დეცენტრალიზებული ბირჟების ტოპ-7
FTX-ის კრახის გამო, მომხმარებლებს აქტიურად გადააქვთ თანხები ცენტრალიზებული ბირჟებიდან საფულეებზე, ასევე უფრო ხშირად იყენებენ დეცენტრალიზებულ პლატფორმებს.
DEX (decentralize exchange) - კრიპტოვალუტის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს მსხვილ სმარტ კონტრაქტს, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია ერთი ტოკენის გაცვლა მეორეზე. ამავდროულად, არ არის აუცილებელი ფულის შენახვა საიტის შიგნით (როგორც CEX-ზე). საკმარისია დააკავშიროთ საფულე, რომელიც უნდა შეიცავდეს არჩეული ქსელის კრიპტოვალუტას საკომისიოს გადასახდელად და განახორციელოთ გაცვლა.
შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმების, ისევე როგორც DEX-ის ცუდი ჩვევის - ვაჭრობის მოცულობის მონაცემების გაზვიადების გამო, რთულია დეცენტრალიზებული ბირჟების მაქსიმალურად ობიექტური რეიტინგის სტრუქტურირება. შვიდი საუკეთესო ბირჟის სიის შესაქმნელად, ჩვენ 4 ცნობილი რესურსის საშუალო მონაცემები მოვიყვანეთ - Coingecko, CoinMarketCap, Cryptorank და DefiLama:
Uniswap
ყველაზე დიდი და უძველესი DEX Ethereum ბლოკჩეინზე. ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე EVN ქსელი, მათ შორის Polygon და Arbitrum. საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა $1 მილიარდს აღემატება. Uniswap-ის აღმასვლა 2020 წელს მოხდა, მაგრამ მიუხედავად DeFi სექტორის ძლიერი პროგრესისა, პლატფორმა კვლავ წამყვანი დეცენტრალიზებული ბირჟაა. პროტოკოლი არაერთხელ გაუმჯობესდა, ყველაზე ახალი ვერსიაა V3.
პროექტ UNI-ს ნატიური ტოკენი 5.6 დოლარად იყიდება, საბაზრო კაპიტალიზაცია კი Coingecko-ს თანახმად 4.3 მილიარდი დოლარია.
Uniswap-ის სტატისტიკური მონაცემები
Curve
დეცენტრალიზებული ბირჟა Ethereum-ზე და 9 სხვა ქსელზე. დღიური ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. Curve ტრეიდერებისთვის იმითაა საინტერესო, რომ საშუალებას აძლევს პულების მორგებას საკუთარი საჭიროებების შესაბამისად. აქ ყოველთვის არ არის აუცილებელი ტოკენის 50/50 ლიკვიდურობა, ამიტომ შესაბამისად, მომხმარებლებს შეუძლიათ დააყენონ საკუთარი კონფიგურაცია თავიანთი სავაჭრო წყვილისთვის. საინტერესოა, რომ DEX-ის დიზაინი ძველ Windows-ს ან Microsoft Word-ს 2003 წლის მსგავსია, რაც არ უშლის ხელს Curve-ს იყოს ტოპ ბირჟა.
CRV ტოკენი 0.54 დოლარად იყიდება. კაპიტალიზაცია 344 მილიონი დოლარია.
Curve სამუშაო ტერმინალი
Pancake Swap
ყველაზე დიდი DEX BSC ქსელში. გარდა ჩვეულებრივი ტოკენების გაცვლისა, აქ ხელმისაწვდომია ლიმიტის ორდერები, კროსჩეინები, CAKE მონეტების ლატარიები, ფასების პროგნოზირების აქტივობები, NFT ბაზარი და IFO-ს ლაუნჩპადი. ფერმინგის პულები Pancake Swap - ყველაზე პოპულარული პროექტებია BSC-ზე, რაც ასევე უზრუნველყოფს წლიური შემოსავლის კარგ პროცენტს როგორც ჩვეულებრივ, ასევე სტეიბლკოინებზე.
CAKE-ის ტოკენის ღირებულება შეადგენს $3.75-ს, საბაზრო კაპიტალიზაცია - 552 მილიონი დოლარი. დღიური სავაჭრო მოცულობა დაახლოებით 150 მილიონი დოლარია.
