ლუქს კლასის ბრენდები კრიპტოვალუტით გადახდებზე გადადიან

icon FOR
ფოტო - ლუქს კლასის ბრენდები  კრიპტოვალუტით გადახდებზე გადადიან
ძვირადღირებული ბრენდების მიერ გადახდებისთვის კრიპტოვალუტების გამოყენება შედარებით ახალი ფენომენია, რომელიც ამოიქოქა 2010-იანი წლების შუა პერიოდში პირველი კრიპტო ტრანზაქციების მოსვლასთან ერთად, როდესაც პიცის საფასური გადაიხადეს კრიპტო-თი.

რა არის ძვირადღირებული ბრენდების მიერ კრიპტოვალუტების, გადახდის მეთოდად მიღების მიზეზი?

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლუქს-კლასის ბრენდები კრიპტო-გადახდებს ნერგავენ, ახალგაზრდა, ტექნიკურად დახვეწილი მომხმარებლების მოზიდვაა.

ვინაიდან სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ციფრულ ვალუტას, ლუქს კლასის ბრენდებს, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ეს გადახდები, მომხმარებლების ახალი თაობის   მოზიდვა და შენარჩუნებაც ძალუძთ.

ამას ადასტურებს FARFETCH, რომელიც  3000-ზე მეტ მდიდრულ ბუტიკთან და ძვირადღირებულ ბრენდთან თანამშრომლობს და მის პლატფორმაზე ყველა შესყიდვისთვის კრიპტო-გადახდებს იღებს   Bitcoin -ის, ე Ethereum -ის და სხვა ძირითადი კრიპტოვალუტების გამოყენებით.

ძვირადღირებული ბრენდების მიერ კრიპტოვალუტების მიღება არა მხოლოდ ახალგაზრდა მომხმარებლების ყურადღების მიპყრობის საშუალებაა, არამედ უპირატესობის მოპოვება სამყაროში, რომელიც  სულ  უფრო  ციფრული  ხდება.

გადახდის ახალი მეთოდების დანერგვით, ამ ბრენდებს შეუძლიათ, ინოვაციებისა და ცვლილებებისთვის   მათი   მზადყოფნა აჩვენონ. ეს მათ დაეხმარება  ლუქს-ბრენდის სტატუსის შენარჩუნებასა  და  მომხმარებლების მოზიდვაში, რომლებიც თანამედროვეობასა და ინოვაციებს აფასებენ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების გამოყენებამ შეიძლება ლუქს-კლასის ბრენდებისთვის  უფრო დიდი ფინანსური მოქნილობა უზრუნველყოს. ტრანზაქციები შეიძლება განხორციელდეს სწრაფად და მარტივად, ხოლო კრიპტოვალუტა ხელს უწყობს ტრანზაქციის საკომისიოს და გაცვლის ხარჯების შემცირებას. ეს ბრენდებს, მათი  ფინანსური ოპერაციების  გამარტივებისა  და  ეფექტურობის ამაღლების საშუალებას აძლევს.

რა უპირატესობა აქვს მომხმარებელს გადახდისთვის კრიპტოვალუტის გამოყენებით?

მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტის, როგორც გადახდის საშუალებად გამოყენებას არაერთი უპირატესობა აქვს.

 პირველი უპირატესობაა ტრანზაქციების სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა. კრიპტოვალუტები იყენებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, ინფორმაციის დეცენტრალიზებულ და უსაფრთხო განაწილებულ რეესტრს, რომელიც აღრიცხავს ტრანზაქციებს კომპიუტერების ქსელში. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების გამოყენებით განხორციელებული ტრანზაქციები სწრაფი და უსაფრთხოა, რადგან ისინი დამოწმებულია მრავალი მხარის მიერ და არ შეიძლება შეიცვალოს ან გაყალბდეს.

 კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ კრიპტოვალუტით გადახდები ხშირად უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული გადახდის მეთოდები. ასეთ ფინანსურ ტრანზაქციებს შეუძლია  კლიენტებისთვის ფულის დაზოგვა, ვინაიდან ტრანზაქციის დასასრულებლად შუამავლები ან საკომისიო, საჭირო არ არის.

