Midas Investments-მა დახურვის შესახებ განაცხადა.

ფოტო - Midas Investments-მა დახურვის შესახებ განაცხადა.
27 დეკემბერს Midas Investments-ის გენერალურმა დირექტორმა ლიკვიდურობის დეფიციტის გამო პლატფორმის დახურვის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. შემოსავლის მისაღებად Midas-i DeFi პროტოკოლებს იყენებდა.

რას წარმოადგენს Midas Investments?


 
Midas Investments არის კასტოდიალური  საინვესტიციო პლატფორმა პასიური შემოსავლის მისაღებად. კომპანია დარეგისტრირებულია სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, როგორც Midas Alpha LLC ვირტუალური აქტივების მართვის სერვისი. Midas Investments-ში აცხადებდნენ, რომ რეგულირდება და ხელმისაწვდომია აშშ-ის მომხმარებლებისთვისაც კი, თუმცა ამჟამად რეგულირების დოკუმენტზე მათი ლინკი არ მუშაობს. კლიენტების სახსრები დაცული იყო Fireblocks-ით და გუნდი ყოველთვიურ ანგარიშებს აწვდიდა.

 Midas-მა საკუთარი თავს პოზიციონირებდა, როგორც CeDeFi-ის, ანუ   DeFi-ს შემოსავლის შესაძლებლობების გაერთიანება, რომელიც გაძლიერებულია ალგორითმებით, CeFi-ს მარტივი მართვით. როგორც დეველოპერები ამბობენ, ასეთი კომბინაცია მაქსიმალურად შემოსავლიანი  უნდა ყოფილიყო  თანხების დეპოზიტური დაბლოკვის გარეშე.
 
სხვებთან შედარებით, Midas  მართლაც მაღალ შემოსავალს უზრუნველყოფდა სხვადასხვა კრიპტოვალუტაში, როგორიცაა BTC, ETH, USDT და სხვა, რაც აქტივების პირდაპირ პლატფორმის შიგნით გაცვლის საშუალებას იძლევა. სტანდარტული შემოსავლიანობის გარდა, შესაძლებელი იყო Midas Boos- ფუნქციის გამოყენება, რომელიც მომხმარებლის დონის მიხედვით ზრდიდა პროიცენტებს. ქვემოთ მოცემულია შემოსავლიანობა Midas Boost-ის საბაზისო დონეზე დახურვის მომენტში. დონის ამაღლება შესაძლებელი იყო  Midas -ს ტოკენის გამოყენებით.

რას წარმოადგენს Midas Token-ი?

Midas Token არის Midas Investments-ის მშობლიური ტოკენი Ethereum-ის ბლოკჩეინზე. მონეტის მაქსიმალური ემისია შეადგენს  5 მილიონს. ტოკენის სმარტ-კონტრაქტი დამოწმებულია კომპანია Hacken-ის მიერ. ყიდვა შესაძლებელი იყო Uniswap-ში ან Midas Investments-ში, რაც  უზრუნველყოფდა მის დაუყოვნებლივ მომგებიანობას.

Midas Boost-ის გააქტიურებისას შემოსავალი Midas-ის ტოკენებში ირიცხებოდა, ხოლო პლატფორმაზე მათი შენახვა მომხმარებლის დონეს ზრდიდა.

საბაზისო დონის შემოსავლიანობა სტანდარტულისგან  მცირედით განსხვავდებოდა, მაგრამ თუ მისი  Midas-ის ტოკენები ყველა აქტივის ღირებულების 20%-ზე მეტს შეადგენდა, მომხმარებელს, უმაღლესი -  ალმასის დონე ენიჭებოდა.

ამას უნდა აემაღლებინა ტოკენის ღირებულება და მისი ფასი გაეზარდა. ანალოგიური სისტემა არსებობს პასიური შემოსავლის სხვა პლატფორმებზე, მაგალითად Nexo-ზე.

როდესაც სწორად მართავთ რისკებს და რეალურად დადებითი შემოსავლიანობა გაქვთ, ეს არ უნდა შეიცავდეს მნიშვნელოვან რისკებს.

რა მოხდა?

კომპანიის ფინანსური მონაცემებით, 2022 წლის გაზაფხულზე ზარალმა შეადგინა 50 მილიონი დოლარი ანუ საინვესტიციო პორტფელის 20%.   დეფიციტის ძირითად მიზეზებად დასახელებულია DeFi პორტფელის ღირებულების საერთო ვარდნა და Ichi პროტოკოლის კრახი.  ლუნასთან რაიმე კავშირი უარყოფილია. შემოდგომაზე, FTX-ის კოლაფსის ფონზე, მომხმარებლებმა პლატფორმის სახსრების 60%-ზე მეტი გამოიტანეს, რამაც ფიქსირებული შემოსავლიანობის მოდელი საბოლოოდ დაარღვია. ამ ინფორმაციას მხოლოდ მაღალი დონის წვდომის  მქონე თანამშრომლები იღებდნენ. 

