როგორ შევუქმნათ პროგრამისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან პროგრამულ უზრუნველყოფაზე ერთობლივად მუშაობის მოტივაცია. საუკეთესო მოტივაცია მატერიალური ინტერესია. ამ მიზნით პროექტი Radicle და მისი კრიპტოვალუტა RAD ამოქმედდა.
პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესი ნაწილი, რომელიც პლატფორმებზე Github და Gitlab არის განთავსებული, ღია საწყის კოდს ეფუძნება (როდესაც კოდის გამოყენებისა და კოპირებისთვის ფულს არ იღებენ, მის დახვეწაში კი არ იხდიან). პროექტის ეფექტურად განვითარებაზე დეველოპერების მიერ მუშაობის სტიმულირება შესაძლებელია, თუმცა ძალიან მოკლე ხნით.
გარდა ამისა, რეპოზიტორები Github და Gitlab ცენტრალიზებულ სერვერებზეა განლაგებული, რაც თავად დეცენტრალიზებული განვითარების იდეას ეწინააღმდეგება.
რა არის Radicle და სად იყენებენ მას?
პროექტი Radicle 4 წლის წინ ამოქმედდა და სრულიად უტილიტარულ მიზანს ისახავდა: კოდერების დაფინანსება, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების შექმნაში მონაწილეობენ. მისი დამფუძნებლები, კომპანია Monadic (გერმანია) და Radicle Foundation (შვეიცარია), პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასა და ტექნოლოგიური სექტორისთვის ვებ-გვერდების შექმნასთან მჭიდრო კავშირშია.
Radicle აგებულია იმისთვის, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი კოდის შესანახად, ერთრანგიანი ქსელი აამოქმედოს და შიდა ტოკენ RAD-ის დახმარებით მხარი დაუჭიროს დეველოპერებს, რომლებიც კოდს "ენთუზიაზმზე" წერენ.
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, Radicle utility-ტოკენის მქონე სალაროა, რომლის მეშვეობითაც frontend- და backend-დეველოპერები, არაკომერციული და კომერციული გამოყენების მიზნით, პროგრამული უზრუნველყოფის დაწერისთვის ჯილდოს იღებენ.
2021 წლიდან Radicle ბლოკჩეინ Ethereum-ზე, ქსელში მეტამონაცემების შენახვის მიზნით არის ინტეგრირებული.
რა არის კრიპტოვალუტა Radicle და სად იყენებენ მას?
RAD ERC-20-ის ფორმატის პროექტის შიდა ტოკენია. ვინაიდან Radicle-ის სამუშაო მოდელი კოლექტიურ მართვას გულისხმობს, RAD-ის მფლობელები კენჭისყრაში მონაწილეობისა და პროექტის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის უფლებას იღებენ.
RAD-ის ყველა მფლობელი Radicle DAO-შია გაერთიანებული, რომელიც ხაზინის მსგავსად მუშაობს: ავტომატურად ურიცხავს საკომისიოს მომხმარებლებს, რომლებიც სმარტ-კონტრაქტებთან ურთიერთქმედებენ და ჯილდოს უხდის მათ, ვინც ამ კონტრაქტებს ქმნის. დარიცხვა და დაქვითვა პროგრამული კოდის საფუძველზე ხდება, ამიტომ სუბიექტური ადამიანური ფაქტორი გამორიცხულია.
აღსანიშნავია, რომ საკომისიო სმარტ-კონტრაქტის ყოველი გამოყენებისთვის არ იქვითება, არამედ მხოლოდ იმისთვის, რაც პროდუქტის შემდგომ კომერციულ გამოყენებას ითვალისწინებს.
RAD-ის მფლობელებისთვის ეს საკომისიო მინიმალურია, ან საერთოდ არ არსებობს.
თუ თქვენ თავად დეველოპერი არ ხართ, მაგრამ პროგრამისტის მომსახურების საფასურის გადახდა გჭირდებათ, ან კომერციულ პროგრამულ კოდზე წვდომის ფასდაკლების მიღება გსურთ, ამის გაკეთება ტოკენ RAD-ის დახმარებით შეგიძლიათ.
მისი შეძება შესაძლებელია ბირჟებზე:
● Coinbase
● Huobi
● Gate.io
● Binance
კრიპტოვალუტა Radicle-ის მთლიანი ბრუნვა 47,2 მლნ RAD-ს შეადგენს. დღიური ბრუნვა - $127-130 მლნ. ტოკენის ამჟამინდელი ფასის - $1,7-ის ფონზე ეს მომხმარებელთა მხრიდან დიდი ინტერესის მაჩვენებელია.
მაგრამ, როგორც საინვესტიციო ობიექტი, ტოკენი RAD საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი თქვენ პროექტ Radicle-თან თანამშრომლობას გეგმავთ.