როგორ გამოვიყენოთ ორდერების წიგნი ვაჭრობისას?

ფოტო - როგორ გამოვიყენოთ ორდერების წიგნი ვაჭრობისას?
ორდერების წიგნი – ბირჟის ინსტრუმენტი, რომელიც აქტივების ყიდვასა და გაყიდვაზე ტრეიდერების მიმდინარე შეკვეთების რაოდენობას ასახავს.
კრიპტოვალუტის ბირჟებზე ორდერების წიგნი მონაცემების თანმიმდევრულ სიას ჰგავს. ის შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი კრიპტოვალუტის  და რა ფასად შესაძენად არიან მზად ტრეიდერები მოცემულ მომენტში, ანუ რა ნიშნულზე განათავსეს მათ თავიანთი ორდერები.

ზოგჯერ ორდერების წიგნს შეკვეთის ფურცელსაც უწოდებენ  მაგრამ არ აგერიოთ ის ტრანზაქციების წიგნში: იქ ტრეიდერების უკვე დახურული პოზიციებია ასახული.
სავაჭრო წყვილის BTC/USDT (WhiteBIT) ორდერების წიგნი

სავაჭრო წყვილის BTC/USDT (WhiteBIT) ორდერების წიგნი

ორდერების წიგნის  გამოყენება აქტივის ძლიერი დონის დასადგენად არის აუცილებელი. თუ მომხმარებლებმა კონცენტრირება მოახდინეს ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთებზე რომელიმე ფასად, მაშინ ამ ფასის მაჩვენებლის "გარღვევა" საკმაოდ რთული იქნება. ტრეიდერები ეყრდნობიან შეკვეთების წიგნს საკუთარი შეკვეთების განთავსებისას, რათა ივაჭრონ ბაზრის განწყობის შესაბამისად.

სამუშაო ტაიმფრეიმის (დროის ჩარჩო) საფუძველზე, ბაზრის მონაწილეებს შეუძლიათ შეცვალონ  ორდერების წიგნის კონფიგურაცია. ბირჟები საშუალებას გაძლევთ დააჯგუფოთ შეკვეთები რამდენიმე ათობითი ნიშნიდან ათობით ან ასობით მონეტამდე.
ორდერების წიგნის დაჯგუფება მონეტების რაოდენობის მიხედვით

ორდერების წიგნის დაჯგუფება მონეტების რაოდენობის მიხედვით

ორდერების წიგნს ყველაზე ხშირად იყენებენ სკალპერები მოკლევადიან გარიგებებში. ტრეიდერები დიდ შეკვეთებს „უთვალთვალებენ“, რათა მის წინ საკუთარი ორდერი განათავსონ და ფასის მცირეოდენ ცვილებაზეც ფული იშოვონ.  

ამასთანავე, ბირჟის წიგნი ამ შემთხვევაში ხშირად არ არის საკმარისი - აუცილებელია დასახმარებლად მესამე მხარის პროგრამებს მიმართოთ, რომლებიც უფრო დეტალურად აჩვენებენ მონაცემებს. ასეთი აპლიკაციებია Tiger Trade, CSclap და სხვა.

მაგრამ ორდერების წიგნით ვაჭრობა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ჯერ ერთი, დიდ შეკვეთებს ხშირად ბოტები აქვეყნებენ და მათ გადაადგილების თვისება გააჩნიათ, რის გამოც  გარიგებების მუდმივი რედაქტირებაა აუცილებელი.

მეორეც, არ არსებობს ერთი კომპლექსური შეკვეთის წიგნი ყველა ბირჟიდან. თითოეულ სავაჭრო პლატფორმას აქვს კლიენტების საკუთარი აქტივი, რომელიც ლიმიტირებულ ორდერებს ანთავსებს. და ეს ორდერები შეიძლება განსხვავდებოდეს ბაზრის სიტუაციიდან გამომდინარე.

ამრიგად, ორდერების წიგნი, ძირითადად, ფასეულია მაღალი სიხშირის ვაჭრობისთვის, სადაც საშუალება გაქვთ განსაზღვროთ ფასი ლონგ - და შორტ-პოზიციების გახსნისთვის. ინვესტიციის თვალსაზრისით, შეკვეთების წიგნი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, თუ რომელი მხარდაჭერის ზონებია ყველაზე საინტერესო მომხმარებლებისთვის აქტივის შესაძენად.