Ripple-მა SEC-თან სასამართლო დავაზე $200 მილიონი დახარჯა
Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ კომპანიამ $200 მილიონი დახარჯა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) სარჩელისგან თავის დასაცავად. მან ეს განცხადება Dubai Fintech Summit–ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა კრიპტორეგულირების პროგრესის განსხვავებებს აშშ-ს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ევროპას შორის.
გარლინგჰაუსმა იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ აშშ კრიპტორეგულირებაში UAE-სთან და ევროპული კრიპტოაქტივების ბაზრის ბოლოდროინდელ კანონპროექტთან (MICA) შედარებით ჩამორჩება. მან გააკრიტიკა აშშ იმის გამო,რომ ის პოლიტიკას პირველ ადგილზე აყენებს და მეწარმეებს არ ურჩია აშშ-ში ბიზნესის დაწყება ნორმატიულ–სამართლებრივი გარემოს გამო. Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ამ მოსაზრებას ბევრი ამერიკული და საჯარო კომპანია დაეთანხმება.
SEC-თან სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება, Ripple-ის თავდაცვის ხარჯები კვლავ იზრდება, რაც ასახავს მიმდინარე გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან აშშ–ში მომუშავე კრიპტოსავალუტო კომპანიები.
SEC-თან სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება, Ripple-ის თავდაცვის ხარჯები კვლავ იზრდება, რაც ასახავს მიმდინარე გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან აშშ–ში მომუშავე კრიპტოსავალუტო კომპანიები.