საუკეთესო პლატფორმები კრიპტობაზრის ანალიზისთვის
კრიპტოვალუტების მუდმივად ცვალებად სამყაროში, სადაც აქტივები ფასების მკვეთრ რყევებს განიცდის და სადაც ყოველ მესამე პროექტს შეუძლია ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალოს ინვესტორს, სასარგებლოა ხელთ გქონდეთ დამოუკიდებელი კვლევისთვის საჭირო ინსტრუმენტების კომპლექტი.
მათი პოვნა შეიძლება კრიპტობაზრის ანალიზის პლატფორმებზე, რომლებიც ქმნიან საჭირო საყრდენს, ამარტივებენ პროგნოზირებას და უფრო თავდაჯერებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებას უწყობენ ხელს. განვიხილოთ ყველაზე პოპულარული ვარიანტები.
Glassnode
Glassnode-ის ანალიტიკური პლატფორმის გამოყენებით, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი dashboard–პანელი, რომელიც ასახავს კონკრეტული ბლოკჩეინიდან მიღებულ მონაცემებს კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით. მაგალითად, შეგიძლიათ შეამოწმოთ სტეიკინგიდან ამოღებული ETH-ის ზუსტი რაოდენობა ან გაიგოთ UniSwap–ის აქტიური მისამართების რაოდენობა. ბუნებრივია, შეგიძლიათ იხილოთ მზა საინფორმაციო პანელები. ისინი მოიცავენ ახალი მისამართებისა და ტრანზაქციების რაოდენობას, BTC ბლოკების ზომის შეცვლას, სხვადასხვა დროს კრიპტოვალუტების მიმოქცევაში არსებულ მიწოდებას და სხვა.
dashboard–პანელების განყოფილება წყარო - ვებგვერდი Glassnode
პლატფორმა ასევე გთავაზობთ ETH და BTC ფიუჩერსების გრაფიკების ფართო არჩევანს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება კრიპტობაზრის ძირითადი მამოძრავებელი ძალების მომავალი ღირებულების პროგნოზირება. ამ ინსტრუმენტების გამოყენებისას იხსნება ისეთი მონაცემები, როგორიცაა ლევერიჯის პარამეტრები, გრძელი და მოკლე პოზიციების რაოდენობა და გარიგებების გადახდების პროცენტი.
საიტს აქვს მრავალი სხვა დიაგრამა ბაზრის კვლევისთვის: ქსელური აქტივობა, მისამართების რაოდენობა სხვადასხვა კრიტერიუმებით, ინვესტორების განწყობა. Glassnode აქვეყნებს დეტალურ ანგარიშებს კრიპტოვალუტებზე და ყოველ კვირას აქვეყნებს ბლოკჩეინების საკუთარ ქსელურ ანალიზს, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ ბაზრის მდგომარეობა.
დამატებითი ფუნქცია წარმოადგენს შეტყობინების გამოწერის შესაძლებლობა ბაზრის პირობების ფართო სპექტრის მიხედვით. Glassnode-ის მთავარი მინუსი გასაანალიზებელი აქტივების მცირე არჩევანში მდგომარეობს.
.
ტარიფები:
- უფასო (ხელმისაწვდომია ძირითადი გრაფიკები და BTC, ETH მონაცემები);
- გაფართოებული ვერსია — $29 თვეში (დამატებითი ინსტრუმენტები დეტალური ანალიზისთვის);
- PRO — $799 თვეში (წვდომა ყველა ისტორიულ მონაცემზე და უფრო სრულყოფილ მეტრიკებზე).
Messari
პლატფორმა ფასობს მისი მოწინავე სკრინერის გამო, რომელიც თვალს ადევნებას და ახარისხებს კრიპტოვალუტებს 170 ფილტრის გამოყენებით. თუმცა, ის ყველაზე კარგად იმ აქტივებთან მუშაობს, რომლებიც მაღალი ლიკვიდობით გამოირჩევიან და აქვთ ძლიერი საბაზრო პოზიცია.
