Lossless-ის პროდუქტების მიმოხილვა: Web3 უსაფრთხოება

ფოტო - Lossless-ის პროდუქტების მიმოხილვა: Web3 უსაფრთხოება
როდესაც ბლოკჩეინის კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებისა და თეთრი ჰაკერების ჯგუფი ერთიანდება, რათა დეცენტრალიზებული ფინანსებისა და Web3-ის მიმართ ნდობა აღადგინოს, ეს აპლოდისმენტებსა და ყურადღებას იმსახურებს.
Lossless სტარტაპია, რომელიც Web3-ის სექტორში უსაფრთხოების სერვისებს სთავაზობს. ექსპერტთა გუნდი თავის კლიენტებს ბლოკჩეინის გატეხებისგან, დახურული გასაღების ქურდობისგან, საცავების ექსპლოიტებისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ზარალისგან იცავს. გარდა ამისა Lossless პოტენციური საფრთხის მონიტორინგს და ტოკენების მინთერს სთავაზობს. პროექტი 2021 წლის დასაწყისში გაჩნდა.

რა პროდუქტებს სთავაზობს Lossless

Lossless Protocol 

კომპანიის მთავარი პროდუქტი ბლოკჩეინში მავნე მოქმედებების მიკვლევას ახორციელებს, არასასურველ ტრანზაქციებს ბლოკავს და მოპარულ ალტკოინებს აღადგენს. ამისთვის Lossless Protocol-ში, საფრთხის აღმოჩენისა და ანგარიშვალდებულების სპეციალური მექანიზმებია გამოყენებული, რომლებიც სტეიკინგის ბაზას ეფუძნება. დაცვა რეალურ დროშია უზრუნველყოფილი. პროტოკოლი კრიპტოვალუტის სფეროში პირველი ინსტრუმენტია, რომელიც ექსპლოიტების ლიკვიდაციის საშუალებას იძლევა.

საეჭვო აქტივობაზე დაკვირვება Lossless Protocol-ის პლატფორმაზე ხდება. პლატფორმის ნატიური ტოკენის LSS-ის მფლობელები ექსპლოიტების აღმოჩენაში ეხმარებიან, რისთვისაც ფულად წახალისებას იღებენ. ეს LSS-ის სტეიკინგისა და Lossless-ის გუნდის მიერ შემდგომი გამოძიების მიზნით, ბოტების დახმარებით, ჰაკერული ტრანზაქციების გაყინვის გზით ხდება. 

შემდეგ, გარიგებას ტექნოლოგიური გუნდი აანალიზებს  და თაღლითობის დადასტურების შემთხვევაში, მიმღების მისამართი იბლოკება. ამის შემდეგ ტრანზაქცია უქმდება და მოპარული თანხები მფლობელს უბრუნდება. ამრიგად, პროტოკოლი სმარტ-კონტრაქტების უსაფრთხოების სისტემას აუმჯობესებს და ბლოკჩეინ-პროექტების დამფუძნებლებს ექსპლოიტებისგან დაცვის გარანტიას აძლევს. 

იმისთვის, რომ პროექტის კოდმა თაღლითური ტრანზაქცია აღმოაჩინოს, ტოკენების სმარტ-კონტრაქტებში Lossless Protocol-ის ჩასმაა აუცილებელი. 
წყარო — LossLess-ის ტვიტერი

წყარო — LossLess-ის ტვიტერი

Vault Protection

პროდუქტი, რომელიც კრიპტოვალუტის პროექტების უსაფრთხოებას აძლიერებს. ის სახაზინო საფულეებსა და ლიკვიდობის  პულებს ორი ინსტრუმენტის საშუალებით იცავს: თეთრი სია და სახსრების გატანის ლიმიტი.

თეთრი სია კრიპტოსფეროში დაცვის გავრცელებული ელემენტია. ამ სიაში საფულეების მისამართები იწერება, რომლებისთვისაც საცავთან ურთიერთქმედება ხელმისაწვდომია. დანარჩენებს რაიმე სახის ქმედების განხორციელება არ შეუძლია. ეს მეთოდი ასევე ტოკენების განაწილებისთვის არის დამახასიათებელი, როდესაც პროექტის დამფუძნებლები წინასწარ საზღვრავენ, საფულის რომელი მისამართები იღებს მონეტებს. 

სახსრების ლიმიტი მავნე ტრანზაქციებისგან თავის დასაცავად მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა არის, რომელიც გატანის შესაძლო ოდენობის შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს. როდესაც ტრანზაქციები ლიმიტს აჭარბებს, ისინი იბლოკება.

Lossless Aegis 

ის მავნე მოქმედებების კონტროლისა და სმარტ-კონტრაქტების მონიტორინგის დახმარებით, არასასურველი ტრანზაქციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. უსაფრთხოების ეს დამატებითი მეთოდი ორაკულების ბაზაზე მუშაობს, რომლებიც ბლოკჩეინის მონიტორინგის საშუალებას რეალურ დროში იძლევა. Lossless Aegis საეჭვო მისამართებსა და გატეხის პოტენციური საშიშროების ადგილს ადგენს, რათა პრობლემა თავდასხმის განხორციელებამდე აღმოაჩინოს.

Token Minter

ტოკენის მინთერი ERC-20-ის სტანდარტების ტოკენების უფასო მოჭრას სთავაზობს, რომლებიც გატეხისგან დაცულია. ბლოკჩეინ-პროექტის შემქმნელებს შესაძლებლობა აქვთ, ქსელებზე Ethereum, BNB Chain, Polygon, Avalanche, Fantom და Harmony ალტკოინების გენერირება პროგრამირების უნარების გარეშე მოახდინონ. ტოკენის შექმნის შემდეგ, კლიენტს შეუძლია, პარტნიორი კომპანიის, Hacken-ის აუდიტის სერვისით ფასდაკლებით ისარგებლოს. 

Lossless მოქმედებაში

2021 წელს კრიპტოკრედიტორი Cream Finance, ფლეშ-კრედიტის გამოყენებით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. ზარალმა ETH-სა და AMP-ში 19 მილიონი დოლარი შეადგინა. გატეხიდან მალევე, პროექტის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ Lossless-ის გუნდი მათ $16.7 მილიონის დაბრუნებაში დაეხმარა.  

Lossless-ის დეველოპერებმა სახსრების დაბრუნების პროცესი დეტალურად აღწერეს. როგორც აღმოჩნდა, მათ ჰაკერების გარემოში ფართო კავშირები აქვთ, რამაც ექსპლოიტის დროს მოპარულის დაბრუნება შესაძლებელი გახადა. 

სტარტაპი Lossless Web3-ის სექტორის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას, რათა დეცენტრალიზებული ფინანსებისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ ინვესტორების ნდობა აღადგინოს. პროექტის დამფუძნებლები თავიანთ შესაძლებლობებს მუდმივად აფართოებენ და ბლოკჩეინისა და ტოკენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი ინსტრუმენტების კვლევებში თავიანთი მოგების მნიშვნელოვან პროცენტს აბანდებენ.