The Wolf of Wall Street NFT: ინვესტიცია თუ უბრალოდ გართობა?

icon NFT
icon FOR
ფოტო - The Wolf of Wall Street NFT: ინვესტიცია თუ უბრალოდ გართობა?
NFT-მარკეტპლეისმა, LALA-მ დააანონსა ციფრული კოლექციის შექმნა ცნობილი ფილმის „უოლ-სტრიტის მგელი“-ს მიხედვით და არაჩანაცვლებადი ტოკენების ყველა მფლობელს პასიურ შემოსავალს დაჰპირდა.
ოფიციალური პარტნიორობა კინორეჟისორებთან LALA-ს საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას იბრძოლოს ავტორების ინტელექტუალური საკუთრების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ შეტყობინებების მეშვეობით, რომელთა დამუშავება სპეციალური  იურიდიული გუნდის მიერ მოხდება. ამგვარად, პროექტი ცდილობს მონაწილეობა მიიღოს კინოინდუსტრიაში და გამოიმუშაოს თანხები, რომლებსაც ყოველ ექვს თვეში ერთხელ  NFT მფლობელებს შორის გადაანაწილებს.
როგორც LALA-ს გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, მოხარული ვარ მოგზაურობა დავიწყო ამ გავლენიანი თანამედროვე კლასიკით, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი დამოუკიდებელი ფილმია.
– © ჰირამ ვასკესი, LALA-ს გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი.
თვითნასწავლი მხატვრის, მეთის საჯარო გაყიდვები  20 ივნისს დაიწყება, უფასო NFT მფლობელების კერძო შესყიდვების შემდეგ (მხოლოდ საკომისიო გადასახადს იხდიან). ტოკენი არის ცალკე საკოლექციო ციფრული საგანი, რომლის დაბეჭდვა, სურვილის შემთხვევაში, LALA-ს საქონლის მაღაზიაშია  შესაძლებელი.

თავად კოლექცია NFT-ის სამი ვერსიისგან შედგება, იშვიათობის სხვადასხვა ხარისხით (საერთო, შეზღუდული და სარეჟისორო). ისინი განსხვავდება ფასით, ეგზემპლიარების  რაოდენობით, მხატვრული გაფორმებით, შემოსავლის პროცენტით და სხვადასხვა ფიზიკური უპირატესობებით (უნიკალური პროდუქტები, ფასდაკლებები, დახურული ღონისძიებები). დეველოპერები ასევე გვპირდებიან, რომ მფლობელებს ჩართავენ LALA-ს დაჯილდოების სისტემაში, რაც მათ მომავალ გაყიდვებზე პრიორიტეტულ წვდომას მისცემს. მაგრამ ჯილდოების უმეტესობა ერთბაშად არ ჩაირიცხება, არამედ ხელმისაწვდომი გარკვეული დროის განმავლობაში გახდება.

ამ კოლექციის შესაქმნელად მარკეტპლეისმა შეთანხმება გააფორმა პერუელ მხატვარ პაოლო ტორესთან. ის ცნობილია პოპ სურრეალისტური კოლაჟებით და თანამშრომლობით ბევრ გლობალურ ბრენდთან. NFT-ის დახატვისას მხატვარმა გამოიყენა ფილმის პირველი ნაწილი - ჯორდან ბელფორტის ცხოვრების ადრეული ეტაპი (მთავარი გმირის პროტოტიპი).
ეს კოლექცია ეძღვნება ფილმის პირველ ნაწილს, სანამ ჯორდანი გახდებოდა „უოლ სტრიტის მგელი“ , მაგრამ მე შთაგონებული ვიყავი მთელი ფილმით და და იმით რამდენად ქაოტური და სასაცილო იყო ის. სამი ნამუშევარი წარმოადგენს გადასვლას სავაჭრო ბიზნესის მთელი სიგიჟის არცოდნიდან საკუთარი კომპანიის შექმნამდე.
– © პაოლო ტორესი, მხატვარი.
LALA NFT-ის მთელი კონცეფცია ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე არსებული ციფრული კოლექციების დიდი უმრავლესობა, რომელიც გვთავაზობს მართლაც საინტერესო ინტერაქციას ჩვენს საყვარელ ფილმებთან. გულშემატკივრები ან პასუხისმგებლიანი ადამიანები შეძლებენ გამოიმუშაონ ფული საავტორო უფლებებისთვის ბრძოლაში  სხვადასხვა ბონუსების მიღებით. თუმცა, თუ დეველოპერები მაღალ საწყის ფასს დაადგენენ, ხოლო თავად იდეა არ იმუშავებს, მაშინ ეს კოლექცია მხოლოდ გასართობად დარჩება.