სტეიბლკოინები 2023 წლის აუტსაიდერები არიან

ფოტო - სტეიბლკოინები 2023 წლის აუტსაიდერები არიან
2023 წლის პირველ კვარტალში დათვურმა ტრენდმა თანდათანობით მილევა დაიწყო. ბულრანი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ უკვე გამოჩნდა შუქი გვირაბის ბოლოს. ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება CoinGecko-ს შემაჯამებელი ანგარიშიდან 2023 Q1 Crypto Industry Report.
გასული წლის მეოთხე კვარტლის (ანუ 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) შედეგების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანმა კაპიტალიზაციამ 831,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბაზრიდან დათვების განდევნამ გამოიწვია კაპიტალიზაციის ზრდა 1,238 ტრილიონ დოლარამდე. მაგრამ, ხარების მოსვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია: ბაზარმა მხოლოდ 2022 წლის შემოდგომის ვარდნის კომპენსირება მოახდინა და ჯერჯერობით ფეთქებადი ზრდა არ ყოფილა.

დღიური ვაჭრობის მოცულობა საშუალოდ 30%-ით გაიზარდა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ დროს ეს მაჩვენებელი, პირიქით, სტაბილურად უარყოფით ტენდენციას ავლენდა (33%-ით უარესი, ვიდრე წინა კვარტალში იყო). ასე რომ, ვაჭრობის დინამიკა ძალიან დამაიმედებლად გამოიყურება.

სპოტის დინამიკა

2023 წლის იანვარ-მარტში მსოფლიოში ტოპ 10 კრიპტობირჟამ აჩვენა $2.8 ტრილიონის სპოტური ვაჭრობის მთლიანი მოცულობა, რაც 18%-ით აღემატება მეოთხე კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ თვიდან თვემდე სპოტი, საშუალოდ, 0,5 ტრილიონი დოლარით იზრდება.

ეს კარგი ამბავია კრიპტოს მფლობელებისთვის და ტრეიდერებისთვის. მაგრამ, ის მაინც უნდა გაიზარდოს ადრინდელ ნიშნულამდე: სპოტური ვაჭრობის მოცულობას პირველ კვარტალში არ მიუღწევია თვეში 1 ტრილიონ დოლარისთვის, როგორც ეს, მაგალითად, 2022 წლის დასაწყისში იყო.

საინტერესოა, რომ ცენტრალიზებული კრიპტობირჟები აშკარად ჩამორჩებიან DEX-ს ზრდის ტემპებით. ამ უკანასკნელს კვარტალური ზრდა 33%-ზე მეტი ჰქონდა, CEX-ის 16.9%-თან შედარებით.

ლოდერი BTC

ახლა, როდესაც ნათელია ბაზარზე არსებული ზოგადი მდგომარეობა, შეგვიძლია განვიხილოთ ცალკეული პროექტების პოზიციები. დავიწყოთ მძიმეწონიანი ბიტკოინით (საბაზრო კაპიტალიზაცია - $521,5 მილიარდზე მეტი). ის, რომ BTC კრიპტობაზრის ლიდერია, საიდუმლო არ არის, მაგრამ ამჯერად ის სხვა აქტივებს ზრდის დინამიკითაც უსწრებს.
აქტივების ძირითადი კლასების ჯამური ზრდა ახლოსაც ვერ მიდის BTC-ის ზრდასთან. წყარო: CoinGecko 2023 Q1 Crypto Industry Report.

აქტივების ძირითადი კლასების ჯამური ზრდა ახლოსაც ვერ მიდის BTC-ის ზრდასთან. წყარო: CoinGecko 2023 Q1 Crypto Industry Report.

შედარებისთვის, ოქროს ზრდამ 2023 წლის პირველ კვარტალში 8,4% შეადგინა 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერთან შედარებით, NASDAQ - პლუს 15,7%, აშშ-ს სახაზინო ობლიგაციები + 4,1%. ბიტკოინი ამ სამეულის ფონზე მონსტრს ჰგავს თავისი +72%-იანი ზრდით.
 
ბიტკოინის ფასმა  იანვარში სტარტი $16,540-დან აიღო და კვარტალი 28,516$-ის მაქსიმუმით დაასრულა. ეს არის დონე, რომელიც არ დაფიქსირებულა 2022 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ბაზარმა დაიწყო ჩამოშლა Terra-ს კრახის შემდეგ.

