უძრავი ქონება vs. კრიპტო: სად ჩავდოთ ინვესტიცია?

ფოტო - უძრავი ქონება vs. კრიპტო: სად ჩავდოთ ინვესტიცია?
საცხოვრებელი თუ BTC? რომელია მომგებიანი ინვესტიცია?
სახლი შესანიშნავი ბაღით? თუ ცოტა კრიპტოვალუტა? რა არის თქვენი "ოფლით ნაშოვნის" ღირსი?
 
სწორედ ასეთი დისკუსია წამოიწყო ტვიტერზე ჰანიმ. გოგონა აცხადებს, რომ თავად ტრეიდერი და ინვესტორია.
 
თავის ტვიტში ის წერს: "ჩემი მეგობრებისა და კოლეგების 90% მიიჩნევს, რომ სახლის ყიდვა უკეთესი ინვესტიციაა, ვიდრე ინვესტიცია კრიპტოვალუტაში lol“.
ჰანის ტვიტი. წყარო: Twitter

ჰანის ტვიტი. წყარო: Twitter

თუმცა, ზოგიერთი მომხმარებელი დაინტერესდა, საიდან მოვიდნენ  მისი კოლეგები, თუ ის კრიპტოვალუტითაა დაკავებული. თავის მხრივ, სხვებმა მის მოსაზრებას მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ რამდენიმე ინვესტორი თავის უძრავ ქონებას კრიპტოვალუტის შესაძენად ყიდდა.
 
სწორედ მაშინ გადაწყვიტა Gagarin News-მა ამ ორი ტიპის ინვესტიციის შედარება. აღსანიშნავია, რომ ეს ანალიზი ზედაპირულია, შექმნილია მხოლოდ საილუსტრაციო და გასართობი მიზნებისთვის და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური რჩევა. ხომ არსებობს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელებამდეა გასათვალისწინებელი.

ამ მასალაში ჩვენ განვიხილავთ 2009-დან 2017 წლამდე პერიოდს -  ბიტკოინის დაარსებიდან პირველ მნიშვნელოვან აფრენამდე 2017 წელს.
 
2009 წელს აშშ-ში სახლის საშუალო ფასი 275 000 დოლარს შეადგენდა. 2017 წელს ფასმა 399 000 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 0,0009 და 20 089 დოლარი იყო.
უძრავი ქონების საშუალო ფასები აშშ-ში. წყარო: სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი

უძრავი ქონების საშუალო ფასები აშშ-ში. წყარო: სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკი

ასე რომ, 2009 წელს სახლი რომ გეყიდათ და შემდეგ, 2017 წელს  გაგეყიდათ, თქვენი მოგება 124 000 დოლარს შეადგენდა. თავის მხრივ, ბიტკოინის მომგებიანობა 20088 დოლარს უდრის.
 
ნიშნავს თუ არა ეს შედეგი, რომ უძრავი ქონება უკეთესი ინვესტიციაა, ვიდრე ბიტკოინი? სულაც არა, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ხართ, რას აკეთებთ, რა მიზნები გაქვთ და რამდენად იღბლიანი ხართ.
 
უკანდახედვით, ადვილი დასანახია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბიტკოინი 0,0009 დოლარიდან 20,089 დოლარამდე გაიზრდება. ესაა ფასი, რომელიც იმ დროისთვის, საერთო აზრით, "საპნის ბუშტი" იყო.

მაგრამ 2009 წელს ასეთი სცენარი ინსტიტუციონალური  ინვესტორისთვის ნაკლებად სავარაუდო იყო - ის მხოლოდ ვარაუდებზე იყო აგებული და, შესაბამისად, უძრავი ქონება მისთვის უფრო საიმედო ვარიანტი ჩანდა. აღსანიშნავია, რომ საუბარია მხოლოდ ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ კერძო ინვესტორს უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ კაპიტალის დაბანდების მიზნით შეეძლო. ბოლოს და ბოლოს, ჩვეულებრივ ადამიანებს სჭირდებათ თავზე სახურავი, არა?

თუ არ ხართ მდიდარი. მაშინ, დროთა განმავლობაში, თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ ღირებულების ზრდას, არამედ შეგიძლიათ მიიღოთ კარგი შემოსავალი საცხოვრებლის გაქირავებით.

გარდა ამისა, რიგ ქვეყნებში გამოიყენება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი თანხის სესხება დამატებითი უძრავი ქონების შესაძენად. ეს ასპექტიც გასათვალისწინებელია.

კერძო ინვესტორისთვის სიტუაცია გარკვეულწილად განსხვავებულია. 2009 წელს ბიტკოინის ყიდვა განსაკუთრებული დახარჯვის გარეშე ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მაგრამ შემოსავლების კუთხით ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, პირველ რიგში, განპირობებულია იმით, რომ 2009 წელი შესვლის წერტილი იყო, საბაზრო პირობები კი იმ დროს - უკიდურესად ხელსაყრელი.

ახლა სიტუაცია შეიცვალა; შესვლის წერტილი გაცილებით მაღალია, ჯილდო კი, შესაბამისად, მცირეა.
 
გარდა ამისა, არის ღირებულების მერყეობაც. უძრავი ქონების ფასები, როგორც ზემოთ მოცემულ გრაფიკზეა ნაჩვენები, ასე ხშირად არ იცვლება. ბიტკოინის ფასი კი მუდმივად იცვლება. მაგრამ ვთქვათ, გაგიმართლათ და თქვენი ფული ხელსაყრელ პირობებში ჩადეთ და ხარულ ბაზარზე მოხვდით. ამ შემთხვევაში, მოკლე დროში, დიდი ალბათობით, შეძლებთ მეტი ფულის გამომუშავებას, ვიდრე, მაგალითად, უძრავი ქონების შეძენითა და იპოთეკის დაფარვით.
ბიტკოინის ფასის ცვლილება. წყარო: Coinmarketcap

ბიტკოინის ფასის ცვლილება. წყარო: Coinmarketcap

ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თითოეული ჩვენგანი, დიდი ალბათობით, დასკვნებს  დამოუკიდებლად გამოიტანს. თუმცა, ინვესტიცია ყველა პრობლემის უნივერსალური გადაწყვეტა არ არის. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე უნდა გაითვალისწინოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს მხოლოდ საფუძვლიანი კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება და არა შემთხვევითი მედია პერსონების ბრმად დაჯერება მოგიტანთ.

იმის შესახებ, თუ რა არის NFT-მიწები და რა სახის უძრავი ქონება არსებობს  მეტავერსში, შეგიძლიათ ჩვენს თემატურ სტატიაში წაიკითხოთ.