Tether კვლავ FUD-ს ებრძვის

icon USDT
ფოტო - Tether კვლავ FUD-ს ებრძვის
The Wall Street Journal-ის ახალი გამოძიების მიხედვით, 2018 წლის ბოლოს, Tether და მისი ზოგიერთი პარტნიორი საერთაშორისო საბანკო სისტემაზე წვდომის შენარჩუნებას ყალბი კომპანიების გამოყენებით და დოკუმენტების გაყალბებით ცდილობდნენ.
Tether-ის საბანკო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები 2017 წელს დაიწყო, როდესაც ამერიკულმა ბანკმა WFC, რომელსაც  ტაივანში ფილიალი აქვს, კუნძულზე Tether-ის ტრანზაქციების დამუშავება შეწყვიტა. კომპანიამ სასამართლოში უჩივლა და სარჩელში აღნიშნა, რომ ტრადიციულ საბანკო სისტემაზე წვდომის დაკარგვა მის არსებობას საფრთხეს უქმნის. სარჩელი მალევე უკან გაიწვიეს, სტრატეგიის მიმართულების დირექტორმა კი მომხმარებლები და ინვესტორები დაამშვიდა  და განაცხადა, რომ Tether  გამოსავალს ყოველთვის პოულობს.

WSJ-ის ცნობით, Tether უკვე დიდი ხანია იყენებს ბიზნესის კეთების უკანონო მეთოდებს, რაც იწვევდა სახსრების დაკარგვას, აქტივების დაყადაღებასა და შესაძლო კავშირებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. აი, ზოგიერთი მაგალითი:

1. ტაივანში Tether ხსნიდა ახალ ანგარიშებს კომპანიაზე Hylab Holdings Ltd. ის Hylab Technology-ის აღმასრულებელი დირექტორის, კრის ლის მინდობითი მართვის ქვეშ იმყოფებოდა. ამრიგად, Tether თავის ანგარიშებს სხვა კომპანიის სახელის მიღმა მალავდა.

2. თურქეთში კომპანია Deniz Royal Dis Ticaret Limited Sirketi-ის სახელზე შეიქმნა ანგარიში, რომელსაც Bitfinex და Tether, სავარაუდოდ, აშშ-ში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციის ფულის გათეთრებისთვის იყენებდნენ. ამ ანგარიშის მეშვეობით 80 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა. თანხის ნაწილი კონფისკაციას დაექვემდებარა, ხოლო საქმის გამოძიება დახურულ რეჟიმში გრძელდება.

3. Tether-თან დაკავშირებულმა ბირჟამ Bitfinex, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, გადარიცხა 1 მილიარდ დოლარზე მეტი Crypto Capital Corp.-ის ანგარიშზე, რომელიც საბანკო ანგარიშების შესაქმნელად ყალბ კომპანიებს იყენებდა. კრიპტოვალუტური ბიზნესისთვის გადარიცხვებს ისინი ლიცენზიის გარეშე ამუშავებდნენ. ახლა Crypto Capital გაკოტრებულია, მისი სახსრები კი აშშ-ისა და ევროპის ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშია ამოღებული. Bitfinex-მა განაცხადა თაღლითობის შესახებ და თანხების დაყადაღებას კვლავ ებრძვის.

4. Signature Bank-ში ორი დახურული ანგარიშის შემდეგ, Tether-ისა და Bitfinex-ის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა ამ ბანკის გამოყენების მცდელობები არ შეწყვიტეს. კომპანიამ AML Global (საავიაციო საწვავის ბროკერმა) წარადგინა განაცხადი კრისტოფერ ჰარბონის მიერ მართული ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ არ მიუთითა, რომ ის იყო Tether-ის აქციონერი სხვა სახელით. მცირე აქტივობის შემდეგ, Signature Bank-მა კომპანიის ანგარიში დახურა, რადგან ოპერაციები ხორციელდებოდა ბირჟა Bitfinex-თან, და არა Kraken-თან, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო მითითებული

5. მსხვილი სავაჭრო კომპანია ჩინეთიდან, Tether-ის პარტნიორი, ყალბ კონტრაქტებს იყენებდა. Tether-ის ერთ-ერთმა მფლობელმა  ამ დოკუმენტებს ხელი მოაწერა, მაგრამ პარტნიორებს ამგვარი ქმედებების რისკზე მიუთითა და ასეთ მცდელობებზე უარის თქმის რეკომენდაციით გამოვიდა.

აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს ამ მონაცემებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. თავად Tether-მა მანამდე განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ რაიმე გამოძიება არ მიმდინარეობს.

Tether-ის რეაქცია

Tether-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ WSJ აქვეყნებს მოძველებულ და სრულიად არაზუსტ ბრალდებებს და კომპანია ყოველთვის თანამშრომლობდა სამართალდამცავ ორგანოებთან მთელ მსოფლიოში ფინანსური დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, KYC-ის, AML-ისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების შესაბამისად.
ეს უსამართლო თავდასხმები არ მოგვაცდენს ამ ძალისხმევის გაგრძელებისა და ყველაზე ლიკვიდური და საიმედო სტეიბლკოინების მიწოდებისგან. ბაზარმა ცალსახად აღიარა ისინი, როდესაც დარგის ლიდერებად გვაქცია
, - © Tether-ის ოფიციალური განცხადება.
პაოლო არდოინო, რომელიც Tether-ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებს, განზე არ გადგა და გამოძიებას ტვიტერზე უფრო დამცინავი ფორმით გამოეხმაურა:
მე ვიმყოფები Plan B-ს იუბილეზე ლუგანოში. როდესაც სცენაზე გამოვდიოდი, კლოუნის საყვირები გავიგე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს WSJ იყო. როგორც ყოველთვის, ბევრი დეზინფორმაცია და უზუსტობა. საწყალი ბავშვები, ალბათ ისინი რთულ ვითარებაში არიან, მაგრამ უკეთესი მედიაა საჭირო