Stepn-ში უკვე Apple Pay-ის მეშვეობით NFT-ს შეძენა შეიძლება

icon GMT
icon NFT
ფოტო - Stepn-ში უკვე Apple Pay-ის მეშვეობით NFT-ს შეძენა შეიძლება
Stepn-მა, ბლოკჩეინის მიერ მხარდაჭერილმა ავსტრალიურმა ფიტნეს-აპლიკაციამ, კრიპტოვალუტების სამყაროში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. აპლიკაციამ, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტებით აჯილდოვებს, განაცხადა, რომ მის მომხმარებლებს ახლა პირდაპირ აპლიკაციის ფარგლებში შეუძლიათ Stepn-ის ციფრული აქტივების ყიდვა და გაყიდვა, ხოლო გარე სავაჭრო მოედანზე გადასვლა აუცილებელი აღარ არის.
ეს ბლოკჩეინის აპლიკაციებსა და Apple-ის iPhone-ს შორის თავსებადობის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინსვლას ნიშნავს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინტერვიუში Stepn-ის მთავარმა ოპერატორმა  შიტი მანგჰანიმ განაცხადა, რომ ეს არის ძალიან, ძალიან დიდი ნაბიჯი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კრიპტოვალუტაში ხდება.

კიდევ ერთი საინტერესო მოვლენაა, რომ Stepn-ში ინტეგრირებულია ფუნქციონალურობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ციფრული აქტივები ტრადიციული სადებეტო და საკრედიტო ბარათებით შევიძინოთ, რომლებიც Apple Pay-თან არის დაკავშირებული.

ისტორიულად ჩამოყალიბდა, რომ Apple გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ბლოკჩეინის დანერგვას App Store-ის მკაცრი წესების გამო. ამ წესებში აპლიკაციების დეველოპერების მიერ ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლის 30%-ზე უარია თქმაც შედის. თუმცა, Stepn-ის ახალი ნაბიჯი  ამ მიდგომის შესაძლო ცვლილებას ნიშნავს.

Axie Infinity-ისგან განსხვავებით, რომლის ინტეგრაცია Apple-ის App Store-ში თამაშის NFT მარკეტპლეისის ნებისმიერი ხსენების ან ბმულის წაშლას მოითხოვდა, Stepn საშუალებას მისცემს  კლიენტებს, რომ ციფრული NFT- ბოტასები პირდაპირ აპლიკაციაში შეიძინონ თამაშის შიდა კრედიტების გამოყენებით. შემდეგ ამ კრედიტების ციფრულ აქტივებზე გაცვლაა შესაძლებელი, რომელთა ყიდვა ან გაყიდვა  Stepn-ის მარკეტპლეისზე კრიპტოვალუტით შეიძლება. და ეს ყველაფერი აპლიკაციაში.

მაღალი, 30-პროცენტიანი საკომისიოს მიუხედავად, რასაც  Apple ყველა აპლიკაციის შიდა ტრანზაქციისთვის ითხოვს, მანგჰანი Apple-ის ეკოსისტემიდან ახალი მომხმარებლების მოზიდვის პოტენციალს აფასებს, როგორც ძალზე მომგებიანს და მასზე უარის თქმას არ გეგმავს. ის აღიარებს, რომ Apple-თან შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იყო, მას ბევრი-ბევრი უარის გადალახვა მოუწია და ბევრი უძილო ღამეც ჰქონდა, მაგრამ ის ასევე ხაზს უსვამს, რომ Apple-თან ერთობლივი მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც აპლიკაციამ შეძლო.

Satoshi Labs-ის მიერ 2021 წელს შექმნილი აპლიკაცია Stepn  მილიონობით ჩამოტვირთვისა და მომხმარებლის აქტივობის ჯილდოებით ამაყობს: უნიკალური NFT-ბოტასები ტოკენების გენერირებას ახდენენ სიარულისთვის, ძუნძულისთვის ან სირბილისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Stepn-ში ბოლო პერიოდში ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების კლება დაფიქსირდა, კომპანია იმედოვნებს, რომ Apple-თან ინტეგრაცია  ამ მაჩვენებლებს  გაზრდის.
წარსულში Stepn-ს მხარს უჭერდნენ ისეთი ინვესტორები, როგორებიცაა Sequoia Capital India, Alameda Research და ParaFi Capital-ის ყოფილი პარტნიორი სანტიაგო სანტოსი.

GC
GN Crypto
ავტორი