DeFi ეკოსისტემა და NFT

2023 წლის პირველ კვარტალში ეკოსისტემა DeFi 65,2%-ით გაიზარდა. ეს გაფართოება ნიშნავს, რომ სექტორმა გამოიმუშავა 29,6 მილიარდი დოლარის მოგება, რაც დიდწილად განაპირობეს ლიკვიდური სტეიკინგის  მართვის ტოკენებმა. კერძოდ, Ethereum Shapella-ს განახლების შემდეგ, ასეთი ტოკენების საბაზრო კაპიტალიზაცია იანვარ-მარტში შთამბეჭდავი 210.9%-ით გაიზარდა.

ინფორმაცია NFT-ის შესახებ წარმოუდგენლად წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, გვაქვს უამრავი პუბლიკაცია NFT-ის ბაზრის წილის თითქმის ნულამდე დაცემის შესახებ. მეორე მხრივ, CoinGecko იტყობინება ბაზრის 68%-იანი ზრდის შესახებ (4,5 მილიარდ დოლარამდე) 2023 წლის პირველ კვარტალში. Blur-ისა და OpenSea-ს ერთობლივი წილი ვაჭრობის მოცულობაში 52,8%-დან (2022 წლის დეკემბერში) 71,8%-მდე გაიზარდა (2023 წლის მარტში), თუმცა იმავე პერიოდში OpenSea-ის წილი 29,3%-დან 21,7%-მდე შემცირდა. ასე რომ, Blur-მა მაინც მოახერხა კონკურენტის თანდათანობით ჩაჩოჩება NFT-კვარცხლბეკიდან.
TOP 6 NFT მარკეტპლეისი. წყარო: CoinGecko 2023 Q1 Crypto Industry Report

TOP 6 NFT მარკეტპლეისი. წყარო: CoinGecko 2023 Q1 Crypto Industry Report

მთავარი დამარცხებული: სტეიბლკოინები

სტეიბლკოინები გახდა კრიპტობაზრის ერთადერთი სეგმენტი, რომელმაც აჩვენა საბაზრო კაპიტალიზაციის ვარდნა.

15-მა წამყვანმა სტეიბლკოინმა ერთობლივად დაკარგა 4.5% (6.2 მილიარდი დოლარი). პირველ რიგში, ანალიტიკოსები ასეთ დინამიკას Binance USD-ის (BUSD) გამოშვების შეწყვეტას უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ აშშ დოლარით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინ BUSD-ის ემისია Binance-თან პარტიორობით, ბლოკჩეინ სტარტაპ Paxos-მა განახორციელა ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური მომსახურების სამმართველოდან (NYDFS) ნებართვის მიღების შემდეგ. მაგრამ, 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) Paxos-ს გაფრთხილების წერილი გაუგზავნა (Wells). მოგვიანებით Paxos-ი გახდა NYDFS-ის გამოძიების ფიგურანტი.
BUSD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვის განმავლობაში. წყარო: CoinMarketCap.

BUSD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვის განმავლობაში. წყარო: CoinMarketCap.

და მეორეც, სტეიბლკოინების საბაზრო კაპიტალიზაციაზე უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინა USD Coin-ის (USDC) მოკლევადიანმა დეპეგმა, რომელიც ასოცირდება IT პროექტების დაფინანსებით დაკავებული SVB ბანკის ჩამოშლასთან.
USDC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვის განმავლობაში. წყარო: CoinMarketCap.

USDC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვის განმავლობაში. წყარო: CoinMarketCap.

მეორე მხრივ, Tether-მა (USDT), რომელიც უმსხვილესი სტეიბლკოინია, კიდევ უფრო გააძლიერა თავისი პოზიცია, გაზარდა საბაზრო კაპიტალი 20.5%-ით 13.6 მილიარდ დოლარამდე. ხოლო USDC-მ და BUSD-მ დაკარგეს შესაბამისად 26.9% და 54.5% და გააუფასურეს 2022 წლის ყველა მიღწევა.
USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვის განმავლობაში.წყარო: Coin Market Cap.

USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 3 თვის განმავლობაში.წყარო: Coin Market Cap.

სტეიბლკოინის სეგმენტში გაურკვეველი სიტუაციის ფონზე, აშშ-ს სენატმა მოამზადა დოკუმენტი სახელწოდებით „გადახდის სტეიბლკოინი: ფულისა და საბანკო საქმიანობის მომავალი“. როგორც ჩვენ უკვე ვწერდით, კანონპროექტი მნიშვნელოვნად ამკაცრებს რეგულაციებს და არის სენატის საბანკო და საფინანსო კომიტეტის ერთწლიანი გამოძიების შედეგი.