გახსოვდეთ რისკები, არ იჩქაროთ და სხვა რჩევები კრიპტოტრეიდერს
კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას თქვენ სიცოცხლეს საფრთხეში არ აგდებთ (მხოლოდ თმას თუ გაიპუტავთ), მაგრამ არსებობს იმის რისკი, რომ ძვირადღირებულ შეცდომებს ემსხვერპლოთ. ამიტომ, ბაზარზე შესვლამდე ცოდნით შეიარაღებაა საჭირო.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის რჩევები, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ, წარმატების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ პრევენციულ ზომად გამოდგება. პირველ რიგში, მომგებიანი კრიპტოტრეიდინგი ტექნიკური ანალიზის ელემენტარულ გაგებასა და ციფრული აქტივების ბაზრის ფუნქციონირების პრინციპებზეა დამოკიდებული.
გახსოვდეთ, კრიპტოვალუტები ძალიან ვოლატილურია. ბევრი მათგანის ღირებულებაზე გავლენას ახდენს მათი მეგობარი კომპანიების გაკოტრება, ტვიტერზე გავლენიანი პირების განცხადებები და სხვა ფაქტორები (ადამიანური და არა მხოლოდ). ამიტომ, ფასების მოძრაობასთან დაკავშირებით თავიანთ პროგნოზებში შეცდომის დაშვება პროფესიონალებსაც კი შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, ციფრული ვალუტით ვაჭრობის რჩევები დამწყებ კრიპტოტრეიდერს დაეხმარება, ზარალის მინიმუმამდე დაიყვანოს.
ნუ დაივიწყებთ რისკების მართვას
ნუ გადააქცევთ ტრეიდინგს აზარტულ თამაშად. მკაფიოდ გესმოდეთ, რა შედეგის მიღწევა გსურთ (რეალისტურის) და თქვენი რისკები მართეთ. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ტრეიდინგისთვის საჭირო სახსრების ოდენობის შეზღუდვაა იმ თანხამდე, რომლის დაკარგვის უფლებას თავს მისცემთ ისე, რომ ცხოვრების ჩვეულ ხარისხს არ გაიუარესებთ და თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას ზიანის არ მიაყენებთ. ნუ ვაჭრობთ მაღალი ლევერიჯის მქონე აქტივებით, თუ წარუმატებლობის შემთხვევაში დავალიანების დასაფარი სახსრები არ გაქვთ. სიფრთხილე თქვენი მეორე სახელი უნდა იყოს, სჯობს მიიღოთ მცირე მოგება, ვიდრე დიდი ზარალი.
არ იჩქაროთ
რჩევა აქტუალურია როგორც დღიური კრიპტოტრეიდერებისთვის, ასევე სკალპერებისთვის. არის შემთხვევები, როდესაც, აქტიური მოქმედების ნაცვლად, უმჯობესია, განზე გადგეთ და ბაზრის მოძრაობას ადევნოთ თვალყური. თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, დაელოდეთ, თქვენი თეორია რამდენჯერმე ტესტით, ან სხვა ადამიანის გამოცდილებით შეამოწმეთ, დასკვნები კი ამის შემდეგ გამოიტანეთ.
გააანალიზეთ ბაზრის მდგომარეობა
კრიპტოვაჭრობის წარმატება დიდწილად უკავშირდება იმას, თუ რამდენად გაქვთ შესწავლილი კრიპტოვალუტის ბაზრის ქცევა სხვადასხვა პირობებში. ეს ძალიან მოცულობითი პროცესია, რადგან თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მიწოდებისა და მოთხოვნის დონე, სიახლეები კონკრეტული კრიპტოპროექტების შესახებ, ეკონომიკური ინდიკატორების ცვლილებები (ინფლაცია, საბაზისო განაკვეთები, მიწოდების ჯაჭვები), მიმდინარე კატაკლიზმები, ვეშაპების ქცევა, აქტუალური გაკოტრებები, მარეგულირებლების პოლიტიკა და ა.შ.
