს დამატებით მითითებებზე ბანკებისთვის, კრიპტოკლიენტების პასუხისმგებლიანი მომსახურების კუთხით. ამასთან, მოსალოდნელია ფასიანი ქაღალდებისა და ფიუჩერსების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება საცალო ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით.
ახლახან, ჰონგ-კონგმა შემოიღო კრიპტოვალუტების მკაცრი რეგულირება, განსაკუთრებით FTX-თან დაკავშირებული გახმაურებული ინციდენტის შემდეგ. იუემ განმარტა, რომ წესები შეიცვალა, რათა დაებალანსებინა ინოვაციების წახალიხება და კონტროლის სათანადო დონე.
ამ სტრატეგიის მიზანია უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნა ჰონგ-კონგის მუდმივად მზარდი კრიპტოინდუსტრიისთვის. ასევე მისი მიზანი პოტენციურად დესტრუქციული სიტუაციების პრევენციაა. ვინაიდან, ქალაქი თავის თავს ციფრული აქტივების ცენტრად პოზიციონირებს, ამ სექტორში არსებულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ სანდო ნორმატიული ბაზა, რომელსაც ბაზრის ყველა მონაწილის დაცვა შეუძლია.