Matrix World — მულტიჩეინ 3D-მეტავერსი

icon ETH
icon FLOW
icon MULTI
ფოტო - Matrix World — მულტიჩეინ 3D-მეტავერსი
Matrix World მულტიჯაჭვური მეტავერსია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან იმერსიული დეცენტრალიზებული 3D აპლიკაციების. ჯერჯერობით ვირტუალური სამყარო მხარს უჭერს ორ ბლოკჩეინს - Ethereum-სა და Flow-ს. სამომავლოდ ქსელების სია გაფართოვდება.
მონაწილის შესაძლებლობების არეალი არ შემოიფარგლება მხოლოდ dApps-ით, რომელსაც ვირტუალურ გარემოში ჩაფლობის ეფექტი აქვს. მას აქვს უფლება, ააგოს არქიტექტურული და სხვა 3D ობიექტები, ჩაატაროს მეტაკონფერენციები, გადააქციოს თავისი NFT-ები პერსონაჟებად, გამოიყენოს გარე სერვისები მატრიცის შიგნით.
 
მეტავერსის საფუძველი მიწის ნაკვეთებია, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს გარკვეული ტიპის ტერიტორიას,  გამოთვლითი სიმძლავრისა და მონაცემთა შენახვის საკუთარი შეზღუდვით. მიწა არაჩანაცვლებადი ტოკენების სახით არის წარმოდგენილი.
მეტავერსის მიწის ნაკვეთების მაგალითი

მეტავერსის მიწის ნაკვეთების მაგალითი

ნაკვეთებზე ბაზირებულია საჯარო სივრცეები (სავაჭრო ცენტრები, NFT მუზეუმები, სპორტული ტრანსლაციების ადგილები და ა.შ.). ვირტუალური სამყაროს განვითარებასთან ერთად მასში გამოჩნდება სამომხმარებლო ობიექტები და გასართობი ელემენტები, მათ შორის P2E თამაშები.

პროექტის ბეტა ვერსია 2023 წელს გამოჩნდება, Matrix World-ის ოფიციალური ამოქმედება კი 2024 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
Matrix World-ის მთავარი გვერდი

Matrix World-ის მთავარი გვერდი

რა არის მეტავერსში განსაკუთრებული?

იმერსიული 3D აპლიკაციები

ჩაშენებული დეველოპერული ინსტრუმენტებისა და პროგრამირების ენების წყალობით, Matrix World-ის მომხმარებლებს შეუძლიათ, დეცენტრალიზებული აპლიკაციები პირდაპირ ვირტუალურ სამყაროში შექმნან. ყოველი ახალი 3D dApp-ით, მატრიცა გაფართოვდება და ურთიერთქმედების დამატებითი ვარიაციებით გამდიდრდება. 3D აპლიკაციები მონაწილეთა გარე სერვისებთან დასაკავშირებლად არის საჭირო.

მაგალითად, შეგიძლიათ, განავითაროთ DEX ATM, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კრიპტოვალუტები მეტავერსიდან გაუსვლელად შეიძინონ.

გათვალისწინებულია მისთვის ფორმის, ფერის, ტექსტურის, განათებისა და სხვა დეტალების მიცემა. ასევე შესაძლებელი იქნება გადახდების განხორციელების ფუნქციონალზე მუშაობა, რისთვისაც ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. 

როდესაც ყველაფერი მზად იქნება, ვირტუალური მანქანა Matrix World  შექმნილ ობიექტს დეცენტრალიზებულ აპლიკაციად გადააქცევს.
3D აპლიკაციის ვიზუალიზაცია Matrix World-ის ვებგვერდზე

3D აპლიკაციის ვიზუალიზაცია Matrix World-ის ვებგვერდზე

პროგრამირებადი NFT

ნებისმიერი სახის NFT-ის მფლობელებს შეეძლებათ, ის მეტავერსში გადაიტანონ და 3D ობიექტად აქციონ, თანაც ორიგინალური პირვანდელი სახე შეინარჩუნონ. შემდეგ მომავალი თამაშისთვის შესაძლებელი იქნება მასზე დაფუძნებული პერსონაჟის დაპროგრამება, ან ანიმაციის გაკეთება.
NFT ინტეგრაციის ვიზუალიზაცია მეტავერსში Matrix World-ის  ვებგვერდზე

NFT ინტეგრაციის ვიზუალიზაცია მეტავერსში Matrix World-ის ვებგვერდზე

მრავალჯაჭვური ეკოსისტემა

თავდაპირველად, ვირტუალური გარემო ორ ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული, მაგრამ მომავალში სმარტ კონტრაქტების გამოყენებით მასთან დაკავშირებას ბევრი სხვა ქსელი და პროტოკოლი შეძლებს. ამიტომ. მატრიცა გახდება შეხვედრის ადგილი მომხმარებლებისა და დეველოპერებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ბლოკჩეინთან ურთიერთმოქმედებენ.

