კრიპტობირჟა OPNX-ის ეპიკ-ფეილების მასტერკლასი
Oops!… I Did It Again. OPNX, რომელიც აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, კრიპტელების ფეისპალმებს და კრიპტობაზრის მოთამაშეების რისხვას იწვევს.
კრიპტობირჟა OPNX – შეუსრულებელი მისია?
პროექტის ამოქმედების ფარგლებში FLEX პლატფორმის ნატიური ტოკენის დარიგება შედგა. OPNX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლესლი ლემბმა (Leslie Lamb) განაცხადა, რომ კლიენტებს უკვე შეუძლიათ კრიპტოთი და ფიუჩერსებით ვაჭრობა. სასტარტო პირობები - საპარტნიორო საკომისიოს 30% და 50%-მდე ფასდაკლება FLEX-თან ვაჭრობის საკომისიოზე. ასევე გამოცხადდა გეგმები გაკოტრებული FTX, Celsius და სხვა კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ტოკენიზებული პრეტენზიებით ვაჭრობის დაწყების შესახებ. OPNX-ის ინფორმაციით, ბირჟა მიუწვდომელი იქნება რამდენიმე რეგიონის მომხმარებლებისთვის, მათ შორის კლიენტებისთვის აშშ-დან, კანადიდან და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან.
OPNX-ის გენერალურმა დირექტორმა ლესლი ლემბმა ბირჟის მომხმარებლებს მიმართა წყარო: Twitter OPNX
აღსანიშნავია, რომ ტოკენი FLEX (2023 წლის აპრილის ბოლოსთვის საბაზრო კაპიტალიზაციით თითქმის $100 მილიონი) OPNX-მა კრიპტობირჟა Coinflex-სგან მემკვიდრეობით მიიღო. Coinflex-ის გენერალურმა დირექტორმა მარკ ლემბმა (Mark Lamb) თავისი ბიზნესის განახლება გადაწყვიტა. პლატფორმის რებრენდინგისთვის, ლემბი კრიპტო ბიზნესმენებთან სუ ჩჟუსთან და კაილ დევისთან გაერთიანდა. შემდგომი მოვლენები გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო.
OPNX-ის მუშაობის ერთი თვის განმავლობაში FLEX-ის ფასი თითქმის 3-ჯერ დაეცა წყარო: CoinMarketCap
Three Arrows Capital-ის დაცემის მოკლე ისტორია
საქმე ისაა, რომ სუ ჩჟუს და კაილ დევისს ისტორიაში უკვე ჰქონდათ წარუმატებელი პროექტი - გაკოტრებული ჰეჯ-ფონდი Three Arrows Capital.
ჩჟუ და დევისი თანაკურსელები იყვნენ. ისინი სწავლობდნენ ფილიპსის აკადემიასა და კოლუმბიის უნივერსიტეტში, რის შემდეგ მცირე ხანი ბანკ Credit Suisse-ში იმუშავეს. მათი კომპანია, Three Arrows Capital, თავდაპირველად განვითარებადი ბაზრების სავალუტო დერივატივების არბიტრაჟზე იყო სპეციალიზირებული. მაგრამ, ამ სტრატეგიას ერთ დოლარზე ცენტის მხოლოდ მცირედი წილის უკუგება მოჰქონდა. 2017 წელს კომპანიის მესაკუთრეები კრიპტობიზნესმენებად გადაკვალიფიცირდნენ.
ერთი შეხედვით, საქმე კარგად მიდიოდა. 2022 წლის ზაფხულში გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე, Three Arrows-მა განაცხადა, რომ მისი სუფთა აქტივების ღირებულება 18 მილიარდი დოლარია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სხვადასხვა საკრედიტო პლატფორმიდან მიღებული არაუზრუნველყოფილი სესხები. ამის მიუხედავად, ფონდი Three Arrows მხარს უჭერდა Aave, Avalanche, Ethereum, Polkadot, Solana და სხვა კრიპტო პროექტებს. ცხადია, ჩჟუსა და დევისის საბედისწერო შეცდომა იყო ფსონის დადება LUNA ტოკენზე, რომელიც სქამი აღმოჩნდა. მათ მასში დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. Three Arrows-ის ჩამოშლამ კრიპტობაზარზე გაკოტრებების ერთგვარი ტალღური ეფექტი გამოიწვია. მაგალითად, კარგად ცნობილმა სემ ბანკმენ-ფრიდმა, FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩჟუ და დევისი Voyager Digital-ის ფინანსურ სიკვდილში და Blockchain.com-ის ბიზნესის დაკნინებაში დაადანაშაულა. Three Arrows-ის კრედიტორების დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების მოცულობამ 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
OPNX-ის წარუმატებლობა
OPNX-თან დაკავშირებით საქმე თითქმის თავიდანვე ცუდად წარიმართა. მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობამ მუშაობის პირველი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ $1,26 შეადგინა. OPNX-ში ეს ფეიკი აღშფოთებით უარყვეს. სინამდვილეში ჯამური ვაჭრობა ….$13 იყო!
შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო სასაცილო გახდა. მომდევნო ტვიტებში კრიპტობირჟამ ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა.
მოხარულები ვართ განვაცხადოთ OPNX-ზე ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ! პირველ დღეს ვაჭრობის მოცულობამ $13,64 შეადგინა. მე-5 დღეს, ის ჩინებულ $12,398-მდე გაიზარდა. ეს არის მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა 90,000%-ზე მეტით. ჩვენ წარმოუდგენლად ვამაყობთ ჩვენი გუნდის მუშაობით, - ნათქვამია OPNX-ის განცხადებაში.
ცხადია, ისეთი ცნების შესახებ, როგორიცაა „დაბალი ბაზის ეფექტი“, კრიპტობირჟაზე არ სმენიათ.
OPNX ტრანზაქციების რაოდენობის ზრდას იუწყება წყარო: Twitter OPNX
ახალბედას შემდეგი ჩავარდნა უკავშირდებოდა OPNX-ის Twitter-ზე გამოქვეყნებულ პროექტის ინვესტორთა სიას. მათ შორისაა ტაივანის ვენჩურული კომპანია AppWorks და ტრეიდინგული ფირმა Susquehanna, გლობალური სავაჭრო ფირმის, DRW-ის ვენჩურული წარმომადგენლობა, ბირჟა MIAX Group, China Merchant Bank-ის ჰონგ-კონგის ფილიალი, ჰონგ-კონგის საინვესტიციო ფონდი Token Bay Capital, ვენჩურული კომპანია Nascent და ფონდი Tuwaiq საუდის არაბეთიდან.
შედეგად, აღნიშნული კომპანიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მეტ-ნაკლებად მწვავე ფორმით უარყო OPNX-ის ინფორმაცია. კერძოდ, DRW, Nascent, MIAX და Susquehanna-მ კრიპტობირჟასთან კავშირი უარყვეს. კომპანიების ნაწილმა ამჯობინა არ გაეკეთებინა კომენტარი OPNX-ის ტვიტთან დაკავშირებით და პრესის შეკითხვებს არ უპასუხა.
კრიპტობირჟის გენერალური დირექტორის რეაქცია საკმაოდ ნერვიული იყო.
ჩვენ ვთვლით, რომ ინფორმაცია ჩვენი ინსტიტუციონალური მხარდამჭერებისა და ძირითადი სტრატეგიული პარტნიორების შესახებ უნდა იყოს სრულად გახსნილი. ფირმების მხრიდან ულამაზო საქციელია, ერთი მხრივ ფინანსურ სარგებელს ეძებდე, ხოლო მეორე მხრივ უარყოფდე კავშირს სოციალურ მედიაში ნეგატიური რეაქციის შიშით,- უსაყვედურა ლესლი ლემბმა პარტნიორებს.
თითქოს მძაფრი შეგრძენებები ლესლის ზაფხულამდე მაინც უნდა გაჰყოლოდა. მაგრამ არა, რამდენიმე დღეში ლემბმა დაწერა დიდი პოსტი მწვავე ბრალდებებით მთელი კრიპტოსაზოგადოების მიმართ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთ კვირაში ის ასობით რასისტული და სექსისტური გამონათქვამის მსხვერპლი გახდა. უამრავმა ადამიანი ის დაამცირა და მას ფიქტიური პირი უწოდეს. "გასაკვირი არ არის, რომ კრიპტობიზნესმენების მხოლოდ 4.1% არიან ქალები", - წუხდა ლესლი.
როგორც მოსალოდნელი იყო, საპასუხოდ მეწარმეს მხოლოდ თანაგრძნობის სიტყვები არ მოუსმენია. ზოგიერთმა კრიპტელმა შეახსენა ლემბს, რომ ის მუშაობს Three Arrows Capital-ის თაღლითებზე, რომლებსაც მილიარდობით დოლარის ვალი აქვთ კრედიტორების მიმართ. სხვებმა მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა ინდუსტრია, ვიდრე პროექტი OPNX სკანდალურ ისტორიებში ბოლომდე არ ჩაეფლო.
OPNX-ზე ვაჭრობის მოცულობა წყარო: CoinGecko