ბიტკოინის, ეთერეუმის და სხვა კრიპტოვალუტების გამოჩენამ ციფრული აქტივების თემაზე საგანმანათლებლო კონტენტზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ამ სტატიაში განვიხილავთ საუკეთესო ფილმებს კრიპტოვალუტის შესახებ.
კრიპტოვალუტების ნიშურ პოპულარობას, რომლებიც ცდილობენ ახალი ნორმა გახდნენ, გვერდი ვერ აუარეს რეჟისორებმა, პროდიუსერებმა და სცენარისტებმა, რომლებსაც სურთ შექმნან ბესტსელერი ახალშობილ ინდუსტრიაში. ციფრული აქტივების მეტ-ნაკლებად ფართო აღიარების მოკლე დროში გამოვიდა კინემატოგრაფის მრავალი ღირსეული ნამუშევარი. ჩვენ მიერ არჩეული ფილმები კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმატიული იქნება როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი კრიპტო ენთუზიასტებისთვის.
The Rise And Rise Of Bitcoin
«ბიტკოინის აღზევება» არის 2014 წლის დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორი ნიკოლას მროსია. სიუჟეტი პროგრამისტის გარშემო ვითარდება, რომელიც ბიტკოინით 2011 წელს დაინტერესდა.
ფილმი შეიცავს ბევრ ინტერვიუს ადამიანებთან, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების განვითარებაზე. მაგალითად, The Rise And Rise Of Bitcoin–ში მონაწილეობდნენ გევინ ანდრესენი (პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი, ბიტკოინების ცნობილი მხარდამჭერი) და ბრაიან არმსტრონგი (კრიპტო ბირჟის Coinbase გენერალური დირექტორი).
ფილმი რეალისტურად აღწერს მოვლენებს, რომლებიც ბიტკოინის გამოჩენის დროს ხდებოდა. მაყურებელი ეცნობა არა მხოლოდ წარმატების ისტორიებს, არამედ წარუმატებლობებსაც. რეჟისორს ჩამოთვლილი აქვს ფაქტორები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს პირველი კრიპტოვალუტის შექმნაზე. განმარტავს ციფრული აქტივების კონცეპტუალურ მხარეს და ახალ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ძირითად პუნქტებს.
Cryptopia: Bitcoin, Blockchains and the Future of the Internet
2020 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც კრიპტოვალუტების იდეას, პარადოქსებსა და პრობლემებს აშუქებს, განიხილავს სხვადასხვა თვალსაზრისს. რეჟისორები ტორსტენ ჰოფმანი და მაიკლ უოკულონისია. ფილმში მონაწილეობდნენ ციფრული ფინანსების სამყაროდან ისეთი გავლენიანი ადამიანები, როგორებიც არიან ვიტალიკ ბუტერინი (Ethereum-ის დამფუძნებელი), ანდრეას ანტონოპულოსი (Mastering Bitcoin–ის ავტორი) და სხვები.
ნამუშევარი სამ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი ეძღვნება ბიტკოინს, ის გვაცნობს ტექნოლოგიის საბაზისო გაგებას, ყურადღებას უთმობს პროექტის თავდაპირველ მიზანს. პირველი აქტი ასევე პასუხობს კითხვას: რატომ არიან მსხვილი ფინანსური ორგანიზაციები და მთავრობები BTC-ის გამოყენების წინააღმდეგი.
მეორე ნაწილი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას განიხილავს, ავლენს სმარტ–კონტრაქტების გამოყენების მნიშვნელობას, გძირავს Ethereum-ის ეკოსისტემაში და აღწერს განაწილებული წიგნის სხვადასხვა შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ჰოფმანი საუბრობს მონეტების პირველადი შეთავაზების (ICO) როლზე ინდუსტრიაში, კრიპტო სივრცეში თაღლითობაზე.
და ბოლოს, ფილმი კრიპტოვალუტებს ინტერნეტის გამოჩენას ადარებს. ბოლო ნაწილი იკვლევს შესაძლებლობას, თუ როგორ შეუძლიათ ბლოკჩეინებსა და DeFi-ს გადაჭრან ტექნიკური გიგანტების მიერ ინფორმაციის კონტროლისა და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვების პრობლემა.
მანამდე, 2015 წელს, ტორსტენ ჰოფმანმა უკვე გადაიღო დოკუმენტური ფილმი კრიპტოვალუტების შესახებ სახელწოდებით „ბიტკოინი: ფულის,როგორსაც ჩვენ ვიცნობთ,დასასრული “.
Trust No One: The Hunt for the Crypto King
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული 2022 წლის Netflix-ის თრილერი. სიუჟეტი კრიპტობირჟის Quadriga-ს გამო იმედგაცრუებული მომხმარებლების გარშემო ვითარდება, რომლებმაც ათასობით დოლარი დაკარგეს ბირჟის დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ. აღელვებული საზოგადოება იკრიბება საქმის დამოუკიდებლად გამოსაძიებლად.
დაფუძნებულია მეწარმის და კრიპტოვალუტის ბირჟის დამფუძნებლის ჯერი კოტენის იდუმალი გაუჩინარების რეალურ ისტორიაზე. ინვესტორების ზარალი ჯამში 250 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
Crypto
ჯონ სტალბერგ უმცროსის 2019 წლის მხატვრული კრიმინალური თრილერი, რომელიც მოიცავს კრიპტოვალუტის ბნელ ასპექტს. ფილმში ნაჩვენებია კავშირი კრიპტოვალუტებსა და ფულის გათეთრებას შორის. მთავარი გმირი ახალგაზრდა ბანკირია უოლ– სტრიტიდან. ის იძიებს რთულ კორუფციულ სქემას თავის ბავშვობის მეგობართან, კომპიუტერულ გენიოსთან ერთად, რომელიც ფარულად მოიპოვებს კრიპტოვალუტას.
აქ შეგროვებული ფილმები კრიპტოვალუტის შესახებ დაგეხმარებათ ციფრული აქტივების ინდუსტრიას სხვადასხვა კუთხით შეხედოთ, შემატოთ არსებულ ცოდნას ახალი და ასევე შეგახსენებენ ინდუსტრიის გაჩენის მნიშვნელოვან კონცეპტუალურ დეტალებს.