ტოპ-3 მობილური აპლიკაცია საინვესტიციო პორტფელის კონტროლისთვის
ნებისმიერ ინვესტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი საინვესტიციო პორტფელი, ასე ვთქვათ, „გზადაგზა“, მობილურად, კომპიუტერთან ან მუდმივ სამუშაო ადგილთან მიბმის გარეშე აკონტროლოს. ამისთვის გამოგადგებათ სპეციალიზირებული მობილური აპლიკაციები, რომელთაგან ბევრი სპეციალურად ციფრული აქტივებისთვის არის განკუთვნილი.
Delta Investment Tracker
ჩამოტვირთვების რაოდენობა: >1 მლნ
შეფასება: 4,7
შეფასება: 4,7
ეს აპლიკაცია შექმნილია პროფესიონალი ინვესტორებისთვის, რათა მათ სხვადასხვა ტიპის აქტივები ყველა ბაზრიდან All-in-one პრინციპით ერთდროულად აკონტროლონ. Delta Investment Tracker საშუალებას გაძლევთ, კრიპტოაქტივებს, აქციებს, ETF-ებს, საქონელს, ინდექსებს, ფიუჩერსებს, ოფციონებს, ბონდებს, ძვირფას ლითონებს, NFT-ებსა და FOREX ბაზრის ვალუტის წყვილებს ერთი და მოსახერხებელი ინტერფეისით ადევნოთ თვალყური.
აპლიკაციაში შესაძლებელია მონაცემების ბირჟებიდან, საფულეებიდან, ან ცხრილებიდან იმპორტი, ან მათი ხელით დამატება.
მობილური აპლიკაცია ინტეგრირებულია საფონდო ბროკერ eToro-ს პლატფორმასთან, ამიტომ ნებისმიერი აქტივის შეძენა შესაძლებელია იმ კურსით, რომელიც ამ ბროკერის სავაჭრო პლატფორმაზეა აქტუალური. ეს აპლიკაციას საფულის ფორმატთან მაქსიმალურად აახლოებს.
Delta Investment Tracker-ს შეტყობინებების მოსახერხებელი სისტემა აქვს, რომელიც საინტერესო აქტივების კურსის ცვლილების შესახებ აწვდის ინფორმაციას. საინვესტიციო პორტფელის ფორმირების შემდეგ შეგიძლიათ, აქტივების სტრუქტურა სქემების, გრაფიკების, საინვესტიციო ანგარიშების, მეტრიკების გამოყენებით გაანალიზოთ, ასევე საინვესტიციო და ფინანსური ბაზრების ახალ ამბებს გაეცნოთ.
კიდევ უფრო მოწინავე ფუნქციონალისა და ინსტრუმენტარის მისაღებად (ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს?), Pro Delta-ს ფასიან ვერსიაზე უნდა გადახვიდეთ. დეველოპერები ამ ვერსიის შესაძლებლობების უფასო, ერთთვიან გატესტვას სთავაზობენ.
უპირატესობები:
- ხელმისაწვდომია უფასო ვერსია ძლიერი ფუნქციონალით;
- საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის მონიტორინგი სხვადასხვა აქტივების მაქსიმალური რაოდენობით;
- წვდომა ყველა ბაზარზე: კრიპტოვალუტებზე, აქციებზე, ინდექსებზე, ETF-ებზე, საქონელზე, Forex-ზე, NFT-ებზე, ოქროსა და ა.შ.;
- ავტომატური სინქრონიზაცია და ინტეგრაცია სხვადასხვა საფულეებთან, ბროკერებთან, ბირჟებთან, ან ბანკებთან + მონაცემთა იმპორტი;
- ძლიერი ინსტრუმენტები, ინფორმაციული დიაგრამები და გრაფიკები;
- ახალი ამბები და შეტყობინებების სისტემა.
დაინსტალირების რაოდენობამ 1 მილიონს უკვე გადააჭარბა, რაც საცალო ინვესტორებს შორის აპლიკაციის პოპულარულობაზე მიანიშნებს. შეფასება 4.7 ქულა უფასო ვერსიაში ფუნქციონალითა და ინსტრუმენტარით კმაყოფილების მაღალ დონეზე მიუთითებს.
Crypto Tracker – CoinStats
ჩამოტვირთვების რაოდენობა: >1
მლნ შეფასება: 4,8★
მლნ შეფასება: 4,8★
მობილური აპლიკაცია CoinStats საშუალებას გაძლევთ, მთელი თქვენი კრიპტოვალუტური პორტფელის სინქრონიზაცია ერთ პროგრამაში მოახდინოთ და NFT-ები შეინახოთ. CoinStats-ის მთავარი დადებითი მხარე ინტეგრირებული DeFi საფულე და სმარტფონის, ან პლანშეტის მთავარ ეკრანზე ვიჯეტის განთავსების შესაძლებლობაა, რომელიც გარკვეული აქტივის კურსის ცვლილების შესახებ იუწყება. ეს აპლიკაცია როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ ინვესტორებსაც გამოადგება. დეველოპერების მიერ შემოთავაზებული ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ, საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობა რეალურ დროში აკონტროლოთ, პერსონალიზებული ანალიტიკა მიიღოთ, კრიპტოვალუტის შესახებ ახალი ამბები 40-ზე მეტი წყაროდან წაიკითხოთ და კრიპტოვალუტის შეტყობინებების მრავალი პარამეტრის დაყენების წყალობით, აქტივების ღირებულების ცვლილების შესახებ მყისიერად შეიტყოთ.
