კრიპტობირჟა Gemini 900 მილიონი დოლარის დაბრუნებას ცდილობს

icon FTT
ფოტო - კრიპტობირჟა Gemini 900 მილიონი დოლარის დაბრუნებას ცდილობს
ბირჟა FTX-ის კრახის შედეგები კრიპტოსაზოგადოებაში პრაქტიკულად ყველას შეეხო. გამონაკლისები არც Gemini და კრიპტო-ლენდერი Genesis გახდნენ. კრიპტობირჟა 900 მილიონი დოლარის დაბრუნებას ცდილობს. ამ რაოდენობის ვალი, თითქოსდა, Genesis-ს Gemini-ს კლიენტების წინაშე აქვს.
ბრიტანულმა გაზეთმა The Financial Times კრიპტოსაზოგადოებას  შემაშფოთებელი ახალი ამბები აუწყა. 

ბოლო მონაცემებით, ბირჟა Gemini, რომელიც ტყუპ უინკლვოსებს ეკუთვნის, ცდილობს, კრიპტო-ლენდერ Genesis-ს, რომელიც მის მშობელ კომპანია Digital Currency Group-ს ეკუთვნის, სოლიდურ თანხის, 900 მილიონი დოლარის გადახდა დააკისროს.  

ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, The Financial Times იტყობინება, რომ ბირჟა Gemini პრობლემებს წააწყდა საკრედიტო პლატფორმაზე, სახელად Gemini Earn, რომელსაც ის Genesis-თან ერთობლივად მართავს. 

პროგრამა Gemini Earn, რომელიც აშშ-ში 2021 წელს ამოქმედდა, მომხმარებელს წლიური 8%-ის მიღებას ჰპირდება, რისთვისაც კრიპტოვალუტის, მათ შორის ბიტკოინისა და სტეიბლკოინების სესხებს სთავაზობს. 

16 ნოემბერს, Genesis-მა ასევე განაცხადა, რომ არასტაბილური საბაზრო პირობების გამო, სახსრების გატანას აჩერებს. აქ, პირველ რიგში, კრიპტოვალუტური ბირჟის  FTX-ის კრახი იგულისხმებოდა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ FTX-ის სავაჭრო ანგარიშზე დაახლოებით 175 მილიონი დოლარი ინახებოდა. 

იმავე დღეს, კომპანია Gemini Earn-ს დეპოზიტებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. 
ჩვენთვის ცნობილია, რომ Genesis Global Capital, LLC (Genesis) - პროგრამა Earn-ის საკრედიტო პარტნიორმა - სახსრების მოხსნის ოპერაცია შეაჩერა და ვერ ახერხებს, კლიენტების მოთხოვნები დააკმაყოფილოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში, როგორც ამას მომსახურების დონის ხელშეკრულება (SLA) ითვალისწინებს. ჩვენ Genesis-ის გუნდთან ვმუშაობთ, რათა კლიენტებს პროგრამა Earn-დან სახსრების რაც შეიძლება სწრაფად გამოტანაში დავეხმაროთ
აღნიშნულია კომპანია Gemini-ს განცხადებაში
სტატიის მომზადების მომენტისთვის სერვისი Gemini Earn კვლავ მიუწვდომელია. 

იმისათვის, რომ ბოლო ახალმა ამბებმა კრიპტოსაზოგადოება ჭკუიდან ბოლომდე არ შეშალოს, 29 ნოემბერს ბირჟა Gemini-იმ Trust Center-ის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ეს მაჩვენებლების საინფორმაციო პანელია იმ სახსრებისთვის, რომლებიც Gemini-ს პლატფორმაზე, ან მისი სახელით ინახება.

ბირჟის განცხადების თანახმად, Gemini Trust Center მომხმარებლების ნდობის განმტკიცებას მეტი გამჭვირვალობით დაეხმარება და ამისთვის მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე განახლებებს ყოველ დღე წარადგენს. მათ შორის იქნება ინფორმაცია პლატფორმაზე კრიპტოვალუტებისა და ფიატური სახსრების საერთო რაოდენობაზე, ასევე მიმოქცევაში არსებული GUSD-ის მოცულობაზე.
წყარო: Gemini-ის ტვიტერ ანგარიში

წყარო: Gemini-ის ტვიტერ ანგარიში

მანამდე GNcrypto წერდა, რომ Gemini მომხმარებლებს ჰონგ-კონგიდან, სინგაპურსა და აშშ-დან სტეიკინგის სერვისს სთავაზობს.