Sui – Aptos–ის უმსხვილესი კონკურენტი? სრული გაიდი

ფოტო - Sui – Aptos–ის უმსხვილესი კონკურენტი? სრული გაიდი
SUI პლატფორმაა სმარტ–კონტრაქტებისთვის და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის, რომელიც პროგრამირების ენით Move არის აგებული.
Aptos-ის მსგავსად, რომელიც ადრე განვიხილეთ, SUI  Meta-ს (Facebook) ყოფილი თანამშრომლების მიერ შეიქმნა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ Libra-ს (მოგვიანებით ეწოდა Diem) ბლოკჩეინ–პროექტში. SUI Mysten Labs-ის ავტორთა გუნდი ასევე მოიცავს ფინანსურ მრჩევლებს, დიზაინერებს და გამოცდილ კრიპტოგრაფებს Microsoft-ის, Novi-ს, Meta-დან და სხვა გლობალური კომპანიებიდან. მთლიანობაში, LinkedIn-ის მონაცემებით, კომპანიას 80-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

ადრეული ეტაპი და დაფინანსება

ამჟამად ქსელი SUI  ფუნქციონირებს მხოლოდ დეველოპერებისთვის განკუთვნილ  ქსელში (devnet). ახალგაზრდა სტარტაპები აქტიურად ტესტავენ  საკუთარ პროექტებს და DEFI აპლიკაციებს.

Mysten Labs-მა  დაფინანსების ორი რაუნდის ფარგლებში $336 მილიონი მოიზიდა. პირველ ფაზას  Coinbase და Andreessen Horowitz ხელმძღვანელობდნენ. B სერიის  მთავარი ინვესტორი  FTX ბირჟის ვენჩურული ქვედანაყოფი იყო.
SUI–ს დაფინანსების მეორე რაუნდის დეტალები (Crunchbase)

SUI–ს დაფინანსების მეორე რაუნდის დეტალები (Crunchbase)

ბლოკჩეინის თავისებურებანი

პროგრამირების ენა Move  SUI–ს ქსელში შექმნილია მაღალი ღირებულებისა და  ტრანზაქციების ცუდი გამტარუნარიანობის პრობლემის გადასაჭრელად. იმის ნაცვლად, რომ ოპერირება მხოლოდ ერთეული გადარიცხვებით ხდებოდეს და  ერთი გიწევდეს ლოდინი ერთი ტრანზაქციის დასრულების მეორის დასაწყებად, SUI  რამდენიმე მოვლენას ერთდროულად გაუმკლავდება.

ამრიგად, ბლოკჩეინი ასევე ცდილობს  პრობლემის «gas war» ნიველირებას, როდესაც ქსელის მაღალი დატვირთვის დროს სრულდება  მხოლოდ ის გადარიცხვები, რომლებზეც ყველაზე მაღალი საკომისიოა გადახდილი.

Move ენა ზოგადი კონცეპციებით მსგავსია კრიპტოვალუტის ქსელების სხვა კომპონენტებთან. მას აქვს მონაცემთა სტრუქტურები, მთელი რიცხვები და მისამართები, მაგრამ არ აქვს ბლოკჩეინის ისეთი სპეციფიკური ატრიბუტები, როგორიცაა ანგარიშები, ტრანზაქციები, დრო, კრიპტოგრაფიული ელემენტები და ა.შ. ეს ფუნქციები თავად პროექტმა უნდა დააყენოს, რომელიც იქმნება  Move-ის გამოყენებით.

განვითარების მიმდინარე ეტაპი

როგორც აღვნიშნეთ, Mainnet და მთავარი SUI ტოკენი ჯერ არ არის გამოშვებული. Devnet-ში ამჟამად  დაახლოებით 4000 ნოდი მუშაობს, რომლებიც ქსელის ტესტირებას უზრუნველყოფენ. ყველაზე დიდი კვანძები დაამონტაჟეს გერმანიის, აშშ-ს, უკრაინისა და საფრანგეთის მოქალაქეებმა.

Blockchain Explorer აჩვენებს დაახლოებით 2 მილიონ შესრულებულ  ტრანზაქციას.
Sui Blockchain Explorer

Sui Blockchain Explorer

როგორ გამოვიმუშაოთ ფული ახლა

ვიდრე მონეტის მთავარი ქსელი არ ფუნქციონირებს, მომხმარებლებს  Devnet-ში აქტივობის ქულების დაგროვება შეუძლიათ. კრიპტოვალუტის პლატფორმების ადრეული ტესტერები ხშირად იღებენ ჯილდოებს პროექტისგან Airdrops-ის და ღირებული პრიზების სახით.

მოქმედებების ალგორითმი, რომლის შესრულებაც უკვე შეგიძლიათ:

საკუტარი ნოდის დაყენება. ნოდერების პირველ ნაკრებში ძალიან ცოტა მისამართი მოხვდა,მაგრამ,სავარაუდოდ, ეს არაა უკანასკნელი შესაძლებლობა.ყველა ანონსს პროექტი თავის  Discord–ში აქვეყნებს;

საკუტარი სმარტ–კონტრაქტებისა და პროექტების  დაწერა Sui–ზე. დეტალების ნახვა  დოკუმენტაციაშია შესაძლებელი.

ბლოკჩეინის ტესტირება საფულეებს შორის გადარიცხვების გზით;

უფასო NFT–ების დამინთვა საფულეებში Sui Wallet და Suiet Wallet;

პროექტის სოცქსელებში აქტივობა (მაგალითად,როლების მიღება  Discord–ში)

ღონისძიებათა უმეტესობა  (გარდა ნოდის დაყენებისა) არ მოითხოვს ფულად ხარჯებს, მაგრამ  Devnet SUI–ს ხელახლა გადატვირთვა  არაერთხელ მოხდა, რის გამოც საფულეებზე ყველა აქტივობის შესრულება ახლიდან არის საჭირო,რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.