ტოპ-5 სავაჭრო ბოტი კრიპტობაზარზე სკალპინგისთვის

icon FOR
ფოტო - ტოპ-5 სავაჭრო ბოტი კრიპტობაზარზე სკალპინგისთვის
სკალპინგის სტრატეგია სერიოზულ გაწაფულობასა და უზარმაზარ დროს მოითხოვს. სავაჭრო ბოტები ტრეიდერს საშუალებას აძლევს, გრაფიკებს ცოტა ხნით მაინც მოწყდეს და დრო საკუთარ თავს დაუთმოს.
სკალპინგის სტრატეგია მცირე თაიმ-ფრეიმებზე ბევრ მოკლევადიან გარიგებას მოიცავს. ამ სტრატეგიის ფარგლებში ვაჭრობისას, ტრეიდერი ხშირად გარიგებას რამდენიმე წუთში, ან წამშიც კი ხურავს. არიან სკალპერები, რომლებიც ჩქაროსნული ტრეიდინგისას მაუსს არც კი იყენებენ, რადგან ის იმაზე ნელა რეაგირებს, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ამ შემთხვევაში პროცესს ცხელი კლავიშების კომბინაციის გამოყენება აჩქარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ ეს სტრატეგია ახალბედებისთვის საკმაოდ შესაფერისია, მას შეუძლია ნერვული სისტემა ძალიან გამოფიტოს. აუცილებელია გრაფიკებზე მუდმივი თვალყური, რათა კარგი შესაძლებლობა გამოტოვებული არ იყოს, ან გახსნილი პოზიცია ღრმა მინუსში არ ჩავიდეს.

სკალპერის მაღალი ემოციური დატვირთვის პრობლემის გადაჭრაში სავაჭრო ბოტები ეხმარება, რომლებსაც დიდი რაოდენობით მოკლევადიანი მომგებიანი გარიგებების გენერირება ტრეიდერის მონაწილეობის გარეშე შეუძლია.

ამ სტატიაში თქვენთვის ვაჭრობის ავტომატიზაციისთვის 5 საუკეთესო პლატფორმა შევარჩიეთ.

3Commas - ბოტი დამწყებებისთვის

პლატფორმა 3Commas გამოადგება ტრეიდერებს, რომლებსაც ფინანსურ და კრიპტოვალუტის ბაზრებზე დიდი გამოცდილება არ აქვთ. მაიამელი დეველოპერების გუნდის მიზანი მაქსიმალურად მარტივი აპლიკაციის შექმნა იყო, რომელსაც დიდი რაოდენობის სავაჭრო სტრატეგიები და ფუნქციები ექნებოდა.  

ტრეიდერებს შეუძლიათ, დააყენონ შესვლის წერტილი, თეიქ-პროფიტები, სტოპ-ლოსები და გამოიყენონ თრეილინგ-სტოპის ფუნქციები, თუ აქტივის ფასი მკვეთრ დაცემას დაიწყებს.

3Commas-ის გამოყენება უსაფრთხოა, რადგან ბოტს თქვენს სახსრებზე წვდომა არ აქვს.
3commas-ის ტარიფების ფასი. წყარო - 3Сommas.io

3commas-ის ტარიფების ფასი. წყარო - 3Сommas.io

ფასი: არის როგორც უფასო ვერსია, ასევე ფასიანი ტარიფები, რომლებიც თვეში $12-დან იწყება.

მობილური აპლიკაცია: iOS და Android

ბირჟები: უმსხვილესი ბირჟების უმრავლესობა - OKX, KuCoin, BitMEX და ა.შ.

ბოტების ვარიანტები: DCA Bot, HODL Bot, Optios Bot, GRID Bot, SmartTrades.

Bitsgap – ბოტი ალგოტრეიდინგისთვის

Bitsgap - ესაა სავაჭრო ტერმინალი, რომელიც სავაჭრო სტრატეგიების დიდ რაოდენობას, მათ შორის სკალპინგს უზრუნველყოფს. მისი მეშვეობით ვაჭრობა შესაძლებელია როგორც სპოტ, ასევე ფიუჩერსების ბაზარზე. Bitsgap-ის გამოსაყენებლად მას API-ს მეშვეობით ბირჟაზე არსებული თქვენი ანგარიში უნდა დაუკავშიროთ. 

თუ სავაჭრო ბოტები აქამდე არასდროს გამოგიყენებიათ, Bitsgap-ს დემო-ანგარიშის ფუნქცია აქვს. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ, ვაჭრობის ტექნიკებს სახსრების დაკარგვის რისკის გარეშე დაეუფლოთ.
Bitsgap-ის ტარიფების ფასი. წყარო - bitsgap.com

Bitsgap-ის ტარიფების ფასი. წყარო - bitsgap.com

ფასი: საცდელი ვერსია 7 დღის განმავლობაში. ფასიანი ტარიფები თვეში $25-დან იწყება.

მობილური აპლიკაცია: არა

ბირჟები: უმსხვილესი ბირჟების უმრავლესობა - Bybit, KuCoin, BitMEX და ა.შ.

ბოტების ვარიანტები: GRID Bot, ბოტი სკალპინგსა და არბიტრაჟისთვის.

WunderTrading - ბოტი კოპიტრეიდინგისთვის

WunderTrading - ეს არის სავაჭრო პლატფორმა, რომელიც სავაჭრო სტრატეგიის გამართვისა და პასიური შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. ბოტში კოპიტრეიდინგის უფასო ფუნქციაა ჩაშენებული, რომელიც პროფესიონალი ტრეიდერების გარიგებების ავტომატური გამეორების შესაძლებლობას იძლევა.

