5 ბლოკჩეინ-სტარტაპი, რომლებზეც ღირს ყურადღების მიქცევა

icon APE
ფოტო - 5 ბლოკჩეინ-სტარტაპი, რომლებზეც ღირს ყურადღების მიქცევა
TeraWulf, NFTScoring, JustCarbon, Hashtack, Ape Board — წარმოგიდგენთ არაბანალურ ბლოკჩეინ-სტარტაპებს, რომლებიც შესაძლოა 2023 წელს წარმატებული იყოს.
მიუხედავად დათვური დინამიკის, კოლაფსების და კომპანიების გაკოტრებისა, კრიპტოვალუტის ბაზარზე, 2022 წელს ადგილი ჰქონდა ხელსაყრელ ტენდენციებისაც.

წელს უფრო მეტი ბლოკჩეინის საბირჟო ფონდი გამოჩნდა, კერძოდ, ასეთი ინიციატივა საინვესტიციო გიგანტმა Black Rock-მა წამოიწყო. ასევე წელი გამოირჩეოდა უფრო სწრაფი და იაფი Aptos და Sui ბლოკების ჯაჭვების გამოჩენით. Gartner-ის მონაცემებით, ერთრანგიანი პლატფორმებისა და პროტოკოლების ინდუსტრია და მათზე დაფუძნებული ბიზნესი, შესაძლოა, 2025 წლისთვის 176 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს და 2030 წლისთვის უკვე 3.1 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.

 სულ  უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება ბლოკჩეინის გამოყენების აქტუალობას. ინვესტორები და მეწარმეები აღფრთოვანებულნი არიან ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობებით, რადგან ხედავენ, რომ ამ მიმართულებით არსებობს  შემოსავლის მიღების პოტენციალი.

TeraWulf, 2021

ამერიკული კრიპტოვალუტის მოპოვების სტარტაპი ქალაქ ისტონიდან, რომელმაც შეძლო 250 მილიონი დოლარის დაფინანსების მოზიდვა. TeraWulf ფლობს და მართავს ბიტკოინების ეკოლოგიურ მაინინგ ფერმას. კომპანიის ენერგიის 91%-ზე მეტი მოდის ნულოვანი ნახშირბადის კვალის მქონე  ენერგოწყაროებზე. ამიტომ ის მოიპოვებს BTC-ს გარემოზე მინიმალური მავნე ზემოქმედებით.

 2022 წლის III კვარტალში სტარტაპმა კიდევ 17 მილიონი დოლარი მოიზიდა: 9,5 მილიონი საკუთარ ინვესტორებს ეკუთვნით, ხოლო 7,5 მილიონი დოლარი ვადიანი კრედიტიდან დამატებითი შემოსავლის ნაწილია.

NFTScoring, 2021

ეს არის  ჩეხური კომპანია პრაღიდან, რომელიც NFT კოლექციების ანალიზის ინსტრუმენტებს უზრუნველყოფს. დაფინანსების პირველ რაუნდში სტარტაპმა შეძლო 1,7 მილიონი დოლარის მოზიდვა. სტარტაპს მხარს უჭერენ ავტორიტეტული ფონდები, როგორიცაა Y Combinator და Credo Ventures. ბლოკჩეინის გარდა, პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა  ტრეიდერებს NFT აქტივების მზარდ სეგმენტში შემოსავლის მოძიებაში დაეხმაროს.

 NFTScoring ადევნებს თვალყურს 70,000-ზე მეტ პროექტს, რათა გამოავლინოს პოპულარული ან ნაკლებად დაფასებული არაჩანაცვლებადი ტოკენები. NFTScoring-ის ფუნქციების წყალობით, ტექნიკური მაჩვენებლები სტრუქტურირებულია გასაგებ ინფორმაციად, რომელსაც პლატფორმის კლიენტი გამოიყენებს NFT-ით ვაჭრობისთვის. ანალიტიკური პანელი, რომელიც  მარტივი დიაგრამების ფართო სპექტრს მოიცავს, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად ექსპერტობის დონისა, გაერკვეს, თუ როგორ მუშაობს პლატფორმა. არსებობს უფასო ვერსია, მაგრამ ფასიანი ვერსია  ბევრად მეტ შესაძლებლობებს  უზრუნველყოფს.

