როგორ მოვახდინოთ საკუთრი ტოკენის ლისტნგი ბირჟაზე?
საკუთარი ტოკენის შექმნის შემდეგ, აუცილებელია მისი ლისტინგი ბირჟაზე. ეს მონეტის ღირებულებას შესძენს და მომხმარებლებს ვაჭრობის შესაძლაბლობას მისცემს. გაზრდილი მოთხოვნა კი ლოგიკურად ფასის ზრდას იწვევს.
წინა მასალაში ჩვენ მოგიყევით, თუ როგორ უნდა შექმნათ იაფად და სწრაფად თქვენი ტოკენი.
იმისთვის, რომ მონეტას ფასი შევძინოთ, აუცილებელია სავაჭრო პლატფორმაზე მისი ლისტინგი განხორციელდეს. ეს შეიძლება გაკეთდეს ცენტრალიზებულ ან დეცენტრალიზებულ ბირჟაზე. პირველ შემთხვევაში, ლისტინგი უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის ვაჭრობის სიმარტივეს. მეორე მეთოდი უფრო იაფია, მაგრამ აქვს უსაფრთხოებისა და მობილურობის პრობლემები. მოდით გავაანალიზოთ თითოეული მეთოდი უფრო დეტალურად.
ცენტრალიზებული ბირჟა არის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა, სადაც ოპერაციები შიდა სერვერებზე მუშავდება. ანუ ბიტკოინის შესაძენად მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ბირჟაზე გარკვეული თანხები შენახული. ასეთი მოედნებია Binance, KuCoin, WhiteBIT, OKX და სხვა. ცენტრალიზებული ბირჟების სრული სია ხელმისაწვდომია Coingecko და Coinmarketcap ვებსაიტებზე შესაბამის განყოფილებაში.
ცენტრალიზებული კრიპტობირჟების სარეიტინგო სია (Coingecko)
ეს არის მსხვილი პლატფორმები, კარგი სავაჭრო მოცულობით და მომხმარებელთა დიდი რაოდენობით. თქვენი ტოკენის დასამატებლად, თქვენ უნდა შეავსოთ ლისტინგის განაცხადი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბირჟის ვებსაიტის სპეციალურ გვერდზე. ლისტინგის ღირებულება შეიძლება $10,000-დან $500,000-მდე მერყეობდეს.
თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ბირჟების შემოსავლის წყაროა საკომისიო გადასახადი. ამიტომ, თუ თქვენს მონეტას უკვე აქვს მაღალი ვაჭრობის მოცულობა სხვა პლატფორმებზე, ბირჟამ შეიძლება შესთავაზოს უფასო ლისტინგი, რადგანაც ეს გააუმჯობესებს მის ლიკვიდურობას და გაზრდის მოგებას.
ბირჟაზე ტოკენის ლისტინგის განაცხადი (WhiteBIT)
მაგრამ მხოლოდ ფული საკმარისი არ არის - პლატფორმა უნდა დარწმუნდეს, რომ პროექტი არის მაღალი ხარისხის და განვითარდება გაცხადებული მიზნების შესაბამისად. აუცილებელია მოამზადოთ პრეზენტაცია, ტოკენომიკა, Whitepaper, ვებგვერდი, სოციალური ქსელები და ინფორმაციის რამდენიმე ბლოკი, რომელიც დასახული გეგმების სერიოზულობას დაადასტურებს.
დეცენტრალიზებული ბირჟა არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაცვალოთ ტოკენები საკუთარ სახსრებზე წვდომის გარეშე. მომხმარებელი აკავშირებს საფულეს და ერთ ტოკენს მეორეზე ცვლის. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ბლოკჩეინის ტოკენი, რათა ქსელის საკომისიო გადაიხადოთ.
DEX (decentralized exchanges) შესანიშნავი არჩევანია ახალგაზრდა ტოკენის ლისტინგისთვის. მონეტას ფასი რომ შესძინოთ, ამისთის საკმარისია ბირჟაზე ლიკვიდურობის დამატება, ანუ თქვენი ტოკენი შესაბამისი კრიპტოვალუტით გაამყაროთ (ყველაზე ხშირად, USDT ან USDC სტეიბლკოინებით). მაგალითად, თქვენ ლიკვიდობაში დაამატეთ 10,000 USDT და 10,000 საკუთარი მონეტა, შეხაბამისად 1 ტოკენის ფასი იქნება $1.
ლიკვიდურობის დამატება და ტოკენის ლისტინგი DEX-ბირჟაზე (Pancake Swap)
ლიკვიდურობის დამატების შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკავშიროს საკუთარი საფულე, იპოვოს თქვენი ტოკენი და დაიწყოს ვაჭრობა.
DEX-ზე ლისტინგის ძირითადი მინუსები:
- დეცენტრალიზებული ბირჟა დიდი სმარტ-კონტრაქტია. თუ მის კოდში დაშვებულია შეცდომები, ჰაკერებს შეუძლიათ ისარგებლონ ამით, რის შემდეგაც თანხებს საფრთხე დაემუქრება;
- სტაბილური სავაჭრო წყვილისთვის საჭიროა საკმარისი თანხები. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ლიკვიდობაში მხოლოდ $1000, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაჭრობა არასტაბილური იქნება და ნებისმიერი ყიდვა ან გაყიდვა დიდ გავლენას მოახდენს ფასზე;
- თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ თქვენი ტოკენი DEX-ზე მხოლოდ კონტრაქტის საშუალებით. მონეტები არ იქნება მთავარ გვერდზე სწრაფი გაცვლის სიაში. სახელით და შემოკლებული ტიკერითაც კი შეუძლებელი იქნება მისი მოძებნა.
რა ტიპის ბირჟას აირჩევთ თქვენი ტოკენისთვის, თქვენი გადასაწყვეტია.
DEX ბირჟა განკუთვნილია მცირე პროექტებისთვის, რომლებიც ახლახან იწყებენ თავის გზას, დიდი სახსრების გარეშე. ცენტრალიზებული ბირჟა არის რთული, მაგრამ უფრო საიმედო ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს კარგ მარკეტინგს და გაზრდის ვაჭრობის მოცულობას. ეს შესანიშნავი ვარიანტია პროექტებისთვის, რომლებიც მასშტაბებს ზრდიან და აფართოებენ შესაძლებლობებს, ახალი ტრეიდერების მოზიდვით.