Matrix World-ის ეს თვისება სამყაროში მრავალი third-party სერვისის ინტეგრირების საშუალებას მისცემს. როგორც პროექტის White Paper-შია აღნიშნული, პირველი იქნება OpenSea-ის, Rarible-სა და MyNFT-ის NFT-მარკეტპლეისები, მონაცემთა შენახვის სისტემა IPFS  და პლატფორმები Twitch და YouTube-იც კი.

ამ პლატფორმებთან დაკავშირებაზე პასუხისმგებელი იქნება შექმნილი 3D აპლიკაციების ინტერფეისები, ასევე სხვა პროგრამირებადი ობიექტები.

ვინ შეიმუშავა Matrix World?

ვირტუალური სამყაროს შექმნის უკან Matrix Labs-ის გუნდი დგას, რომელიც 2017 წელს გაერთიანდა. თამაშს, რომელმაც Web3 სფეროში მათ პირველი პოპულარობა მოუტანა, Cell Evolution ეწოდება. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს სხვა პროექტებსაც: NFT კოლექცია Phanta Bear, ბლოკჩეინ თამაში Rivermen და ღრუბლოვანი პლატფორმა Web3 ინფრასტრუქტურისთვის - Chainbase.

2018 წელს Matrix Labs ChainIDE-ს განვითარების გარემოსთან ერთად მუშაობდა. მათ შექმნეს რეზიდენცია, სადაც დეველოპერებს მეტავერსებისა და ბლოკჩეინის თამაშების შექმნას ასწავლიდნენ.

2021 წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ინდონეზიელი პროგრამისტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც ინდონეზიაში ბლოკჩეინის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
Matrix Labs-ის მთავარი გვერდი

Matrix Labs-ის მთავარი გვერდი

რომელ კომპანიებთან თანამშრომლობს Matrix Lab?

Flow-თან პარტნიორობის გარდა, რომელიც უზრუნველყოფს მეტავერსში ბლოკჩეინის შტაბ-ბინის გაჩენას ყველა ქვეპროექტთან ერთად (Crypto Kitties, NBA Top Shots და ა.შ.), Matrix-მა ხელშეკრულებების გაფორმება კრიპტოინდუსტრიის სამ წარმომადგენელთან მოასწრო.

RSS3. Web3 სექტორში მონაცემთა დეცენტრალიზებული გადაცემის პროტოკოლი. პარტნიორობის წყალობით Matrix World-ის ვიზიტორები საკუთარი სოციალური არხების შექმნას შეძლებენ.

Admix. პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც რეალური სამყაროს დიდი ბრენდები მეტავერსში თავიანთ რეკლამებს უშვებენ. მაგალითად, ის თანამშრომლობს Uber-თან, McDonald's-თან და Google-თან. ეს თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ვირტუალური სამყაროს მონაწილეებს, განათავსონ სარეკლამო ბანერები თავიანთი მიწის ნაკვეთების შენობებზე და ამით სათამაშო პროცესის მონეტიზაცია მოახდინონ.

The Fabricant. ციფრული მოდის სახლი, რომელიც ვირტუალური სამყაროსთვის ტანსაცმელსა და ნივთებს გთავაზობთ, ასევე თანამშრომლობს მეტავერსთან. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ, შექმნან და გაყიდონ ტანსაცმელი სტუდიის პლატფორმის გამოყენებით.

საბოლოოდ, Matrix World-ს მხარი საინვესტიციო კომპანიებმა დაუჭირეს. 2022 წლის თებერვალში მან $5.5 მილიონის ოდენობის  დაფინანსება მიიღო. პირველად რაუნდს სათავეში ჩაუდგნენ Tess Ventures, Everest Ventures Group, Com2Us და Y2Z Ventures.