The LoveChain: სოციალური ქსელი, რომელიც კონტენტს NFT-ებად აქცევს

icon PEOPLE
icon JST
icon NFT
ფოტო - The LoveChain: სოციალური ქსელი, რომელიც კონტენტს NFT-ებად აქცევს
სოციალური ქსელები უკვე დიდი ხანია მხოლოდ კომუნიკაციის პლატფორმები აღარ არის. სულ უფრო ხშირად, მომხმარებლები ცდილობენ, კონტენტის მონეტიზაცია მოახდინონ და თავისი ანგარიშის შემოსავლის წყაროდ აქციონ. ამ მხრივ, Web3 ქსელები წარმატებით უწევს კონკურენციას ტრენდულ Instagram-სა და TikTok-ს.
The LoveChain ავსტრალიური სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს სოციალური ქსელის თვისობრივად ახალ დონეს უჩვენებს. მისი შემქმნელები პროექტს social media მომავალს უწოდებენ. The LoveChain-სა და კლასიკურ Web2 აპლიკაციებს შორის პრინციპული განსხვავება არის გამოქვეყნებული კონტენტის NFT-ად ტრანსფორმაცია ციფრული ხელოვნების ნიმუშებზე საკუთრების უფლების დაფიქსირებითა და შემდგომი მონეტიზაციის შესაძლებლობით.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

LoveChain აპლიკაციის ბეტა ვერსია 2022 წელს ამოქმედდა. დეველოპერების ძალისხმევა მიმართული იყო სოციალურ ქსელებში ციფრული ხელოვნების პოპულარიზაციასა და NFT-ების შექმნის პროცესის შეცვლაზე. იმის გათვალისწინებით, თუ რა სირთულეებს აწყდებიან Web2-ის მომხმარებლები სპეციალიზებულ პლატფორმებზე, The LoveChain სხვადასხვა ტიპის კონტენტის არაჩანაცვლებად ტოკენებად გარდაქმნის ტექნოლოგიის მაქსიმალურად გამარტივებას სთავაზობს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

სოციალური ქსელის წევრებმა მხოლოდ შეტყობინება უნდა ატვირთოთ და პოსტის პარამეტრებში მიუთითონ „Create NFT“. ამის შემდეგ, კონტენტი ტრანსფორმირდება ხელოვნების ციფრულ ნაწარმოებებად, რომლებითაც შესაძლებელია დაუყოვნებლივ ვაჭრობა პროექტის საკუთარ მარკეტპლეისზე. მომხმარებელს დამატებითი ტექნიკური ცოდნა და უნარები არ მოეთხოვება.

LoveChain ტოკენები

პროექტის განუყოფელი ელემენტები LOV და LOVR ტოკენებია.

LOV შეზღუდული ემისიის მქონე, მართვის ტოკენია. დეველოპერები მხოლოდ 535 მილიონი მონეტის გამოშვებას გეგმავენ, რომელთა მფლობელებს მათი გამოყენება არა მხოლოდ ვაჭრობისთვის, არამედ საზოგადოების შიგნით კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად შეეძლებათ.

LOVR ჯილდო ტოკენია. საერთო ჯამში, გამოიცემა 8 მილიარდი მონეტა, რომლებიც კონტენტის შექმნისა და გავრცელების აპლიკაციის მომხმარებლებს შორის გადანაწილდება. საზოგადოების წევრებს ასევე სთავაზობენ, გაცვალონ LOVR ტოკენებით ფასდაკლებაში The LoveChain პარტნიორი კომპანიებისგან.

აპლიკაციის შიგნით LOVR-ის მიღების კიდევ ერთი საშუალება არის რეკლამის განმთავსებლებისთვის პერსონალურ მონაცემებსა და პრეფერენციებზე წვდომის უზრუნველყოფა. როგორც ყველა ნორმალური Web3 პროექტი, The LoveChain იცავს მომხმარებლების კონფიდენციალურ ინფორმაციას Algorand-ის ბლოკჩეინზე. მაგრამ სურვილის შემთხვევაში, საზოგადოების წევრებს შეუძლიათ,  შეცვალონ პარამეტრები და გაუზიარონ მონაცემები რეკლამის განმთავსებლებს, სანაცვლოდ კი ჯილდო ტოკენები მიიღონ.

2023 წლის გეგმები

ამჟამად, პროექტში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის ადრეული წვდომის მოლოდინის სიაში უნდა ჩაეწეროთ. დეველოპერები გპირდებიან, რომ ეს საინტერესო იქნება. მიმდინარე 2023 წლისთვის, „ბოჰემის, კოლექციონერებისა და ტექნიკოსების“ სტარტაპს აქვს ჭეშმარიტად გლობალური გეგმები:

  • პირველ კვარტალში მოსალოდნელია მობილური აპლიკაციის ამოქმედება App Store-სა და Google Play-ში;
  • მეორე კვარტალში, მომხმარებლის ტესტირების შედეგების მიხედვით, აპლიკაციას დაემატება განახლებები და დამატებითი ფუნქციები;
  • მესამე კვარტალი იქნება NFT მარკეტპლეისის ამოქმედებისა და LOVR ტოკენის ოფიციალური რეგისტრაციის პერიოდი;
  • მეოთხე კვარტალში The LoveChain პროდუქტების სრული ამოქმედება მოხდება.

სტარტაპის დამფუძნებლები დარწმუნებულები არიან: ისინი ქმნიან რევოლუციურ „სოციალურ აპლიკაციას, რომელსაც უყვარხართ“. ასეა თუ არა ეს, ძალიან მალე შევამოწმებთ.