Kusama - ბლოკჩეინ პროექტია Polkadot-ის შემქმნელებისგან. ორივე ჯაჭვის შესაქმნელად თითქმის იდენტური საწყისი კოდია გამოიყენებული.
პირველ რიგში, Kusama-ს მასშტაბირებადი ქსელი აგებულია, როგორც სისტემა, რომელშიც შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება კომპანია Parity Technologies-ისა და Web3 Foundation-ის ახალ ფუნქციებსა და ტექნოლოგიებზე, სანამ ისინი Polkadot-ში დაინეგება. თუმცა, მისი შესაძლებლობები Polkadot-ისთვის ტესტირების ფარგლებს სცდება. ეს არის სრულყოფილი მულტიჩეინური არქიტექტურა პარაჩეინების ასამოქმედებლად. პარაჩეინები დამოუკიდებელი ბლოკჩეინებია, რომლებიც Kusama-ს მეშვეობითაა შექმნილი და ძირითად რეესტრთანაა დაკავშირებული.
Kusama ეკუთვნის მათ, ვინც KSM ტოკენებს ფლობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროექტს მონეტების მფლობელები მართავენ.
მართვის გარდა, KSM ტოკენი გამოიყენება სტეიკინგისთვის (ტოკენების დაბლოკვა ბლოკჩეინში), რომელიც Nominated Proof-of-Stake (NPoS) კონსენსუსის მექანიზმის მუშაობას უზრუნველყოფს. ალგორითმი ითვალისწინებს ნომინატორების, ანუ KSM-ის სტეიკერების არსებობას, რომლებიც ქსელის მომსახურებისთვის ვალიდატორებს ირჩევენ. თუ კვანძს, რომელსაც ნომინატორმა მისცა ხმა, ტრანზაქციების გადამოწმების უფლებამოსილება მიენიჭება, სტეიკერი ჯილდოს ნაწილს მიიღებს.
ასევე, KSM-ის მფლობელებს შეუძლიათ ტოკენით ტრანზაქციის საკომისიო გადაიხადონ, მიიღონ მონაწილეობა პარაჩეინ აუქციონებში. ზოგადად, ისინი იღებენ წვდომას Kusama-ს ყველა შესაძლებლობაზე.
Kusama-ს მთავარი გვერდი
KSM-ის ტოკენომიკა
СoinGecko-ს მონაცემებით, KSM-ის კაპიტალიზაცია 297,5 მილიონი დოლარია. მიმოქცევაში არის 8,9 მილიონი ტოკენი, ხოლო მაქსიმალური მიწოდება 10 მილიონი მონეტით შემოიფარგლება.
ახლახან გამოშვებული ტოკენების განაწილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი KSM არის დაბლოკილი სტეიკინგში. თუ ისინი მიმოქცევაში არსებული მონეტების 50%-ს შეადგენენ, მაშინ ყველა ახალ KSM-ს ვალიდატორები იღებენ. თუ მაჩვენებელი არსებითად გადაჭარბებულია, ან პირიქით - არასაკმარისი, მაშინ ემისიის ნაწილი Kusama-ს ხაზინაში ხვდება.
მომხმარებლები, რომლებიც Kusama-ს პირველი ბლოკის შექმნის დროს DOT ტოკენებს ფლობდნენ, KSM-ის ეკვივალენტური რაოდენობა აირდროპის გზით მიიღეს.
რითია Kusama-ს ქსელი მიმზიდველი?
Kusama-ს მულტიჯაჭვური ქსელი 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი გევინ ვუდია. მანვე დააარსა Polkadot-ი და Parity Technologies. პირველი კომპანია ფართოდ ცნობილი ქსელია, რომელიც ბლოკჩეინების ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანების მიზნით შეიქმნა, ხოლო მეორე ამის განსახორციელებლად პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. გევინმა ასევე დააარსა საგრანტო ფირმა Web3 Foundation. ის ასევე Ethereum-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Kusama ერთ ქსელში აერთიანებს ცალკეულ ბლოკჩეინებს (პარაჩეინებს), რომლებიც შემუშავებულია მისი პლატფორმის მეშვეობით. მაღალი მასშტაბირება, რომელიც ტრანზაქციების მყისიერ შესრულებას უზრუნველყოფს და დაბალი საკომისიო, მიიღწევა შარდინგის - დეცენტრალიზებული რეესტრის სეგმენტირების მეშვეობით.
ქსელს შეუძლია სხვა ბლოკჩეინებთან დაკავშირება, კერძოდ, Polkadot-თან, Bitcoin-თან და Ethereum-თან. ამისათვის კროსჩეინ ხიდები გამოიყენება.
საკუთარი პროექტების შესაქმნელად, გარე პროგრამისტები იყენებენ სპეციალურ ფრეიმვორკს Substrate. დეველოპერებს შეუძლიათ არა მხოლოდ სმარტ კონტრაქტების კონფიგურირება, არამედ თავიანთი ბლოკჩეინის სრული კონტროლი და კონკრეტული მოთხოვნებისადმი მისი ოპტიმიზირება. ეს განასხვავებს Kusama-ს მრავალი სხვა ქსელისგან, რომლებიც აპლიკაციების შესაქმნელად საკუთარ სისტემას სთავაზობენ.
Kusama დაბალი საოპერაციო ხარჯები აქვს. ამიტომ, პლატფორმა მიმზიდველია მცირე დაფინანსების მქონე სტარტაპებისთვის, რომლებსაც თავიანთი მაღალი ხარისხის პროდუქტის გამოშვება სწრაფად და იაფად სურთ. სურვილისამებრ, შესაძლებელია Kusama-ზე შემუშავებული ბლოკჩეინ პროექტის გადატანა Polkadot-ზე.