ახალი მასშტაბური კრიპტოივენთი Incrypted-სგან

icon ONE
icon FOR
ფოტო - ახალი მასშტაბური კრიპტოივენთი Incrypted-სგან
10-დან 11 ივნისამდე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტოივენთი - Incrypted Conference 2023 ჩატარდება. იგეგმება ცნობილი უკრაინელი სპიკერების, მსოფლიო დონის პროექტების წარმომადგენლების მონაწილეობა და ინოვაციური სტარტაპების პიტჩები, ასე რომ, ყველას შეეძლება აქ რაიმე ახალი გაიგოს.
ღონისძიება ორი ცალკეული ეტაპისგან შედგება. პირველი ჩატარდება ონლაინ 10 ივნისს 12.00 საათიდან YouTube არხზე Incrypted. ეს იქნება უფასო ლაივ-სტრიმინგი ყველა დამსწრესთვის. იგეგმება 15-ზე მეტი Web3 პროექტისა და კრიპტოკომპანიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლა. მათ შორის: WhiteBIT, Chainalysis, Filecoin, Trust Wallet, 1inch, Celo, Allbridge, Bitkeep, Aurora, Hacken, Intropia, GSR, Halborn და სხვა.

ონლაინ-მარათონზე დარეგისტრირება ამ ბმულზეა შესაძლებელი.
Incrypted Conference 2023-ის ონლაინ-მარათონის სპიკერები წყარო: incrypted.events

Incrypted Conference 2023-ის ონლაინ-მარათონის სპიკერები წყარო: incrypted.events

მეორე ეტაპი არის ოფლაინ-შეხვედრა კიევში, რომელიც  UNIT.City-ის კამპუსში 11 ივნისს 11:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება. აქ თქვენ შეძლებთ იხილოთ: პანელური დისკუსია უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან, უკრაინული კრიპტოსტარტაპების პიტჩ-სესია მსხვილი ვენჩურული კომპანიების მონაწილეობით, ცნობილი კრიპტოპროექტების და მედიის წარმომადგენლების გამოსვლები (Cointelegraph Accelerator, Hacken, Clarnium.io და ა.შ.).
Incrypted Conference 2023-ის ოფლაინ-შეხვედრის სპიკერები წყარო: incrypted.events

Incrypted Conference 2023-ის ოფლაინ-შეხვედრის სპიკერები წყარო: incrypted.events

გარდა ამისა, ეს არის შესანიშნავი გარემო ნეტვორქინგისთვის და  საღამოს კაშკაშა   afterparty კოქტეილებით! ოფლაინ-ღონისძიების ბილეთის შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

GNCrypto-ის ჟურნალისტები ასევე დაესწრებიან Incrypted Conference 2023-ს, ასე რომ, ჩვენი მკითხველი მიიღებს ყველა ინსაიდს და შთაბეჭდილებას უკრაინის ივნისის მთავარი კრიპტოღონისძიებიდან.