JustCarbon, 2021

ბლოკჩეინ-სტარტაპი, რომელიც  კრეატიულ გამოსავალს გვთავაზობს ნახშირბადის გამონაბოლქვის წინააღმდეგ საბრძოლველად. JustCarbon Removal (JCR) ტოკენების შეძენით ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიის გაუმჯობესებაში.  მომხმარებლის ანგარიშზე არსებული  თითოეული JCR  ნიშნავს, ატმოსფეროდან ერთი ტონა ნახშირორჟანგის მოცილებას.

 პლატფორმა ხელს უწყობს პლანეტაზე ნახშირბადის ნეიტრალური დონეების მიღწევას, ასევე ეხმარება დაბალ ნახშირბადიან ეკონომიკურ მოდელზე გადასვლის გამარტივებაში. JustCarbon არის -  დეცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კლიმატის ექსპერტებს, ფინანსისტებს, ტექნოლოგიებს და სხვა სპეციალისტებს, რომლებიც კომპენსაციას უწევს  მავნე ნივთიერების გამონაბოლქვებს და მხარს უჭერს მსგავს  სხვა  პროექტებს.

Hashtack, 2021

zk-rollup-ზე დაფუძნებული DeFi პროტოკოლი (მეორე დონის გადაწყვეტა Ethereum- ის ბლოკჩეინისთვის ნულოვანი გამჟღავნების მტკიცებულებების ბაზაზე), რომელიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის საკმარისი უზრუნველყოფის გარეშე სესხების აღების საშუალებას იძლევა. კომპანიის განსაკუთრებულობა ისაა, რომ შესაძლებელია  გირაოს სამჯერ დიდი ოდენობის სესხის გაცემა. Hashstack-ის მომხმარებლები,  Aave, Compound და MakerDao-ს  მომხმარებლებთან შედარებით,  328%-ით მეტი მოცულობის სესხს იღებენ.

ლიკვიდურობის მიმწოდებლებისთვის   წელიწადში 15%-მდე დაზოგვის შესაძლებლობა იხსნება. სტარტაპის გაფართოებისას, ფედერალური ფონდების განაკვეთი (FFR) შეიძლება შეადგენდეს დაახლოებით 3,25%-ს. როგორც პროექტის თეთრ წიგნშია ნათქვამი, მომხმარებლებს შეუძლიათ ასესხონ მათი კრიპტოაქტივები Hashstack-ს, რათა დააზღვიონ  ინფლაციისგან.

ბლოკჩეინ-სტარტაპი  მოგებას საკომისიოების, მოსაკრებლების და შემოსავლების განაწილების ხარჯზე, მსესხებლების სახსრების ლიკვიდაციისას იღებს. ამ ეტაპზე Hashtack მუშაობს სატესტო ქსელში. პროტოკოლის არსებობის პერიოდში დაახლოებით 183 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანზაქციები შედგა. 

Ape Board, 2021

DeFi მულტიჩეინ- პანელი კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის. რადგან ტრეიდერები თავიანთი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირების მიზნით, სხვადასხვა ციფრულ აქტივებს ყიდულობენ  და კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ბლოკჩეინის სტარტაპმა პოპულარობა მოიპოვა. მაისში კომპანია Nansen-მა, რომელიც Ethereum-ქსელის ანალიტიკითაა დაკავებული, 10 მილიონ დოლარად Ape Board-ი შეიძინა.

ქსელთაშორისი  დეცენტრალიზებული დაფინანსების ტრეკერი ინტუიციურად გასაგებია. დასაწყებად, საკმარისია  საფულის მისამართის დამატება, რათა პლატფორმამ  სხვადასხვა ჯაჭვში ქმედებების მოძიება  და ასახვა შეძლოს.