 თებერვლიდან გუნდი აქტიურად ამცირებდა შემოსავლიანობის განაკვეთებს, მოგების მისაღებად ცდილობდა სხვადასხვა ახალი სტრატეგიის დანერგვას, სავარაუდოდ, პორტფელის დაბალანსების  მიზნით. თუმცა უშედეგოდ.

რა მოხდება შემდეგ?

საბოლოო დეფიციტია -  63.3 მილიონი დოლარი. პროცენტულად ეს ვალდებულებების 55%-ს შეადგენს, მაგრამ პლატფორმამ თანხის გამოტანა სრულად არ დაბლოკა, არამედ განაღდების გარკვეული პირობები შეიმუშავა.

 1. BTC, ETH და სტეიბლკოინების ნაშთები 55%-ით დაკორექტირდება, პლუს ისტორიული მოგების გამოკლება (პლატფორმაზე რეგისტრაციის მომენტიდან მიღებული ყველა მოგება).

 2. სხვა აქტივები კორექტირებას არ დაექვემდებარება, გარდა ისტორიული მოგების გამოკლებისა.

 3. 5000 დოლარზე ნაკლები ნაშთები არ იქნება კორექტირებული, გარდა ისტორიული მოგების გამოქვითვისა.

 4. აქტივების კორექტირება კომპენსირებული იქნება Midas ტოკენით, რომლის გატანაც ასევე შესაძლებელია პლატფორმიდან. კომპანია შეწყვეტს DeFi ბირჟებზე ტოკენისთვის ლიკვიდურობის უზრუნველყოფას.

5. მომავალში Midas-ის ტოკენები ახალი პროექტის ტოკენებით შეიცვლება.

რაც შეეხება ახალ პროექტს, აღმასრულებელი დირექტორი მას საკმაოდ ოპტიმისტურად ხატავს და განახლებული სტრატეგიებისა და იდეების განხორციელებაზე საუბრობს. მაგალითად, პირველი პლატფორმა, რომელსაც ის გვთავაზობს, არის ონლაინ-ხაზინის შექმნა, რომელიც  ჩვეულებრივ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს  USDT, BTC ან ETH-ს გირაოს სახით უზრუნველყოფილი საკუთარი ტოკენები გამოსცენ.

 ახალი პროექტის შესახებ, გენერალური დირექტორი მას საკმაოდ ოპტიმისტურად აღწერს, ახლებური სტრატეგიებისა და იდეების განხორციელების შესახებ.  მაგალითად, პირველი პლატფორმა, რომელიც ის გვთავაზობს არის ონლაინ-ხაზინა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს გამოუშვან საკუთარი ტოკენები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება USDT, BTC ან ETH სახით.

 Midas-ის ტოკენების მფლობელები  პროექტში გარკვეულ უპირატესობებს მიიღებენ, კერძოდ: მომგებიანობას პროტოკოლიდან, მოგებას პლატფორმის ზრდისგან და საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდას.

 „იდეალურ სამყაროში ინვესტორები  ფლობენ როგორც Midas-ის ტოკენს, ასევე ახალი პროექტის  ტოკენს და მიიღებენ შემოსავალს როგორც პროტოკოლიდან, ასევე ფუნქციონალური აქტივიდან“, - თქვა © Yakov Levin, Midas Investments-ის გენერალურმა დირექტორმა © იაკოვ ლევინმა.

თუ ახალი პროექტი წარმატებით განხორციელდება, მაშინ ეს Midas-ის მომხმარებლებს ზარალის ანაზღაურების საშუალებას მისცემს.

დასკვნა:

ბაზრების კრახით, FTX და სხვა მსხვილი მოთამაშეების გაკოტრებით, მცირე კომპანიებიც ზარალდებიან, განსაკუთრებით კი ის, ვინც კარგად არ მართავს რისკებს. სხვადასხვა პლატფორმებზე აქტივების გადანაწილებით მოახდინეთ რისკების დივერსიფიცირება. ხოლო თუ ინვესტირებას ხანგრძლივი ვადით აპირებთ, უმჯობესია აქტივები ა პირად საფულეში შეინახოთ.