 გარდა ამისა, კრიპტოვალუტაში გადახდები უფრო მეტ კონფიდენციალურობასა და ანონიმურობას უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის. გადახდის ტრადიციული მეთოდები ხშირად მოითხოვს პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა სახელი და მისამართი. მეორე მხრივ, კრიპტოვალუტა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ტრანზაქციები,   პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე განახორციელონ.

ძვირადღირებული ბრენდების გადაწყვეტილება, მიიღონ კრიპტოვალუტები, როგორც გადახდის საშუალება, ასახავს ამ ციფრული ვალუტის მზარდ პოპულარობას და ღირებულებას. რამდენადაც  ბრენდები მიიღებენ მას, კრიპტოვალუტის  ღირებულება გააგრძელებს ზრდას და  გადახდის უფრო პოპულარული ფორმა გახდება.

ლუქს-კლასის სხვა ბრენდებს შორის, რომლებმაც მიიღეს კრიპტოვალუტები როგორც გადახდის მეთოდი, არიან  Philipp Plein-ს, პირველი მოდური ბრენდი, რომელმაც შემოიღო გადახდის ეს ფორმა და Off-White, რომელიც  კრიპტო-გადახდებს იღებს ლონდონში, პარიზსა და მილანში.

იტალიურმა მოდის სახლმა Fendi-მ ასევე გაუშვა თავისი კრიპტოსაფულე და Ledger-თან თანამშრომლობით, ციფრული აქტივების შესანახად ვერცხლის კოლოფები შექმნა.

სინგაპურულმა მოდის ბრენდმა Charles & Keith-მა გამოაცხადა გეგმები აშშ-ში, ავსტრალიაში, კანადაში, მალაიზიაში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში გადახდის მეთოდად, კრიპტოვალუტის დანერგვის შესახებ.

ელიტარული მოდის ბრენდები Gucci და Balenciaga ასევე აპირებენ მომავალში  გადახდების კრიპტოვალუტაში მიღებას.

ლუქს-ნივთების კონგლომერატმა LVMH-მ, რომელსაც ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Tag Heuer და Louis Vuitton, განაცხადა, რომ მიიღებს კრიპტოვალუტაში გადახდებს აშშ-ში.

კრიპტოვალუტები მიიღება არა მხოლოდ ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდებთან. კომპანია Tesla მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ  ავტომობილები ბიტკოინებით, რაც იმის  დემონსტრირებაა, რომ ამ ციფრული ვალუტით ისეთი ძვირადღირებული შენაძენის საფასურის გადახდაც კი შესაძლებელია, როგორიცაა ავტომობილი.

რა გავლენა ექნება კრიპტოვალუტებს მოდის ინდუსტრიაზე?

კრიპტოვალუტების გავლენა მოდის ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი იქნება. მომავალში მოსალოდნელია მოდურ  და ლუქს-ბრენდებზე ციფრული მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. Morgan Stanley-ის მონაცემებით, ეს გამოიწვევს ინდუსტრიის  გაყიდვების ზრდას, რომლებმაც 2030 წლისთვის, შეიძლება  50 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ზოგადად,  ლუქს-კლასის ბრენდების მიერ კრიპტოვალუტების,  როგორც გადახდის საშუალებად  გამოყენება,  ციფრული ვალუტის პოპულარობისა და ღირებულების ზრდას ასახავს.

 ბრენდების მიერ  მათ  მიღებასთან ერთად კრიპტოვალუტების ფასი, კიდევ უფრო გაიზრდება და ისინი გადახდის უფრო გავრცელებულ საშუალებად  იქცევიან. ციფრული ფულის გამოყენება,  ლუქს-ბრენდებსა და მათ მომხმარებლებს რამდენიმე უპირატესობით უზრუნველყოფს: უფრო სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციები, შემცირებული ხარჯები, ასევე კონფიდენციალურობა და ანონიმურობა.

რამდენადაც კრიპტოვალუტების გამოყენება  ფართოდ გავრცელებას აგრძელებს, საინტერესო იქნება, თუ როგორ იმოქმედებს ეს მოდის ინდუსტრიაზე და როგორ მოერგებიან ბრენდები გადახდის ამ ახალ ფორმას.