აუდიტმა დოლართან  Tether-ის მიბმის საიმედოობა დაადასტურა

icon USDT
icon FOR
ფოტო - აუდიტმა დოლართან  Tether-ის მიბმის საიმედოობა დაადასტურა
დამოუკიდებელმა აუდიტორულმა კომპანიამ BDO-მ Tether Limited-ის დირექტორთა საბჭოსთვის რეზერვების შესახებ ანგარიში მოამზადა. ეს სავალდებულო პროცედურაა და ის სტეიბლკოინების ყველა ემიტენტმა უნდა გაიაროს. მაგრამ, ამ რეგლამენტს, სამწუხაროდ, ყველა არ იცავს.
USDT არის სტაბილური კრიპტოვალუტა, რომლის მიზანია შეინარჩუნოს 1:1 კურსი აშშ დოლართან მიმართებაში. Tether Limited-ს  რამდენიმე სასამართლო მოსმენა მოუწია, რათა დაემტკიცებინა, რომ შემოსავალს მხოლოდ საკომისიოებიდან იღებს და არ აქვს სტეიბლკოინის ფასით მანიპულირების უნარი. დოლართან მიბმის სქემის დასადასტურებლად, დამფუძნებლებმა ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩართვა გადაწყვიტეს.

10 მაისს წარმოდგენილი იყო აუდიტორული დასკვნა Tether Limited-ისა და მისი შვილობილი კომპანიების ანგარიშების რევიზიის შესახებ.

მასში შემდეგი მაჩვენებლები შედის:

  • კომპანიის ანგარიშებზე არსებული დოლარის რეზერვების ოდენობა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანება;
  • სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთი;
  • მიმდინარე მოგება და ზარალი.

როგორც აღმოჩნდა, ბუღალტერია სწრაფი საქმე არ არის. დოკუმენტი შეიცავს მონაცემებს 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით. დეველოპერებს კოდი ისევე სწრაფად რომ შეექმნათ, როგორც აუდიტორები ციფრებს ითვლიან, მაშინ ჩვენ ამ დრომდე არ გვეცოდინებოდა რა არის Web2, რომ აღარაფერი ვთქვათ ბლოკჩეინზე.

2023 წლის მარტში, USDC-ის სკანდალების პიკზე, Tether-ის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ მისი რეზერვები შედგებოდა ფიატის ვალუტების, ოქროსა და სხვა აქტივების კომბინაციისგან, როგორიცაა მაგ. ობლიგაციები. ასეთი კომპილაცია  დოლართან მიბმის 1:1 დონეზე მტკიცედ შენარჩუნებას შესაძლებელს ხდის.  

ახლა ეს მონაცემები დადასტურდა

სტეიბლკონ USDT-ს ხელშეუხებელი რეზერვები ასე გამოიყურება:

  1. რეზერვების საერთო მოცულობამ 81,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.
  2. ჭარბი რეზერვების ოდენობა 2,44 მილიარდი დოლარია (პროექტის დამფუძნებლები გეგმავდნენ, რომ ეს მაჩვენებელი  პირველი კვარტლის ბოლოს 1,6 მილიარდ დოლარს მიაღწევდა და უკეთესობისკენ შეცდნენ).
  3. რეზერვების 85% ინახება ნაღდი ფულის/ფულადი სახსრების ეკვივალენტებში, მათ შორის 3,4 მილიარდი დოლარის ღირებულების საბანკო ოქროს სახით.
  4. 1.8% კონვერტირებულია BTC-ში.
  5. რეზერვის უდიდესი ნაწილი (53 მილიარდი დოლარი)  აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებშია დეპონირებული.
  6. Tether-ის პირველი კვარტლის სუფთა შემოსავალმა $1,5 მილიარდი შეადგინა (შედარებისთვის, BlackRock-ის აქციები პირველ კვარტალში $1,16 მილიარდად იყო შეფასებული).
Tether-ის სარეზერვო აქტივების კლასებად დეტალური დაყოფა. წყარო: BDO

Tether-ის სარეზერვო აქტივების კლასებად დეტალური დაყოფა. წყარო: BDO

მაგრამ, ოპტიმისტური მაჩვენებლების მიუხედავად, არის პუნქტი, რომელიც ყურადღებას იქცევს: ეს არის რეზერვების რაოდენობა, რომელიც სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებში ინახება.

მათში კვარტალური ინვესტიციების მოგების განაკვეთი ახლა 5.2%-ს შეადგენს. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მაგრამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე და ინფლაციის იმ  დონის გათვალისწინებით, რომელსაც ამერიკა ამჟამად ებრძვის, ასეთი ინვესტიცია  მაღალი რისკის მქონედ შეიძლება ჩაითვალოს. ეს ნიუანსი მნიშვნელოვნად ამცირებს USDT-ს ემიტენტების გარანტიების სანდოობას იმის თობაზე, რომ ისინი მოგებას მხოლოდ საკომისიო გადასახადის სახით იღებენ.

ბუნებრივია, ეს შენიშვნა ანგარიშში ასახული არ არის.