Vast Bank–ის მიმოხილვა. როგორ ვისარგებლოთ და მისი თავისებურებები

ფოტო - Vast Bank–ის მიმოხილვა. როგორ ვისარგებლოთ და მისი თავისებურებები
Vast Bank–ის კრიპტობანკინგი გაძლევთ საშუალებას ტრანზაქციები კრიპტოვალუტით განახორციელოთ. განვიხილოთ მისი თავისებურებანი და შესაძლებლობები.
Vast Bank — აშშ–ს პირველი ბანკია,რომელიც  FDIC–შია რეგისტრირებული  ((დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია), რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინონ, გაყიდონ და შეინახონ კრიპტოვალუტები მათი ძირითადი საბანკო ანგარიშის გამოყენებით.

35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Vast Bank არის ფინანსური დაწესებულება, რომელიც  ოკლაჰომაშია ბაზირებული. მათი თქმით, მათ თავიანთი რეპუტაცია  მომხმარებლის პერსონალური მომსახურების, მოქნილობისა და მომსახურების გამჭვირვალობის გარშემო შექმნეს. Vast Bank-ის ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ ისინი არ გეგმავენ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობაში პირველობისთვის ბრძოლას, მათი მთავარი მიზანია იყვნენ საუკეთესო და ფეხი აუწყონ დროს. კომპანიის გაყიდვასაც  ჯერ არ აპირებენ.

სხვა პროექტებთან კონკურენციას არ ვაპირებთ. ჩვენი მთავარი კონკურენტები მომხმარებელთა მოლოდინები და გამოცდილებაა. აქ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გააზრება და ტექნოლოგიების  ფინანსური სერვისების გამოყენების და მიწოდების გასაუმჯობესებლად და ავტომატიზაციისთვის დანერგვა“. - Vast Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ სკრივნერი.

Vast Bank–ის  IT-დირექტორის ჩანაფიქრით, მათი კომპანია სწრაფად უნდა მოერგოს მომხმარებელთა პრეფერენციებსა და ბაზრის ტენდენციებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პროცესების ავტომატიზაციას, მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფით.

Vast Bank–ის ფუნქციები

Vast Bank–ის აპლიკაციით კრიპტოვალუტა რამდენიმე დაწკაპუნებით შეგიძლიათ შეიძინოთ. რეგისტრაციისას ავტომატურად შეიქმნება ორი ანგარიში: ჩვეული  საბანკო ანგარიში და მასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტების ანგარიში. ვასტ ბანკი იღებს საკომისიოს 1%-ის ოდენობით ნებისმიერი ტრანზაქციისთვის. ამ დროისთვის აპლიკაციაში მხოლოდ 12 კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანია ამ სიის გაფართოებას გვპირდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა, Vast Bank გთავაზობთ საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის მიმდინარე და შემნახველ ანგარიშებს, სესხებს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და დეპოზიტების მართვის სერვისებს. ხოლო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტების სამყაროს შეეხონ, კრიპტო ტრანზაქციების ცალკე შესაძლებლობები არსებობს.

Vast Bank–ის ინტერფეისი

როგორ შევიძინოთ კრიპტოვალუტა Vast Bank–ის დახმარებით?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აპლიკაციაში დარეგისტრირებისას თქვენ ერთდროულად ორ ანგარიშზე იღებთ წვდომას: Checking Account (საბანკო ანგარიში) და Crypto Account (თქვენი კრიპტო ანგარიში). 

კრიპტოვალუტის შესაძენად გჭირდებათ:

1. თანხების გადარიცხვა თქვენს ძირითად საბანკო ანგარიშზე (Checking Account).
არ არსებობს მინიმალური დეპოზიტის ან ბალანსის მოთხოვნები. შევსების მექანიზმი არაფრით განსხვავდება სხვა ბანკებისგან.


2. გადარიცხეთ თანხები თქვენი Checking Account–იდან Crypto Account–ზე.
კრიპტოვალუტის თავისუფლად შეძენა შესაძლებელია თქვენი მიმდინარე ანგარიშის სახსრებით, შემდეგ კი თქვენს კრიპტო ანგარიშზე შენახვა.

3. ახლა თქვენი ყველა კრიპტო აქტივი სრულად არის ხელმისაწვდომი ტრანზაქციების ჩასატარებლად.
თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ისინი, გააგზავნოთ სხვა საფულეებში ან გაყიდოთ თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს.

დასკვნა

Vast Bank-ს კუთვნილი ადგილი უკავია ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე. FDIC-ში მათი რეგისტრაციის გათვალისწინებით, პროექტს  ბევრი სიახლის  დაპირება შეუძლია ახალი ფუნქციონალისა და კრიპტოვალუტების დანერგვის მხრივ. მაგრამ ნებისმიერი  კრიპტოსერვისის გამოყენებამდე, არასოდეს დაგავიწყდეთ  DYOR–ის  (Do Your Own Research) წესის დაცვა. ეს დაგიცავთ  თქვენ და თქვენს სახსრებს!