Messari-ის მეშვეობით მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ასობით ფუნდამენტური გრაფიკი შეისწავლონ. ვაჭრობის მოცულობა, ვოლატილობა, კრიპტოპროექტის მაჩვენებლები სოციალურ ქსელებში, ბაზრის ბუშტების ინდიკატორი – მხოლოდ რამდენიმე მათგანია.
სკრინერი Messari–ს ვებგვერდზე
გარდა გრაფიკული მონაცემებისა, არსებობს სხვა ინფორმაციაც. მაგალითად, მნიშვნელოვანი სიახლეები, საინვესტიციო ინფორმაცია, პროექტების აღწერა.
ანალიტიკური პლატფორმის ვებგვერდზე ასევე ქვეყნდება ფინანსური ანგარიშგება და საექსპერტო კვლევები სხვადასხვა პროექტების შესახებ.
ტარიფები:
- უფასო ვერსია გრაფიკების შეზღუდული რაოდენობით;
- გაფართოებული გეგმა $30/თვეში ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში ან $25/თვეში, წლიური საფასურის გადახდისას (დამატებითი გრაფიკები, თქვენი საკუთარი სკრინერის შექმნა, წვდომა მომხმარებელთა საჯარო სკრინერებზე, ექსკლუზიური მასალები).
Dune
Dune ორიენტირებულია მხოლოდ დეცენტრალიზებული ფინანსების სექტორზე და NFT–ზე. საუკეთესოდ შეეფერება მათ, ვისაც აქვს პროგრამირების უნარები.
პლატფორმის გამოყენებით შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია საჯარო ბლოკჩეინებიდან SQL პროგრამირების ენაზე აგებული მოთხოვნის შექმნით. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ ტექნიკური ასპექტის ათვისება ყველას არ შეუძლია, Dune ვებგვერდზე წარმოდგენილია საჯარო dashboard-პანელები სხვადასხვა ინფორმაციით, რომელთა შორის შეიძლება იყოს ის, რასაც თქვენ ეძებთ.
საჯარო dashboard-პანელის გრაფიკები და დიაგრამები ვებგვერდზე Dune
ტარიფები:
- უფასო (შეზღუდული რაოდენობის მოთხოვნების შექმნა და მიღებული მონაცემების საჯაროდ შენახვა ინდიკატორების პანელზე ვიზუალური გრაფიკებითა და დიაგრამებით);
- Thug Life — $420 თვეში ( 2000 მოთხოვნის გენერირება, რომლებიც სრულდება 4-ჯერ უფრო სწრაფად + 10 პრივატული სტატისტიკური პანელი);
- Elite — $1337 თვეში (მოთხოვნები 8-ჯერ უფრო სწრაფად სრულდება, 4000 შეკვეთა და 100 პრივატული დეშბორდი).
Santiment
მულტიფუნქციური პლატფორმა, რომელიც მოიცავს კრიპტოვალუტების სკრინერს, ბლოკჩეინის მონაცემების ვიზუალიზაციას თემატური dashboard-პანელების გამოყენებით, ცალკეული გრაფიკებისა და დიაგრამებს ბაზრის ყველა შესაძლო მახასიათებლების გასაანალიზებლად, ინსაიდერულ ინფორმაციას Santiment–ის გუნდისა და ტრეიდერებისგან.
მონაცემთა პანელის ზოგიერთი თემა მოიცავს სტატისტიკას Ethereum–ის სტეიკინგ–პულების, დეცენტრალიზებული ბირჟების, სტეიბლკოინებისა და Uniswap პროტოკოლის შესახებ.
პლატფორმაზე შესაძლებელია შეტყობინების ჩართვა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ბაზარზე ცვლილებები ხდება. შეტყობინებების მზა პირობებიდან არსებობს შემდეგი:
- BTC გაძვირდა ან გაიაფდა 10%-ით;
- აქტიური ETH მისამართები შემცირდა 6%-ით;
- Cardano, The Sandbox, Flux ტრენდული გახდა;
- XRP გაიზარდა 3%-ით და სხვა.
