ზოგადად, მიჩნეულია, რომ საიდჩეინები და Layer 2 შექმნილია Bitcoin-ის და Ethereum-ის მასშტაბირებისთვის, მაგრამ ამის მიღწევა სხვადასხვა ტექნიკური გზით ხდება. გარკვეულწილად, ეს ასეც არის, მაგრამ საიდჩეინების დანიშნულებაზე უფრო ღრმა წარმოდგენა არსებობს.
საიდჩეინებს მართლაც შეუძლია ძირითადი ქსელების მუშაობის გააუმჯობესება, მაგრამ მათი სტრუქტურა და შესაძლებლობები მასშტაბირების ჩარჩოებს სცდება. საიდჩეინების თავისებურებაა მოქნილობა ექსპერიმენტების მიმართ.
ისინი საშუალებას გვაძლევენ ტრანზაქციების ახალი დიზაინი გამოვცადოთ, არსებულებისგან განსხვავებული ნდობის სხვადასხვა ელემენტები და კონსენსუსის ეგზოტიკური მექანიზმები დავნერგოთ. საიდჩეინის ოპტიმიზაცია ნებისმიერი გამავალი საჭიროებისთვის არის შესაძლებელი, ის გამოიყენება ისეთ სფეროებში, რომელიც მოითხოვს სწრაფ გამოთვლებსა და მუშაობის სიჩქარეს. დაბოლოს, შესაძლებელია გვერდითი ჯაჭვების ბაზაზე ახალი ფუნქციების ტესტირება, რომლებიც შემდეგ შეიძლება დაემატოს ძირითად ბლოკჩეინს.
საიდჩეინები არის ცალკეული ბლოკჩეინები საკუთარი პროტოკოლებით და კონსენსუსის მექანიზმებით და, რაც მთავარია, ისინი ეყრდნობიან უსაფრთხოების საკუთარ სისტემას.
თუმცა, ეს ბლოკჩეინები თავსებადია ძირითად, საბაზისო ქსელთან ორმხრივი მიბმის სისტემის წყალობით, რომელიც წარმოადგენს კრიპტოვალუტების და ტოკენების გადაადგილების ინსტრუმენტს გვერდითი ჯაჭვიდან მთავარში და პირიქით. ამავდროულად, ციფრული ვალუტების ფაქტობრივი გადაცემა არ ხდება. როდესაც საიდჩეინი ითხოვს კრიპტოვალუტის გადაცემას საბაზისო ჯაჭვიდან, ის იბლოკება მთავარ ჯაჭვზე და აქტიურდება სმარტ-კონტრაქტის გამოყენებით გვერდით ჯაჭვზე ტრანზაქციის დადასტურების შემდეგ.
ამასთან დაკავშირებულია საიდჩეინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი - ინტეროპერაბელურობა, რაც ფუნქციონალურ თავსებადობას ნიშნავს. ანუ, ის შეიძლება იყოს შუამავალი ორ მასშტაბურ ბლოკჩეინის ეკოსისტემას შორის, უზრუნველჰყოს მათი ურთიერთკავშირი და, შესაბამისად, იქცეს მულტჩეინად .
მეორე მხრივ, მეორე დონის ბლოკჩეინი აგებულია საბაზისო ბლოკჩეინის თავზე (Layer 1) როგორც დამხმარე კომპონენტი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა დამოუკიდებელი. Layer 2 გადაწყვეტილებების მთავარი ამოცანაა ძირითადი ქსელის განტვირთვა, რითაც მიიღწევა მისი მასშტაბირების სტაბილიზაცია .
Layer 2-ში შედის:
- მდგომარეობის არხები (state channels);
- პლაზმური ჯაჭვები (plasma chains);
- შეკვრები (rollups), რომლებიც ორი სახისაა - Optimistic Rollups და Zk-Rollups.
შემცირებული საკომისიოები, წამში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა, ტრაფიკის ნაკადის დაბალანსება - ეს არის ის, რისი მიღწევის საშუაელბასაც მეორე დონის ბლოკჩეინი გვაძლევს. მაგრამ საიდჩეინებისგან განსხვავებით, Layer 2-ში არ რჩება ადგილი ექსპერიმენტებისთვის, მათი ფუნქციონალი შემოიფარგლება ძირითადი ჯაჭვით.
მაშასადამე, საიდჩეინის გამოყენება უფრო მიზანშეწონილია ბლოკჩეინის დამატებითი ფუნქციონალურობის შესწავლისთვის, ხოლო Layer 2 შესანიშნავად ართმევს თავს მასშტაბირებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ მიდგომას შორის არის ის, რომ გვერდითი ჯაჭვების უსაფრთხოება მათზევეა დამოკიდებული, ხოლო Layer 2 ეყრდნობა მთავარი ქსელის კონსენსუსის ალგორითმს.
როგორ გაჩნდა საიდჩეინები ?
საიდჩეინების კონცეფცია პირველად ბრიტანელმა კრიპტოგრაფმა ადამ ბეკმა 2014 წელს წარადგინა. მან დაწერა სტატია „ბლოკჩეინში ინოვაციების შეტანა მიმაგრებული საიდჩეინების მეშვეობით“. სამომავლოდ იდეის შემუშავებითა და განხორციელებით ადამ ბექისა და Bitcoin Core-ის დეველოპერების მიერ დაარსებული კომპანია Blockstream-ი დაკავდა.
2018 წელს Blockstream-მა გამოუშვა ბიტკოინის პირველი საიდჩეინი Liquid Network, ბირჟათაშორისი ანგარიშსწორების ქსელი, რომელიც ციფრული აქტივების უფრო სწრაფ და უსაფრთხო გადაცემას უზრუნველყოფს. ამის შემდეგ გამოჩნდა ბიტკოინის საიდჩეინების სხვა პროექტები, როგორიცაა მაგ. RSK, რომელიც DeFi-ზე არის ფოკუსირებული.
Ethereum-ის პოპულარული საიდჩეინებია Fuse Network, Moonbeam, Skale, Gnosis.
რომელი დეველოპერები დგანან L2 ბლოკჩეინის შექმნის უკან?
მეორე დონის ბლოკჩეინის პირველი პროტოტიპს მდგომარეობის არხები წარმოადგენს. ისინი დეველოპერმა ჯეფ კოულმანმა 2015 წელს წარმოადგინა. თავის სტატიაში მან აღწერა ძირითადი ქსელის მიღმა ტრანზაქციების განხორციელების გზა მონაწილეებისთვის რისკის შექმნის გარეშე.
პლაზმური ჯაჭვები შემოგვთავაზეს ვიტალიკ ბუტერინმა და ჯოზეფ პუნმა 2017 წელს. მათ ჩამოაყალიბეს ჩარჩო ძირითადი ჯაჭვის უსაფრთხოებაზე მიბმული, ტრანზაქციების მაღალი სიჩქარის და დაბალი საკომისიოების მქონე გვერდითი ჯაჭვების შესაქმნელად. როლაპის იდეა ბარი უაიტჰეტმა შეიმუშავა 2019 წელს, ის წარმოადგენს მრავალი ტრანზაქციის ერთში შეკუმშვის და მთავარ ჯაჭვში გადამოწმებისთვის გაგზავნის მეთოდს.
Bitcoin -ის კარგად ცნობილი მე-2 დონის ბლოკჩეინი არის Lightning Network. Ethereum-სთვის იდენტურ ფუნქციას ასრულებს Optimism, Polygon, Arbitrum და სხვა.