The Graph — პროექტის და მისი ტოკენის, GRT-ის მიმოხილვა

icon GRT
icon DATA
ფოტო - The Graph — პროექტის და მისი ტოკენის, GRT-ის მიმოხილვა
The Graph — არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც ბლოკჩეინ-ქსელებიდან მიღებული მონაცემების ინდექსირებისთვის შეიქმნა. ის აუცილებელ ინფორმაციაზე სწრაფი წვდომის შესაძლებლობას იძლევა ისევე, როგორც ამას აკეთებს საძიებო სისტემა Google, ოღონდ Web3 სამყაროში.
პროექტი დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან და გამოაქვეყნონ ღია API. ისინი ცნობილია როგორც სუბგრაფები, რომლებიც ახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას (ინდექსირებას) და ხელს უწყობენ ინფორმაციის მოპოვების პროცესს დეცენტრალიზებული აპლიკაციებიდან ან სმარტ-კონტრაქტებიდან. ასეთი ინფორმაციის მაგალითია ვაჭრობის მოცულობა DEX პლატფორმაზე.
პროექტ The Graph-ის მუშაობის სქემა წყარო: thegraph.com

პროექტ The Graph-ის მუშაობის სქემა წყარო: thegraph.com

დამფუძნებლები და ინვესტორები

The Graph დაარსდა 2018 წელს გამოცდილი ინჟინრებისა და დეველოპერების გუნდის მიერ, რომლებიც გატაცებულები იყვნენ Web3 ტექნოლოგიებით. ესენი არიან იანივ ტალი, ბრენდონ რამირესი და ჯანის პოლმანი. მათი ხედვა ბლოკჩეინის გარემოდან მიღებული მონაცემების ანალიზისთვის ეფექტიანი გადაწყვეტილების შექმნაში მდგომარეობდა.

პროექტმა ვენჩურული ფონდებიდან  55 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო.  ეს ფონდებია Tiger Global Management, Coinbase Ventures, Multicoin Capital, Digital Currency Group და სხვა. ასევე 2020 წელს  GRT ტოკენის სამი ICO გაიმართა, რამაც ჯამში $24.7 მილიონი შეადგინა.

როგორ მუშაობს The Graph?

The Graph პროტოკოლის მომხმარებლები იღებენ საჭირო ინფორმაციას და იხდიან საკომისიოს GRT ტოკენებით. პროტოკოლი მუშაობს მონაწილეთა დეცენტრალიზებული ქსელის მეშვეობით, რომლებსაც ქვეგრაფების მხარდაჭერასა და შენარჩუნებაში სხვადასხვა როლი აქვთ. ეს როლები ქვემოთ არის ჩამოთვლილი.

  • ინდექსატორები არიან ნოდების ოპერატორები, რომლებიც გარკვეული რაოდენობის ინფორმაციის ინდექსირებას ახორციედლებენ და  ამისათვის GRT ტოკენებში  ჯილდოს იღებენ.  ისინი ინახავენ დამუშავებულ მონაცემებს ქვეგრაფებში, რაც მათ მოთხოვნისთვის  ხელმისაწვდომს ხდის. იმისათვის, რომ გახდეთ ინდექსატორი, თქვენ უნდა დაბლოკოთ 100 ათასი GRT, მაგრამ ამ ტოკენების მიღება დელეგატორებისგან არის შესაძლებელი.
  • დელეგატორები ინახავენ სტეიკინგში GRT ტოკენებს ინდექსატორებისთვის, რათა ხელი შეუწყონ ქსელის უსაფრთხოებას და მიიღონ ჯილდოს წილი იმ საძიებო მოთხოვნებისთვის, რომელთა დამუშავება ხდება ინდექსატორების მიერ.
  • კურატორები. ისინი პასუხისმგებელნი არიან ინდექსირებული ქვეგრაფების არჩევაზე. ამისათვის მათ უნდა განათავსონ GRT ტოკენები არჩეულ ქვეგრაფში და ამ გზით შეტყობინება გაუგზავნონ ინდექსატორებს. კურატორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პრიორიტეტების განსაზღვრაში და იღებენ საკომისიოს ნაწილს დამუშავებული მოთხოვნებისთვის.
პროტოკოლ The Graph-ის მონაწილეები წყარო: thegraph.com

პროტოკოლ The Graph-ის მონაწილეები წყარო: thegraph.com

რა არის GRT?

GRT არის The Graph პროექტის utility-ტოკენი. ის აუცილებელია ნოდების შესაქმნელად, დამუშავებული მოთხოვნების საფასურის გადასახდელად. GRT ასევე ჯილდოა მათთვის, ვინც პროტოკოლის მუშაობაში მონაწილეობს. გარდა ამისა, ეს არის მმართველობის ტოკენი, რომელიც  მის ჰოლდერებს ხმის მიცემის უფლებას ანიჭებს.

GRT-ის ემისია შეზღუდული არ არის, რადგანაც ტოკენს ფიქსირებული ინფლაცია გააჩნია, რომელიც  წელიწადში 3%-ს შეადგენს. ამასთანავე, პროექტს ტოკენის დაწვის მექანიზმი აქვს, რომელსაც შეუძლია GRT დეფლაციური გახადოს პროტოკოლის აქტიურად გამოყენების შემთხვევაში. ამჟამად მიმოქცევაშია დაახლოებით 8,9 მილიარდი ტოკენი ჯამური მიწოდებიდან, რომელიც 10,6 მილიარდ GRT -ს შეადგენს.

მიმდინარე სიტუაცია და პერსპექტივები

პროტოკოლს The Graph შეუძლია მონაცემების ინდექსირება Ethereum ქსელში, მაგრამ ბეტა-ვერსიაში ის მხარს უჭერს ბლოკჩეინების უფრო ფართო სპექტრს. მათი სია შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაში იხილოთ. იმ პროექტების რიცხვში, რომლებიც  The Graph იყენებს, ასევე შედის Messari, Snapshot, Sushi და Lido.
პროტოკოლები, რომლებიც The Graph-ს მხარს უჭერენ წყარო: thegraph.com

პროტოკოლები, რომლებიც The Graph-ს მხარს უჭერენ წყარო: thegraph.com