ბაზრის ალაგმვას ტექნიკური ანალიზისა და მასზე დაფუძნებული სავაჭრო სტრატეგიების შესწავლა უწყობს ხელს. ამიტომ, გრაფიკების კითხვისა და მასზე არსებული პატერნების განსაზღვრის უნარებს ნუ უგულებელყოფთ.
დააყენეთ Take Profit და Stop Loss
Take Profit და Stop Loss ორი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც სავაჭრო პოზიციების გახსნისას უნდა გამოიყენოთ. აუცილებლად განსაზღვრეთ რეალისტური მოგება და მისაღები ზარალი, რომლის გარღვევის შემდეგ ვაჭრობა ავტომატურად დაიხურება.
ახალბედა კრიპტოტრეიდერებს შეუძლიათ, ეს ორდერები არ გამოიყენონ და პოზიცია დამატებითი სარგებლის მიღების იმედით შეინარჩუნონ. შედეგად, ისინი, სიხარბის ფსიქოლოგიურ ხაფანგში ხვდებიან და კარგავენ მოგებას, ზოგჯერ კი კაპიტალსაც კი.
ორიენტირდით კაპიტალიზაციაზე
ბაზრის ახალბედების პოპულარული შეცდომა არ გაიმეოროთ, მხედველობაში იქონიეთ ციფრული აქტივის საბაზრო ღირებულება და არა მისი ფასი. არ ღირს ტოკენების ყიდვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ღირებულება ძალიან დაბალია. მომგებიანი აქტივები მაღალი კაპიტალიზაციით გამოირჩევა.
აირჩიეთ ხელმისაწვდომი და ლეგიტიმური კრიპტობირჟა
იმის ნაცვლად, რომ იაფი კრიპტოვალუტები ეძებოთ, უმჯობესია იპოვოთ კრიპტოვალუტის საიმედო, რენტაბელური და დროში გამოცდილი ბირჟა. საკომისიო და ბეგარა თქვენს მოგებას არ უნდა აღემატებოდეს.
სავაჭრო პლატფორმაზე დარეგისტრირებამდე, მისი ლეგიტიმურობის მტკიცებულება მოძებნეთ. წაიკითხეთ გამოხმაურებები და მიმოხილვები, იპოვეთ მეტი ინფორმაცია ინტერნეტში, გაეცანით მის უკან მდგომ გუნდს. უსაფრთხო პლატფორმებს განეკუთვნება Kraken, KuCoin, Bitstamp, WhiteBIT, Bybit.
შეხედეთ ვაჭრობის მოცულობას
მაღალი ლიკვიდურობის მთავარი ინდიკატორი, რომელიც წარმატებული ტრანზაქციისთვის აუცილებელია, ყოველდღიური ვაჭრობის დიდი მოცულობებია. რაც უფრო მაღალია ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა, მით უკეთესია აქტივი ვაჭრობისთვის.
დაბალი ლიკვიდურობა აკავებს ტრეიდერის უნარს, კრიპტოვალუტები სწრაფად გაყიდოს და იყიდოს, რაც პოზიციებზე შესვლას და გამოსვლას ართულებს. გარდა ამისა, ვაჭრობის დაბალი მოცულობა სავაჭრო ხარჯებს ზრდის.
მოთოკეთ ემოციები
თუ ვაჭრობის დროს შიშმა, ან სიხარბემ აგიტანათ, ვაჭრობის შედეგები შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს. იმისათვის, რომ ფსიქოლოგიურ ხაფანგებში არ მოხვდეთ, თქვენი ემოციების იდენტიფიკაცია და მათი მოთოკვა ისწავლეთ. მიჰყევით სავაჭრო სტრატეგიას, გაანალიზეთ გრაფიკები და არ მისცეთ უფლება თქვენს გრძნობებს, წარმართოს პროცესი, რომელიც ცივ გონებას მოითხოვს.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ჩამოთვლილი რჩევები ციფრული ვალუტებით ვაჭრობისადმი გონივრული მიდგომის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ და კატასტროფული დანაკარგებისგან დაგიცავთ, თუმცა ისინი თეორიული საფუძვლების გაგებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარის შემცვლელი ვერ იქნება.