Arbitrum არის Ethereum-ის ბლოკჩეინის Layer 2, რომელზეც აგებულია მრავალი DeFi პროექტი და აპლიკაცია.
DefiLama-ს მონაცემებით Arbitrum-ის TVL მაჩვენებელი $2.2 მილიარდს შეადგენს. ამასთან, საკუთარი ARB ტოკენის გამოშვების შემდეგ, Arbitrum-ის გუნდმა გამოყო სახსრები ზოგიერთი პლატფორმის წასახალისებლად. ამიტომ, ქსელის ნებისმიერმა აქტიურმა გამოყენებამ, პოტენციურად, შეიძლება ადრეულ მომხმარებლებს რეტროდროპი მოუტანოს.
ჩვენ შევაგროვეთ 7 უმსხვილესი პროექტი Arbitrum-ზე, რომლებიც ყველაზე სწრაფად ვითარდება და რომლებთანაც მომხმარებლები აქტიურად ურთიერთქმედებენ.
Arbitrum Bridge
ოფიციალური კროსჩეინ ხიდი, რომლის საშუალებით შესაძლებელია სახსრების გადარიცხვა Arbitrum-ის, Arbitrum Nova-სა და Ethereum-ის ქსელებს შორის.
სწორედ ამ dApp-თან ურთიერთქმედებამ მაქსიმალურად გაზარდა დროპის მიღების შანსი ტოკენ ARB-ის გამოშვების მომენტში, რომლის ლისტინგი 2023 წლის 23 მარტს შედგა.
Arbitrum Bridge კროჩეინ ხიდის ფუნქციონალი
GMX
დეცენტრალიზებული პლატფორმა ლევერიჯის მქონე კრიპტოვალუტური დერივატივებით (ფიუჩერსებით) ვაჭრობისთვის. პლატფორმა მუშაობს Avalanche-ისა და Arbitrum-ის ქსელებში. აქ წარმოდგენილია ტრეიდინგის შესაძლებლობები მაქსიმალური 50X ლევერიჯით, არის ტოკენის სვოპის ფუნქციები, ფულის გამომუშავების პროგრამები, რეფერალური პროგრამა.
GMX პლატფორმის TVL $575 მილიონს აჭარბებს. ბირჟას გააჩნია ნატიური GMX ტოკენი, რომელიც CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოაქტივების რეიტინგში 77-ე ადგილზეა, $600 მილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით. 2022 წლის ნოემბრიდან აქტივის ფასი 200%-ით გაიზარდა.
დერივატიული GMX პლატფორმის სამუშაო ინტერფეისი
Uniswap
უმსხვილესი დეცენტრალიზებული ბირჟა Ethereum-ის ბლოკჩეინზე. BSC ქსელი პლატფორმას 2021 წლის სექტემბერში დაემატა. ამან Uniswap-ის მომხმარებლებს საშუალება მისცა, სწრაფი ტრანზაქციები დაბალი საკომისიოებით განეხორციელებინათ.
ახლა Arbitrum-ის ქსელში ამ DEX-ზე $300 მილიონია დაბლოკილი.
Uniswap პლატფორმის ინტერფეისი Arbitrum-ის ქსელში
Radiant
ლენდინგ პროტოკოლი სესხების, კრიპტოვალუტური კრედიტებისა და პროცენტიანი დეპოზიტების ფუნქციებით. Radiant საშუალებას გაძლევთ, ისესხოთ სტეიბლკოინები საკუთარი კრიპტოვალუტების დაგირავებით, ან განათავსოთ მონეტები მომავალ მსესხებლებზე გაგირავების მიზნით. წლიური პროცენტი ასეთ შემთხვევებში მერყეობს 2%-დან (UST, ETH, BTC) 7-15%-მდე (DAI, RDNT).
Radiant-ის TVL $130 მილიონს შეადგენს. პლატფორმას აქვს საკუთარი RDNT ტოკენი, რომელიც შეგილიათ განათავსოთ სტეიკინგზე ლენგინგის შიგნით, ან გამოიყენოთ DAO-ში კენჭისყრის დროს. RDNT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $83 მილიონს შეადგენს.
ლენდინგ Radiant-ის საწყისი გვერდი
AAVE
კიდევ ერთი სალენდინგო პროტოკოლი, რომელიც Arbitrum-ის გარდა კიდევ 6 ქსელზე მუშაობს (Ethereum, Harmony, Optimism და სხვა). პლატფორმა გთავაზობთ კრიპტოვალუტაში სესხის აღების და მომხმარებლებზე სესხის გაცემის უამრავ შესაძლებლობას წლიური 2-10%-ით. ასევე, ჯილდო შეგიძლიათ 30%-მდე გაზარდოთ, თუ AAVE და ABPT ტოკენებს სტეიკინგში განათავსებთ.
AAVE არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკრედიტების პროტოკოლი Ethereum-ის ბლოკჩეინზე. მთლიანობაში EVM-ქსელებში 8,5 მილიარდ დოლარზე მეტია დაბლოკილი. რაც შეეხება Arbitrum ბლოკჩეინს, ამ ქსელში პლატფორმის TVL 150 მილიონ დოლარს შეადგენს.
Camelot
დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად Arbitrum-ისთვის. მომხმარებლებს შეუძლიათ გაცვალონ ტოკენები, განათავსონ თავიანთი პროექტები შიდა ლაუნჩპადზე და ასევე შიდა GRAIL ტოკენი სტეიკინგზე განათავსონ, რათა მიიღონ ალოკაციები ტოკენსეილებში.
Camelot-ის TVL - $105 მილიონი, ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა - $13 მილიონი.
ტოკენ ARB-ის ლისტინგის შემდეგ, პლატფორმამ Camelot დეველოპერებისგან მიიღო დაახლოებით 2 მილიონი მონეტა ეკოსისტემის განვითარებისა და საოპერაციო ხარჯებისთვის. ARB-ის მიმდინარე ფასით, ეს არის 2,6 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი. არსებობს ალბათობა, რომ ამ ტოკენების ნაწილს მიიღებს ბირჟის კრიპტოსაზოგადოება პლატფორმაზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებისთვის.
სავაჭრო აქტივობის სტატისტიკა Camelot Stargate პლატფორმაზე
Stargate
კროსჩეინ პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს გაცვლებს Arbitrum-ის, Metis-ის, Optimism-ისა და სხვა EVM ქსელებში. Stargate-ზე ასევე შესაძლებელია ტოკენების სტეიკინგი, ფარმინგში ტოკენების 6%-იანი სარგებლით ჩადება და STG ტოკენების სანაცვლოდ პროექტის მართვაში მონაწილეობა.
Arbitrum-ის ქსელში Stargate-ის TVL $106 მილიონს შეადგენს. შიდა STG ტოკენის კაპიტალიზაცია $138 მილიონია.
ტოკენების კროსჩეინ გაცვლის ინსტრუმენტი Stargate-ზე
თითოეული პროექტი ძალიან სწრაფად ვითარდება და პლატფორმებთან აქტიური ურთიერთქმედების შემთხვევაში, არსებობს ჯილდოს მიღების შანსი როგორც გამოყოფილი ARB მონეტების, ასევე საკუთარი ნატიური ტოკენების სახით. ამასთან, გასათვალისწინებელია შესაძლო რისკები, რადგან პლატფორმების უმეტესობა ახალგაზრდაა და დროში გამოცდილი არ არის.