Dodo Ex
Dodo უფრო მეტად კრიპტო-პროექტების შემქმნელების გარემოს ჰგავს. აქ გაცვლა შესაძლებელია EVM-ის 12 ქსელში და პლატფორმის შიგნით არის ხიდი ბლოკჩეინებს შორის ტოკენების გადატანისთვის. Dodo ასევე საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი ტოკენი, დააკონფიგუროთ ლიკვიდურობის პულები, მოჭრათ და დაასტეიკოთ თქვენი მონეტა, შექმნათ NFT კოლექცია და მრავალი სხვა ფუნქცია. ვაჭრობის დღიური მოცულობა 100 მილიონ დოლარს აღემატება.
DODO-ს ტოკენი ამოქმედდა ყველა ქსელში, სადაც პლატფორმა ფუნქციონირებს. მონეტის ღირებულება $0.11-ია, კაპიტალიზაცია - 46 მილიონი დოლარი.
Dodo Ex-ს სამუშაო ტერმინალი
Balancer
აქვს Ethereum ბლოკჩეინის მხარდაჭერა, ასევე Layer 2 Polygon-ის და Arbitrum-ის. ვაჭრობის მოცულობა დღეში 50 მილიონ დოლარს აღემატება. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლიკვიდურობის ჰიბრიდული პოლები, სადაც შესაძლებელია ერთდროულად ორი სხვადასხვა ტოკენის ინვესტირება. ასევე DEX-ზე ზოგჯერ ტარდება ტოკენსეილები აუქციონის ფორმატში. ტოკენის ღირებულება იზრდება მოთხოვნიდან გამომდინარე, ხოლო ფასების მრუდი იცვლება მთელი სეილის განმავლობაში.
BAL-ის ტოკენი ყველა მსხვილ ბირჟაზე ბრუნავს. მისი ღირებულება 5.32 დოლარია, რაც 200 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციას უზრუნველყოფს.
Sushi Swap
ერთ-ერთი უძველესი DEX Uniswap-თან ერთად. ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა 40 მილიონ დოლარს აღწევს, პლატფორმის TVL კი 250 მილიონ დოლარს. Sushi-ზე შესაძლებელია ტოკენების ფარმინგი 18 ქსელში, კროსჩეინ-სვაპების განხორციელება, კრიპტოვალუტის გირაოს ქვეშ თანხების სესხება და გასესხება, ასევე საკუთარი პროექტის ტოკენსეილზე გამოტანა ჩაშენებული MISO-ს ლაუნჩპადის მეშვეობით.
პროექტის კაპიტალიზაციაა 238 მლნ დოლარი, მაშინ როდესაც SUSHI-ს ტოკენი 1.2 დოლარად იყიდება.
Sun Swap
DEX-ი Tron-ბლოკჩეინზე. დღევანდელ სიაში არ არის DEX-ბირჟა Solana-ზე, Near-ზე და ზოგიერთ სხვაზე, რადგან ლიკვიდურობა იქ ზედმეტად გაფანტულია რამდენიმე პლატფორმაზე. Sun არის ყველაზე დიდი DEX-ი Tron-ზე, ხოლო სუსტი კონკურენცია აიძულებს მომხმარებლებს უპირატესობა ამ ბირჟას მიანიჭონ.
საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა 20 მილიონ დოლარს აღემატება. SUN-ის ტოკენის ფაქტობრივი ღირებულება $0.004, პროექტის კაპიტალიზაცია შეადგენს $40 მილიონს.
Sun Swa-ის სამუშაო ტერმინალი
ზოგიერთი დღევანდელი DEX-ის შესახებ, მაგალითად, Sushi და Dodo, ჩვენ დავწერეთ დეტალური მიმოხილვები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე.
ასევე, ნუ დაივიწყებთ დეცენტრალიზებულ ბირჟებთან მუშაობის რისკებს, რომლებიც მოიცავს ფიშინგს, სმარტ-კონტრაქტის გატეხის შესაძლებლობას ან თავად პლატფორმის აშკარა თაღლითობას. ამიტომ, თქვენ უნდა ყურადღებით დააკვირდეთ დომენს, რომელსაც უკავშირდება საფულე და ტოკენების გაცვლისას ამომხტარ წარწერებს. თუ გსურთ მიიღოთ ფარმინგის პროცენტი, უმჯობესია რისკების დივერსიფიკაცია ტოკენების სხვადასხვა ბირჟებზე განთავსებით.