Binance კრახის ზღვარზეა?

icon FTT
icon FOR
ფოტო - Binance კრახის ზღვარზეა?
Binance-Binance-Binance. მიმდინარე წელი კრიპტობირჟისთვის რთული იყო: ზოგმა იმაში დაადანაშაულა, რომ ის კრიმინალის ბუდეა. დადის ხმები, რომ მან მალე, შესაძლოა, FTX-ის ბედი გაიზიაროს.
Binance-ის „სამეფოში“ ამ დროისთვის ყველაფერი კარგად არ არის. Fortune-ის ცნობით, FTX-ის კრახისა და ბაზრის კრახში Binance-ის საკვანძო როლის შემდეგ, ზოგი სვამს კითხვას - ხომ არ გახდება ეს კრიპტობირჟა  შემდეგი?


წელს რამდენიმე გამოძიებამ აჩვენა, რომ Binance-ის მუშაობის  პრაქტიკა იდეალური არ არის. თუმცა, ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, რადგან კომპანია მალე, შესაძლოა, აშშ-ის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს.

ზოგიერთი ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტი კრიპტობირჟა Binance-ისა და მისი ხელმძღვანელებისთვის სანქციების დარღვევასა და ფულის გათეთრებაში ბრალის წაყენების შესაძლებლობას ზედმიწევნით სწავლობს, რამაც სახსრების მასობრივი გატანა უკვე გამოიწვია. 

ცოტა ხნის წინ, ანალიტიკურმა ფირმამ Nansen გაავრცელა ცნობა, რომ Binance-ის კლიენტებმა 7 დღეში ბირჟიდან $3,6 მილიარდამდე  გაიტანეს. ციფრი, შესაძლოა, უფრო დიდიც იყოს, რადგან Nansen-ის ანგარიში მოიცავს გატანას Ethereum-სა და სტეიბლკოინებში, მაგრამ არა ბიტკოინში. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ რეალური თანხა 6-დან 8 მილიარდ დოლარამდე მერყეობს, რაც ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების (მაგალითად, Tron (USDT))  განაღდებასაც  გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თვლის, რომ ეს ციფრები გაზვიადებულია, მაინც არსებობს შიში, რომ კომპანია USDC-ში სახსრების გატანის მოთხოვნების დამუშავებას ვერ შეძლებს. ასევე, ხმები დადის, რომ Binance-მა სესხებისთვის გირაოს სახით, შესაძლოა, მშობლიური ტოკენები BNB გამოიყენოს, ეს კი ნიშნავს, რომ ბირჟა, შესაძლოა, კრახის პირას აღმოჩნდეს და კრედიტების დაფარვა ვერ შეძლოს. 

ცოტა ხნის წინ Binance-მა აუდიტორული კომპანია Mazars-ის სამხრეთ აფრიკის ფილიალის ანგარიში გამოაქვეყნა, რითაც სცადა დარწმუნება, რომ ფულად სახსრებს საფრთხე არ ემუქრებოდა. ამ აუდიტს კრიტიკოსებმა "საშინლად არასრული" და "უსარგებლოც" კი უწოდეს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ Binance დაუყოვნებლივ არ ჩამოემხობა, კრიპტოზამთარსა და ყველა იურიდიულ დავას გადაურჩება, მარეგულირებლები ვერანაირად შეძლებენ კომპანიის ოფშორული ოპერაციებისა და პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქციების უგულებელყოფას, რომლებიც ძალიან დიდი გახდა.
ისინი იმდენად დიდი გახდა, რომ სასამართლოში წასვლის გარდა, სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ
იტყობინება ერთ-ერთ პირზე დაყრდნობით Fortune.
ადრე GNCrypto FTX-სა და Binance-ს შორის "უსიყვარულობის" ისტორიაზე წერდა.