Metaverse არის კრიპტო ინდუსტრიის ცალკეული სფერო, რომელმაც მიიპყრო არა მხოლოდ მილიონობით ადამიანის, არამედ მსოფლიოში ცნობილი და უდიდესი კომპანიების ყურადღება. ჩვენ შევკრიბეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო პროექტები.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Metaverse -ის (მეტა სამყაროს) თემამ მიიპყრო არა მხოლოდ მომხმარებლების - სათამაშო ჟანრის და VR ტექნოლოგიების მოყვარულთა, არამედ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ყურადღება. მათ გადაწყვიტეს დაეწყოთ საკუთარი ვირტუალური საქონლის გაყიდვა მეტავერსის საშუალებით, ან თუნდაც საკუთარი თავის პოპულარიზაცია ახალი აჟიოტაჟის საშუალებით, რათა შეახსენონ მათ საკუთარი ბრენდების ერთგულება ინოვაციებისადმი.
PlayStation 5-ის მწარმოებელმა, Sony-მ, LEGO-სთან ერთად გადაწყვიტა 2 მილიარდი დოლარი ინვესტიციები ჩადო Epic Game-ის მეტავერსში სახელად Fortnite. Adidas-მა შეიძინა მიწის ნაკვეთი NFT-ის სახით The Sandbox მეტავეერსში. Nike-მ და Gucci-მ გადაწყვიტეს შეუერთდნენ Nikeland-ის მეტა სამყაროს, რომელსაც Roblox ქმნის. Samsung-მა, Coca-Cola-მ, Dolce&Gabbana-მ და NASA-მ და Playboy-მაც კი გადაწყვიტეს ახალი ვირტუალური ფორმატის გამოცდა Decentraland-ის მეტა სამყაროში. ტანსაცმლის მწარმოებელმა Zara-მ გამოუშვა თავისი პროდუქციის ლიმიტირებული კოლექციები, როგორიცაა Lime Glam, Zepeto-ს მეტავერსში, რომლის მომხმარებელთა რაოდენობაც 300 მილიონს აღწევს. ცნობილი ბრენდის H&M-ის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი სამოსის ქსელი მომხმარებელს სთავაზობს ვირტუალურ შოპინგს CEEK City მეტა სამყაროში. ციფრული ფორმატით შეძენილი ნივთები და ტანსაცმელი ფიზიკურად მიეწოდება მყიდველს ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში დაბრუნებისას. და ასეთი მაგალითები უამრავია.
რა არის metaverse
მიიჩნევა, რომ მეტავერსი არის სოციალური ქსელის next level-ი, რომელშიც აქტიურ როლს ითამაშებს ვირტუალური საქონელი NFT ფორმატში ( არაჩანაცვლებადი ტოკენები). ბევრი პროექტის გეიმპლეი გეგმავს ბრაუზერის ვერსიიდან 2D-დან 3D-მდე მომდევნო ეტაპზე შეუფერხებლად გადასვლას. მაშინ კომუნიკაცია შეიძლება მოხდეს VR მოწყობილობების ✅ სათვალეების ან ჩაფხუტების საშუალებით, რომლებიც გადაიტანენ მომხმარებელს მეტავერსის სამგანზომილებიან ვირტუალურ სამყაროში. ამგვარად, ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება გადაადგილება ვირტუალურ ადგილზე ან რეალურ ქალაქში, რომელიც ციფრულ სამყაროშია გადმოცემული. მას შეეძლება მოგზაურობა მის ქუჩებში, სხვა მოთამაშეებთან ურთიერთობა, ვირტუალურ ობიექტებთან ურთიერთქმედება, კერძოდ ვირტუალურ შოპინგში ჩართვა. ან ეწვიოს ციფრულ წარმომადგენლობას ან ცნობილი ბრენდის შოურუმს, რომელმაც უკვე გახსნა ის მეტავერსში.
