L'Oreal USA, Inc.-ის NYX Professional Makeup Brand -ი, Ethereum-ზე საკუთარ DAO GORJS-ს ქმნის. მსოფლიოში პირველი სილამაზის DAO, გააერთიანებს 3D მხატვრებს და მეტავერსში მაკიაჟს განავითარებს.
GORJS არის პლატფორმა, სადაც შემდგომი თაობების ავტორებისთვის, დეცენტრალიზებული სილამაზის ინკუბატორი შეიქმნება. DAO, მხატვართა საზოგადოებას ინოვაციებსა და ციფრულ მაკიაჟს აცნობს. აქ არც რაიმე უპირატესობებია ცალკეული დაინტერესებული მონაწილეებისთვის და არც შეზღუდვებია სხვებისთვის. GORJS ხელს უწყობს აღიარებული ოსტატების ნამუშევრების ნახვას და ხმის მიცემას მათი ნამუშევრებისათვის.
წყარო: gorjs.io
GORJS-ის შემქმნელების აზრით, მეტავერსში სილამაზე სამ ვეშაპზეა ბაზირებული: მრავალფეროვნებაზე, ინკლუზიურობაზე და ხელმისაწვდომობაზე. ამიტომაც, DAO-ს მიერ დაფინანსებული და გამოცემული ნამუშევრები, შესაძლოა სილამაზის ძალიან მოულოდნელ ხედვას მოიცავდეს. პროექტში მონაწილეობა შეუძლია მხატვრებს მთელი მსოფლიოდან. ერთადერთი რაც მათ უნდა გააკეთონ არის ის, რომ საკუთარი პროექტები განსახილველად გადაუგზავნონ DAO-ს. ავტორების შერჩევისას GORJS-ის გუნდი მათ სტილს, გაყიდვების ისტორიას და სხვა მრავალი კრიტერიუმს ითვალისწინებს.
რა არის FKWME Pass?
FKWME (F*ck With Me) Pass არის DAO-ს სასტარტო საშვი, საკუთრების უფლება, რომელიც გთავაზობთ პროექტის ავტორების GORJS ტოკენებსა და ეიდროპებზე წვდომას. ციფრული სილამაზის სამყაროში შესვლის ბილეთის ღირებულება ამჟამად 0,19 ETH-ს შეადგენს.
წყარო: gorjs-dao.gitbook.io
DAO 100 000 000 ტოკენის გამოშვებას გეგმავს, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
- 40% განკუთვნილია FKWME Pass და DAO NFT მფლობელებისთვის;
- 18% Creator Token Grant-ის მფლობელი ავტორებისთვის;
- 2% -ს აღმასრულებელთა რეფერალური ტოკენის მფლობელებისთვის;
- 10% დამფუძნებლების გუნდისთვის;
- 10% კონსულტანტებისთვის;
- 20% -ი დაჯავშნილი ტოკენები.
NYX-ში მომხმარებლების ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ GORJS ტოკენები არ წარმოადგენს ინვესტიციას.მათ არ მოაქვთ ფულადი სარგებელი, არ შეიძლება მათი გადაცვლა L'Oreal-ის აქციებზე და ფასიან ქაღალდებზე. ტოკენები შექმნილია მხოლოდ DAO-ს მართვისთვის, კერძოდ, ავტორების ნამუშევრების ხმის მიცემისა და NFT-ის მოპოვებისთვის თეთრ სიაში ადგილების დაჯავშნისთვის.
შეიძლება თუ არა ტოკენებით ვაჭრობა ან მათი გადაცემა ? DAO-ს ფუნქციონირების დაწყებისას ?? - არა! ტოკენების გამოყენების პირობების გადახედვა, პროექტის დეცენტრალიზაციის დონის შეფასებიდან ერთი წლის შემდეგ მოხდება.
ჩვენ, DAO-ში აქტიური ჩართულობით გვინდა, ტოკენების ფლობის სტიმულირება და არა, ტოკენების ფლობით ფასების სპეკულაციებისა და ფინანსური სარგებლის ხელშეწყობააცხადებენ დეველოპერები
DAO GORJS-ის უახლოესი გეგმებია - მხატვრების რეკრუტირება, NFT-ის პირველი კოლექციების გაშვება და ავტორებისა და მომხმარებლებისთვის ფუნქციების გაფართოება. ნოვატორული გუნდი პირობას დებს, რომ გააფართოებს ციფრული სილამაზის საზღვრებს და ყველა მსურველს, ამ სწრაფვაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს!