Poloniex სანქციებს არღვევს: ბირჟა $7.6 მილიონს გადაიხდის

ფოტო - Poloniex სანქციებს არღვევს: ბირჟა $7.6 მილიონს გადაიხდის
OFAC-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომ საქმის დახურვის პირობით, კრიპტობირჟა Poloniex ჯარიმის გადახდას დათანხმდა. მას ადანაშაულებდნენ სასანქციო რეჟიმის დარღვევაში, რომელიც გარკვეული რეგიონების (ყირიმი, სირია და ა.შ.) წინააღმდეგ მოქმედებდა.
2014 წლის დასაწყისიდან, ხუთი წლის განმავლობაში, ბირჟას ამ რეგიონების მაცხოვრებლებისთვის ვაჭრობაზე, დეპოზიტებსა და სახსრების გატანაზე წვდომა არ დაუბლოკია. მთლიანმა უკანონო ბრუნვამ $15,3 მილიონი შეადგინა, დაფიქსირდა 65 000-ზე მეტი დადასტურებული დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მომხმარებლების იდენტიფიცირების შესაძლებლობა არსებობდა.

Poloniex-მა სიტუაციის გამოსწორება სცადა და ერთი წლის შემდეგ  სანქციების აღსრულების პროგრამა აამოქმედა. თუმცა, ის არსებულ კლიენტებს არ შეხებია, IP მისამართების ახლად შემოღებულმა შემოწმებამ კი, რომლის მიზანი განსაზღვრული იურისდიქციებიდან შესვლის მონიტორინგი იყო, მხოლოდ რამდენიმე ანგარიშის დაბლოკვას შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი ბირჟის მხრიდან აშკარა დარღვევებზე მიუთითებს.
Poloniex-მა ასეთი login-ების დამატებითი შემოწმება ჩაატარა, მათ შორის დაუკავშირდა შესაბამისი ანგარიშის მფლობელს და ამ შემოწმების საფუძველზე გარკვეული ანგარიშები დახურა. Poloniex-მა ასეთი IP მისამართების დაბლოკვა მხოლოდ 2017 წლის ივნისში დაიწყო. უკრაინის ყირიმის რეგიონში მცხოვრები კლიენტების სასანქციო კონტროლი Poloniex-მა მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში შემოიღო
, - © OFAC განცხადება.
დამამძიმებელ ქმედებად OFAC მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ Poloniex-მა არ გამოიჩინა საკმარისი სიფრთხილე თავის ვალდებულებებთან მიმართებაში საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შემდეგ. ამრიგად, ბირჟამ მრავალი სასანქციო პროგრამის მთლიანობას მიაყენა ზიანი.

და მიუხედავად იმისა, რომ Poloniex-ს ინფორმაცია ნებაყოფლობით არ წარუდგენია, ჯარიმის მნიშვნელოვნად შემცირებაში კომპანიას რიგი ფაქტორები დაეხმარა. მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ ზოგადად მიყენებული ზიანი არაკრიტიკულად მიიჩნიეს, დანაშაულის ჩადენის დროს კი ბირჟა მცირე დამწყები  საწარმო იყო. გარდა ამისა, OFAC-მა დადებითად შეაფასა გამოძიებასთან თანამშრომლობა და Circle-ის მიერ Poloniex-ის შეძენის შემდეგ და ოფიციალური გამოძიების დაწყებამდე შემოღებული ცვლილებები და აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტური  პროექტები სანქციების დარღვევაზე ტრადიციული ფინანსური კორპორაციების დონეზე აგებენ პასუხს.

არსებითად, სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიებმა სანქციების აღსრულების პროგრამას საფუძველი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებისთანავე უნდა ჩაუყარონ, განსაკუთრებით, თუ სტრატეგია გლობალიზაციას ითვალისწინებს. დიახ, თითოეული კომპანიისთვის ის ინდივიდუალური იქნება, მრავალი პირობიდან გამომდინარე: ბიზნესის ტიპი, სიდიდე, სირთულე, შეთავაზებული სერვისები, მაგრამ სავალდებულო შიდა კონტროლითა და აუდიტით.