სწორედ ამ პერსპექტივამ უბიძგა ცნობილ კომპანიებს ჩაშვებულიყვნენ ამ გასაოცარ ინდუსტრიაში, რომელიც შეიძლება გახდეს ახალი გაყიდვების არხი, განსაკუთრებით ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. სწორედ ამიტომ, Sony, Samsung, Adidas, Nike, Gucci, Zara, H&M, Coca Cola და მრავალი სხვა ცნობილი კომპანია უკვე არის იქ.
მოდით განვიხილოთ ყველაზე პოპულარული მეტავერსების ყველაზე საინტერესო კონცეფციები.
Decentraland
Decentraland არის - GameFi ფორმატის მეტავერსი, რომელიც დაფუძნებულია Ethereum ბლოკჩეინზე, თავისი დეცენტრალიზებული ვირტუალური ეკონომიკით. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან უნიკალური სათამაშო კონტენტი NFT ფორმატში, რომელიც გაიყიდება MANA ტოკენებზე, რომლებიც Decentraland პროექტის ვალუტაა. იგი ასევე გამოიყენება სათამაშო ნივთებისა და ავატარების მარკეტპლეისში, ისევე როგორც მეტავერსში ყველა სახის სერვისის შესაძენად. სათამაშო ეკოსისტემის საფუძველში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიწის ნაკვეთები (LAND ტოკენები), რომლებიც შეძენილი ობიექტების კონტროლის უფლებას იძლევა.
საინტერესოა, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ დაესწრონ ცოცხალი მუსიკის კონცერტებს, გამოფენებს, ტრენინგებსა და სემინარებს, იარონ სამორინეში ან მაღაზიებში სხვა მოთამაშეებთან ერთად, წამოიწყონ ვირტუალური ბიზნესი, გამოცადონ სატრანსპორტო საშუალებები, გაატარონ დრო ნებისმიერ კურორტზე და ა.შ. ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი შესაძლებელია მხოლოდ 360 გრადუსიან ვირტუალურ - Decentraland სამყაროში.
მეტა სამყაროს მართავს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO). MANA და LAND-ის ტოკენების ნებისმიერ მფლობელს შეუძლია შემოთავაზებები შეიტანოს და Decentraland-ის ცვლილებებზე ხმის მიცემის ინიციირება. ასეთი ხმის მიცემა ხდება სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით, სადაც თითოეული მონაწილე ხმას აძლევს პრინციპით: 1 სინთეტიკური ტოკენი = 1 ხმას.
პროექტის ტოკენომიკა ეფუძნება ERC-20-ტოკენს MANA და ERC-721 ტოკენებს LAND. NFT ფორმატის წყალობით, მათ აქვთ უნიკალური ინდივიდუალური მახასიათებლები. სწორედ ისინი გამოიყენება სათამაშო ობიექტების შექმნისას: ავატარები, ტანსაცმელი, უძრავი ქონება, ასევე მიწის ნაკვეთები. მიწის 90 000 ნაკვეთი აუქციონიდან მთლიანად გაიყიდა, პროექტის დაწყებისთანავე. ერთ-ერთი მათგანი Samsung-მა იყიდა, სადაც საკუთარი ვირტუალური მაღაზია გახსნა სახელად The House of Sam.
ახლა მიწის ნაკვეთების შეძენა შესაძლებელია MANA-ტოკენად Decentraland-ის მეორად ბაზარზე, სხვა სათამაშო ობიექტების მსგავსად, მაგრამ უფრო მაღალ ფასებში. პროექტი ინფლაციას ებრძვის MANA ტოკენების დაწვით, რაც მას საშუალებას აძლევს მოთხოვნა მაღალ დონეზე შეინარჩუნოს მრავალი წლის განმავლობაში. აქტივის ღირებულება ასევე ინარჩუნებს სიმყარეს შეზღუდული ემისიის გამო.
პასუხისმგებლობა Decentraland-ში არსებული აქტივების ყველა ტიპის მახასიათებლებზე სმარტ კონტრაქტებს MANAtoken, LANDregistry და EstateRegistry-ს ეკისრება. საინტერესოა, რომ MANAtoken-ის კონტრაქტი ვერასდროს შეიცვლება, რადგან დეველოპერებმა მისი კერძო გასაღები გაანადგურეს.
