ICO სამყარო: როგორ ავირჩიოთ პროექტები და ავიცილოთ სქამი
ICO-ს პროექტების აყვავება 2017-2019 ბობოქარ წლებს დაემთხვა. 2017 წელს, კრიპტოვალუტურ ბაზარს სწრაფად ავსებდნენ კაპიტალით, რომელიც საფონდო და სხვა ბაზრებიდან შემოედინებოდა. ამ ინვესტიციების ნაწილი კონკრეტულად ICO-ში იყო მიმართული.
2018-2019 წლებში ციფრული აქტივების ბაზარი სწრაფად ეცემოდა, კაპიტალიზაცია მცირდებოდა და ინვესტორები ICO პროექტების მიმართ ინტერესს და ნდობას კარგავდნენ. ეს გამოწვეული იყო ეკზიტსქამის შემთხვევების დიდი რაოდენობით, რომელმაც იმ წლებში პიკს მიაღწია. შემდგომში ICO-ები გარდაიქმნა IEO-ებად, IDO-ებად და ა.შ. და კრიპტოვალუტური ბირჟების პროტექციით უფრო ცივილიზებული ფორმატი მიიღეს. თუმცა, ჩვეულად, ისევე როგორც ტოკენსეილების სხვა ფორმატებს, ბევრი მათ ისევ ICO-ს უწოდებდა. ეს სახელწოდება კარგად დამკვიდრდა.
ამჟამად, ICO-ს პროექტები არსად გამქრალია - ახალი ტოკენსეილები ისევე რეგულარულად ჩნდება. ზოგიერთი მათგანი ახერხებს გახდეს წარმატებული, მაგალითად Ether, NEO და IOTA, რომლებმაც თავიდან საკუთარი გზა ICO-ებით დაიწყეს. როგორც მაშინ, ასევე ახლა, პროექტებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა და ბაზარზე ახალ სერვისებს ამკვიდრებენ, აქვთ ყველა შანსი, რომ ადრეულ ინვესტორებს კარგი მოგება მოუტანონ. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ICO-ს პროექტების მონიტორინგი, ამოვიცნოთ „მარტორქები“ და ყველაზე სარისკოები გამოვავლინოთ.
რა არის ICO და რა არის ამ პროექტების მიზანი
მონეტების საწყისი მიწოდება (ICO - Initial coin offering) არის ქრაუდფანდინგის ერთ-ერთი სახეობა, კრიპტოვალუტურ სტარტაპებში ინვესტიციების მოზიდვის სტანდარტული ფორმატი განვითარების ადრეულ ეტაპებზე. პროექტის გუნდები გვთავაზობენ ნატიურ ტოკენებს ან მონეტებს მდგრად კრიპტოვალუტებში ინვესტიციების სანაცვლოდ, რაც საფონდო ბირჟაზე IPO-ს დროს ფასიანი ქაღალდების გაყიდვის კლასიკურ პროცესს ჰგავს. მიღებული აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნას პროექტის ეკოსისტემაში, ბირჟებზე ვაჭრობისთვის, გადახდების და გაცვლის განსახორციელებლად.
თუ პროექტი ახორციელებს თავის ინოვაციურ გეგმას საგზაო რუქის მიხედვით, მაშინ მისი ნატიური აქტივის ღირებულება იზრდება და ბაზარზე მოთხოვნა მატულობს. სწორედ ამიტომ აინტერესებთ ინვესტორებს წარმატებული ICO პროექტები. თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია შეგვეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა და პოტენციური რისკების გაცნობიერება.
თითოეული ICO პროექტი თავის საქმიანობას გუნდის პრეზენტაციით, Whitepaper-ის გამოშვებით, რომელიც აღწერს სტარტაპის იდეასა და მიზნებს, ასევე საგზაო რუკით (roadmap) იწყებს.
თუ ინვესტორები, დოკუმენტების და გუნდის წევრების გაცნობის შემდეგ, პროექტს პერსპექტიულად ჩათვლიან, მაშინ ისინი ნატიურ აქტივს ყიდულობენ. მოზიდული ინვესტიციები პროექტის შემდგომ შემუშავებასა და განვითარებაზე იქნება მიმართული, რაც საგზაო რუკაში გაწერილი ნაბიჯების განხორციელებას შესაძლებელს ხდის. ასე გამოიყურება ამ პროცესის იდეალური სურათი.
თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ICO-ების უმეტესობა რეგულირებას არ ექვემდებარება, ამიტომ სახსრების ჩადებისას ინვესტორები ფრთხილად უნდა იყვნენ. იმისათვის, რომ პროექტის ლეგიტიმური და სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს მოდელის არსებობაში დარწმუნდეთ, სათანადო წინდახედულობაა უნდა გამოიჩინოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ სტარტაპი წარმატებული იყოს და არა მხოლოდ ინვესტიციების მოსაზიდად, რომ ერთ დღეს მათთან ერთად გაქრეს.
როგორ ამოვიცნოთ პოტენციურად თაღლითური პროექტები
ICO პროექტის შესაფასებლად, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გუნდის პირველ პირებს, რომლებიც ბაზარზე სტარტაპის პოპულარიზაციას უწევენ. როგორც წესი, ინვესტორებს პროექტის პირველი პირების კვალიფიკაცია, რეპუტაცია და კრიპტოინდუსტრიაში მათი გამოცდილება აინტერესებთ. ასევე ნებისმიერი ინფორმაცია თაღლითურ ქმედებებში გუნდის მონაწილეობის შესახებ.
ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკური დოკუმენტაცია და საგზაო რუკა, რომელიც უნდა შეიცავდეს პროექტის განვითარებისა და განხორციელების რეალისტურ გრაფიკს, სულ მცირე, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. Whitepaper უნდა იყოს მკაფიო და შეიცავდეს დეტალურ ახსნას პროექტის მიზნის, ჩართული ტექნოლოგიებისა და გადასაჭრელი პრობლემების შესახებ. ამ დოკუმენტების დეტალურად გაანალიზების შედეგად, ინვესტორებს შეუძლიათ უკეთ გააცნობიერონ პროექტის პოტენციალი და დაადგინონ ღირს თუ არა მასში ინვესტირება.
ასეთი პროექტების შეფასებისას მნიშვნელოვანია მარკეტინგული ფაქტორებიც. თუ პროექტი გვპირდება მაღალ ან გარანტირებულ პასიურ შემოსავალს, ან დადებს ფსონს რეფერალურ პროგრამაზე, რეფერალებს გულუხვ დაჯილდოებას ჰპირდება (პირებს, რომლებიც იწვევენ პროექტში მომხმარებლების მთელ გუნდებს), ეს პოტენციურად თაღლითურ პროექტზე მიუთითებს. თქვენ უნდა მოძებნოთ მომხმარებლების კომენტარები საინფორმაციო ფორუმებზე. პროექტის მიმართ უარყოფითი პოსტების ან საჩივრების დიდი რაოდენობა თაღლითობის ნიშნებზე მიუთითებს.
როგორ განვახორციელოთ ICO პროექტების მონიტორინგი
ICO პროექტების გაანალიზება უმჯობესია სპეციალიზებულ ანალიტიკურ პლატფორმებზე. მაგალითად, ისეთი ანალიტიკური კრიპტოვალუტური პლატფორმა, როგორიცაა CoinMarketCap, აქვეყნებს და რეგულარულად ანახლებს ICO კალენდარს. თუმცა, ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Coincheckup-ზე, Cryptorank-სა და FoundICO-ზე. ბოლო რესურსი სპეციალიზირებულია ტოკენსეილებზე და, თითოეული ICO პროექტის აღწერის გარდა, ზოგად დოკუმენტაციას, მარკეტინგს, გუნდს, პროდუქტს, ფინანსურ კომპონენტს აფასებს და ასევე საერთო რეიტინგის ქულას ითვლის (ICO ქულა). რა თქმა უნდა, თქვენ თავად უნდა შეამოწმოთ ყველა ინფორმაცია, მაგრამ FoundICO სხვებზე უკეთესად ართმევს თავს ნავიგატორის როლს ICO სამყაროში.