WunderTrading ასევე საკუთარი სავაჭრო ბოტების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ეს პროგრამირების არანაირ გამოცდილებას არ საჭიროებს, თუმცა რეკომენდებულია გამოცდილება ვაჭრობასა და ტექნიკურ ანალიზში. საკუთარი ბოტის შექმნისას, თქვენ თავად ადგენთ პარამეტრებს: თეიქ-პროფიტისა და სტოპ-ლოსის თანაფარდობა, დეპოზიტის გამოყენებადი პროცენტი და ა.შ.

მომხმარებლის ფული საბირჟო ანგარიშზე ინახება, ამიტომ WunderTrading-ს მასზე წვდომა არ აქვს. ბოტს თქვენი სახელით გარიგების გახსნა ან ჩახურვა შეუძლია, თქვენი აქტივების გატანა და გადატანა კი - არა.
WunderTrading-ის ტარიფების ფასი. წყარო - wundertrading.com

WunderTrading-ის ტარიფების ფასი. წყარო - wundertrading.com

ფასი: არის უფასო ვერსია. ფასიანი ტარიფები თვეში $20-დან იწყება.

მობილური აპლიკაცია: არა

ბირჟები: უმსხვილესი ბირჟების უმრავლესობა - Bybit, Coinbase, BitMEX და ა.შ.

ბოტების ვარიანტები: GRID Bot, DCA Bot, Copy Trading, ბოტი სკალპინგსა და არბიტრაჟისთვის.

HaasOnline - ბოტი გამოცდილი ტრეიდერებისთვის

აპლიკაცია ფართო ფუნქციონალსა და 50-ზე მეტ ინტეგრირებულ ინდიკატორს სთავაზობს. ის საკმაოდ რთული სავაჭრო სტრატეგიების შექმნისა და მათთან ავტომატურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. 

HaasBot სკალპერებში პოპულარულია, რადგან მოკლევადიან თაიმფრეიმებზე ორდერების სწრაფი დამუშავების დავალებას შესანიშნავად ართმევს თავს, ხოლო თვითშესწავლის ალგორითმი (AI) ტრეიდერის სურვილებს ითვალისწინებს.
HaasBot-ის ტარიფების ფასი. წყარო - haasonline.com

HaasBot-ის ტარიფების ფასი. წყარო - haasonline.com

ფასი: საცდელი ვერსია 7 დღის განმავლობაში. ფასიანი ტარიფები თვეში $100-დან იწყება.

მობილური აპლიკაცია: არა

ბირჟები: უმსხვილესი ბირჟების უმრავლესობა - Bybit, KuCoin, BitMEX და ა.შ.

ბოტების ვარიანტები: GRID Bot, DCA Bot, ბოტები სკალპინგის, არბიტრაჟისა და ფიუჩერსებისთვის.

CoinRule - საუკეთესო ბოტი სმარტფონისთვის

პლატფორმა ასარჩევად წესების მზა ნაკრების შემცველ 1000-ზე მეტ შაბლონს სთავაზობს. ტრეიდერს მათი გამოყენება ან საკუთარი სტრატეგიების შექმნა შეუძლია. CoinRule ტექნიკური ანალიზის ფუნქციებს არ უზრუნველყოფს, მაგრამ მომხმარებლებს მონაცემების იმპორტი Tradingview-დან შეუძლიათ. 

ბოტის მიერ გარიგების გახსნისთვის გადაწყვეტილებების მიღება, შესაძლოა, ბევრ ფაქტორს მოიცავდეს - ისინი, შესაძლოა, ინდიკატორებს, ფასის ბოლო წუთში, საათში, დღე-ღამეში მომხდარ  მოძრაობასა ან  სხვა შერჩეულ პარამეტრებს დაეყრდნოს. 

ბოტს აქვს მოსახერხებელი აპლიკაცია სმარტფონისთვის, რომლის დახმარებით ვაჭრობის სტრატეგიის კონფიგურაცია კომპიუტერიდან მოშორებით არის შესაძლებელი.
CoinRule-ის ტარიფების ფასი. წყარო - coinrule.com

CoinRule-ის ტარიფების ფასი. წყარო - coinrule.com

ფასი: არის უფასო ვერსია. ფასიანი ტარიფები თვეში $30-დან იწყება.

მობილური აპლიკაცია: iOS და Android

ბირჟები: უმსხვილესი ბირჟების უმრავლესობა - Coinbase, BitMEX, KuCoin და ა.შ.

ბოტების ტიპები: DCA Bot, სკალპინგი, არბიტრაჟი და ოფციონების ბოტი.

ბოტების ვარიანტები: DCA Bot, ბოტი სკალპინგის, არბიტრაჟისა და ოფციონებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომატიზებულ ვაჭრობას ბევრი უპირატესობა აქვს, ნაკლოვანებებიც არ უნდა დავივიწყოთ. ბოტი წინასწარ დადგენილ ჩარჩოებში მუშაობს, ამიტომ სავაჭრო გადაწყვეტილებების ვარირება დამოუკიდებლად არ შეუძლია. თუ თავდაპირველი სტრატეგია არჩეულია არასწორად, ბოტი მის მიხედვით მაინც იმუშავებს და ფულის დაკარგვას იმ მომენტამდე გააგრძელებს, სანამ ტრეიდერი არ ჩაერევა.