Santiment–ის ვებგვერდზე საინფორმაციო პანელის ერთ-ერთი გრაფიკი
ასევე მოცემულია აქტივების სტატისტიკის თვალდევნის ფუნქცია კატეგორიების მიხედვით. ისეთების, როგორიცაა სტეიბლკოინები, DeFi, NFT, ERC-20 ტოკენები, მეტავერსები, მიმკოინები, ასევე შეგიძლიათ თქვენი საკუთარი სიის შექმნაც.
გარდა ამისა, Santiment-ს აქვს განყოფილება „აკადემია“, სადაც მომხმარებელი იპოვის სახელმძღვანელოებს ინსტრუმენტებისა და მეტრიკების ანალიზის შესახებ, გაუგებარი ტერმინების ახსნა-განმარტებებს, გაეცნობა პლატფორმის ყველა პროდუქტსა და თავისებურებას.
ტარიფები:
- უფასო (ხელმისაწვდომია ყველა განყოფილება შეზღუდული ინსტრუმენტებით, მონაცემები შეიძლება ჩამორჩებოდეს ბაზრის რეალურ სურათს);
- Pro —$49 თვეში ერთჯერადი გადახდისას და $44, თუ გადაიხდით ერთი წლისას (ხსნის წვდომას ყველა გრაფიკსა და ფუნქციაზე, საშუალებას გაძლევთ შექმნათ თქვენი საკუთარი სკრინერები, დეშბორდები და სიგნალები).
TradingView
პლატფორმა, რომელსაც უამრავი ტექნიკური ტრეიდერი იყენებს. მისი უპირატესობებია ინდიკატორების დიდი რაოდენობა, რომელთა დამატება შეიძლება სხვადასხვა აქტივების გრაფიკებზე და გამოყენება კრიპტობაზარზე ვაჭრობაში. TradingView-ს ასევე პატივს სცემენ ისტორიულ მონაცემებზე სტრატეგიების ტესტირების შესაძლებლობისა და Pine პროგრამირების ენის გამოყენებით ვაჭრობის საკუთარი ინდიკატორების შექმნისთვის.
გარდა ამისა, დამატებით აქ არის კრიპტოვალუტის კარგი სკრინერი, მნიშვნელოვანი მოვლენების კალენდარი და ცოდნის ბაზა, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები და ნახოთ ვიდეოები ტრეიდინგის შესახებ.
ETH/USD გრაფიკი ვებგვერდზე TradingView
ტარიფები:
- საბაზო - უფასოა, მაგრამ საჭიროა რეგისტრაცია (100 ინდიკატორზე წვდომა, მაგრამ გრაფიკზე მხოლოდ სამის დამატება შეიძლება, არის რეკლამა, შესაძლებელია მხოლოდ 1 გრაფიკის შენახვა, ბაზრის სიმულატორი და ზოგიერთი სხვა ფუნქცია);
- პრო — $12,95 თვეში (არ არის რეკლამა, გრაფიკზე შეიძლება იყოს ხუთამდე ინდიკატორი, 5 შენახული დიაგრამა, შესაძლებელია ერთდროულად 10 გრაფიკის გახსნა);
- პრო+ ღირს $24,95 თვეში (10 შენახული გრაფიკი, 20 ღია, რეკლამის გარეშე, შეგიძლიათ დაამატოთ 10-მდე ინდიკატორი);
- პრემიუმი — $49,95 თვეში (ჩამოთვლილი მახასიათებლების გაზრდა და დამატებითი ფუნქციები).
კრიპტობაზრის ანალიზის თუნდაც ერთი პლატფორმის ფუნქციებისა და მონაცემების უფრო დეტალურად შესწავლით, თქვენ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით თქვენი სავაჭრო მიზნებისთვის კრიპტოაქტივების გააზრებულ არჩევანს.