უპირატესობები:
- საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის მონიტორინგი, რომელშიც ბიტკოინისა და ეთერის გარდა, API-ს მეშვეობით 250+ ბირჟასა და სავაჭრო პლატფორმასთან ინტეგრაციის წყალობით, 5000-ზე მეტი სხვა კრიპტოაქტივის დამატებაა შესაძლებელი;
- CoinStats DeFi საფულე;
- საბანკო ბარათის გამოყენებით კრიპტოვალუტების ფიატზე შეძენა;
- კრიპტოვალუტების გაცვლა და ვაჭრობა აპლიკაციიდან გაუსვლელად;
- მონეტების სტეიკინგის წყალობით, პასიური შემოსავლის მიღება;
- აქტივების ღირებულების ცვლილების შესახებ შეტყობინების სისტემა;
- NFT-ების შენახვა;
- კალკულატორები აქტივების არჩეული წყვილის სწრაფი კონვერტაციისთვის;
- ვიჯეტ-ინფორმერი მთავარ ეკრანზე.
CoinStats-ის ყველაზე დიდი ნაკლი უფასო ვერსიის არარსებობაა. დეველოპერები 3-დღიან უფასო საცდელ პერიოდს (free trial) გვთავაზობენ, რის შემდეგაც მომხმარებელმა რამდენიმე ფასიანი პაკეტიდან (Pro ან Premium) ერთი უნდა აირჩიოს, რათა აპლიკაციის ყველა ფუნქციით ისევ ისარგებლოს. ასეთი, წმინდა კომერციული მიდგომა ყველა უპირატესობის ნიველირებას ახდენს.
Crypto Blockfolio
ჩამოტვირთვების რაოდენობა: >100 ათასი
შეფასება: 4,9★
შეფასება: 4,9★
პირველი მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით Blockfolio, Google Play-ზე ჯერ კიდევ შორეულ 2014 წელს გამოჩნდა. ის ძალიან პოპულარული გახდა კრიპტოინვესტორებში, განსაკუთრებით დამწყებებში, რადგან მარტივი და ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი ჰქონდა. 2000-იან წლებში ამ უფასო აპლიკაციის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობდა. 2020 წლის ზაფხულში, Blockfolio-ზე თვალი ბირჟა FTX-ს ეჭირა, რომლის ხელმძღვანელობამ ამ პროექტის შეძენა და მის ბაზაზე ბირჟის ახალი მობილური აპლიკაციის შექმნა გადაწყვიტა. ხოლო ის, რაც ბირჟა FTX-ს 2022 წლის ბოლოს შეემთხვა, უკვე ყველასთვის ცნობილია. ამის შესახებ საკმაოდ ბევრს ვწერდით.
თუმცა, როგორც ამბობენ, იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსაო. 2020 წელს გამოშვებული აპლიკაცია Crypto Blockfolio თავის წინამორბედს ძალიან ჰგავს და მემკვიდრეობით მიიღო იგივე სიმარტივე და სასიამოვნო ინტერფეისი, რომელიც დამწყებებისთვისაც კი მოსახერხებელია.
Crypto Blockfolio-ს ძირითადი ფუნქცია უცვლელი დარჩა - საინვესტიციო პორტფელის შემოსავლიანობის მონიტორინგი თითოეული აქტივის ღირებულების ცვლილების კონტროლით. თუმცა, ამის გარდა, დეველოპერებმა კიდევ რამდენიმე სასიამოვნო ფუნქცია დაამატეს. Crypto Blockfolio კრიპტოვალუტის ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკერია, რომელიც პორტფელის მართვის ინსტრუმენტების დახმარებით, მათ საბაზრო კაპიტალიზაციას, რეიტინგს, გრაფიკებსა და დიაგრამებში ფასების ცვლილებებს აკონტროლებს და აქტივების შედარების, ვალუტების კონვერტორისა და ახალი ამბების აგრეგატორის ფუნქციას ასრულებს.
უპირატესობები:
- ხელმისაწვდომია უფასო ვერსია;
- მარტივი, სასიამოვნო, ინტუიციურად გასაგები ინტერფეისი;
- საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობის მონიტორინგი 9000+ კრიპტოაქტივის დამატების შესაძლებლობით;
- საინვესტიციო პორტფელისა და აქტივების მართვის ინსტრუმენტები;
- ინფორმაციული დიაგრამები და გრაფიკები;
- ახალი ამბები და შეტყობინებების სისტემა.
ამ აპლიკაციის სმარტფონზე დაყენება ყველა დამწყები ინვესტორისთვის არის სასურველი, თუმცა ეს ზედმეტი არც პროფესიონალებისთვის იქნება.
ბონუსი: Bitcoin Ticker Widget
ჩამოტვირთვების რაოდენობა: >1 მლნ
შეფასება: 4,5★
შეფასება: 4,5★
ეს აპლიკაცია კი არა, არამედ ვიჯეტია, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ინვესტორი იყენებს. ის მოსახერხებელია იმით, რომ გარკვეული კრიპტოვალუტის მიმდინარე კურსის მონიტორინგს რეალურ დროში, რაიმე აპლიკაციის ჩართვაზე დროის დაკარგვის გარეშე უწყობს ხელს. ვიჯეტი სმარტფონის, ან პლანშეტის მთავარ ეკრანზე სასურველი ზომით არის განთავსებული. გარდა ამისა, მას შეტყობინებების მოსახერხებელი სისტემა აქვს. ასევე, მისი დახმარებით, კრიპტოაქტივების ღირებულების ცვლილებების მონიტორინგის მიზნით, portfolio-ს შექმნაა შესაძლებელი. Bitcoin Ticker Widget უფასოა, ამიტომ მისი გამოყენებით შეგიძლიათ, გვერდი აუაროთ ფასიანი გადაწყვეტილებების შეზღუდვებს, როგორიცაა CoinStats და თქვენთვის სასურველი ფუნქციონალი მიიღოთ.