The Sandbox
The Sandbox - კიდევ ერთი მეტავერსი Ethereum ბლოკჩეინზე P2E (Play2Earn - იშოვე თამაშით) ფორმატში დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) და NFT ელემენტებით. აქ მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი სათამაშო პროექტები და ციფრული აქტივები NFT ფორმატში პლატფორმის მიერ მოწოდებული ხელსაწყოების გამოყენებით. შექმნილი აქტივების ვაჭრობა შესაძლებელია SAND ტოკენებზე შიდა ბაზარზე ან გაცვლა სხვა მოთამაშეებთან.
The Sandbox-ში შეამჩნევთ ისეთი თამაშების ნაცნობ ხასიათს, როგორიცაა Minecraft და Roblox, რომლიდანაც, როგორც ჩანს, შთაგონება მიიღეს შემქმნელებმა.
მეტა სამყაროში სამი სახის ტოკენი გამოიყენება. SAND (ქვიშა) - ERC-20 ტოკენი, რომელიც შიდა ვალუტის როლს ასრულებს. LAND - ERC-721 სტანდარტის NFT-ტოკენი, რომელიც შეიძლება იყიდო, გაყიდო ან გააქირაო მიწის ნაკვეთად. მთლიანად მეტავერსში ასეთი 166,464 ნაკვეთია და ახლა ნახევარზე მეტი უკვე მფლობელობაშია. ASSETS - ეს ასევე NFT ტოკენებია, მაგრამ ERC-1155 სტანდარტის. ისინი გამოიყენება ყველა საავტორო ნივთების ან უნიკალური ობიექტის შესაქმნელად. მათი შემქმნელებს ენიჭება საკუთრების უფლება და შეუძლიათ გაყიდონ ისინი Sandbox-ის მარკეტპლეისში.
The Sandbox ეკოსისტემა შედგება VoxEdit, Marketplace და Game Maker-სგან.
VoxEdit არის უფასო პაკეტი ნებისმიერი 3D ობიექტის შესაქმნელად. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თითქმის ყველაფერი, რასაც თქვენი ფანტაზიის შესაძლებლობა გაძლევთ: უძრავი ქონება, ცხოველები, მცენარეები, სატრანსპორტო საშუალებები, ლანდშაფტის დიზაინის ობიექტები, ნებისმიერი ინსტრუმენტი ან თუნდაც ავატარები. ყველა შექმნილი ობიექტი შედგება ბლოკებისგან, რომლებმაც მიიღეს სახელი "ვოკსელი". ეს არის 3D პიქსელები, რომლებიც ჰგავს LEGO კუბებს. VoxEdit-ის საშუალებით შეგიძლიათ შეცვალოთ მათი ფორმა, ზომა და ნებისმიერი ფორმის კომბინაცია. შექმნილი ობიექტები შეიძლება განთავსდეს და გაიყიდოს ბაზარზე.
Marketplace არის შიდა ბაზარი NFT ტოკენების სახით (ASSETS) აქტივებით ვაჭრობისთვის.
Game Maker-ი - კიდევ ერთი პროგრამული ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და შეამოწმოთ საკუთარი სათამაშო პროექტები Sandbox-ის მეტავერსში. მისი დახმარებით აქტივები და ობიექტები შეიძლება დაემატოს LAND-ში ახალი სათამაშო მექანიკების შესაქმნელად.
The Sandbox-ის მეტა სამყაროს მართვა და მასში ცვლილებების შეტანა, ისევე როგორც მისი შემდგომი roadmap-ის ფორმირება, ხდება DAO-ს საშუალებით. SAND-ის ტოკენების მფლობელებს ხმის მიცემის სისტემით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პროექტის შემდგომ განვითარებაზე.
როგორც ვხედავთ, metaverse-ის სამყარო ქმნის ახალ ტენდენციას და წარმოადგენს პლატფორმას ვირტუალური სივრცეების განვითარებისთვის, სადაც 10-15 წლის შემდეგ თავს ისევე კომფორტულად ვიგრძნობთ, როგორც რეალურ, ფიზიკურ სამყაროში.