NFT-მარკეტპლეისი Topaz: ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

icon APT
icon NFT
ფოტო - NFT-მარკეტპლეისი Topaz: ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ
Topaz - პირველი და წამყვანი NFT მარკეტპლეისი Aptos-ის ბლოკჩეინზე. დეველოპერები აქცენტს აკეთებენ უსაფრთხოებაზე, მასშტაბირებასა და სხვა ბაზრებზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, საოცარი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე.
Topaz საკუთარ საზოგადოებასთან აქტიურ კონტაქტს ინარჩუნებს და სწრაფად რეაგირებს პრობლემებზე, სურვილებზე, ან გამოხმაურებებზე. ეს მარკეტპლეისს მოქნილობას სძენს.

Topaz-ზე სწრაფად იპოვით კონკრეტულ NFT-ს, ან მთელ კოლექციას, რომლებიც საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი. მაგრამ, ყველა ფუნქციის გამოსაყენებლად (ყიდვა, გაყიდვა), Aptos-ის (Petra, Martian) საფულის დაკავშირებაა საჭირო. პროფილში ყველა ხელმისაწვდომი NFT არის ასახული.

კოლექციები, ვაჭრობა და ლაუნჩპადი

კოლექციის სტატისტიკაში სხვადასხვა მაჩვენებელია: ვაჭრობის მოცულობა, საშუალო ფასი, მფლობელების რაოდენობა და სხვა.  ამ დროისთვის ყველაზე პოპულარულია Aptos Monkeys, რომლის დღიური ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 133 APT-ს ($2,000) შეადგენს. სხვა კოლექციების მაჩვენებლები ბევრად უარესია, თუმცა ბევრს აქვს ნიშანი Topaz Collection Badge.

კოლექციის შერჩევის შემდეგ, გამოჩნდება გაფართოებული ძიების ფანჯარა მრავალი ფილტრით, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ შესაფერისი NFT, ან რამდენიმე შედეგი მონიშნოთ ვებგვერდის მარჯვენა მხარეს მდებარე სლაიდერის მეშვეობით, თუ მათი შეძენა ერთდროულად გსურთ.

NFT შეძენა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, ან სააუქციონო შეთავაზების გამოყენებით. პლატფორმის საკომისიო შეადგენს 2.5%-ს, რასაც ემატება NFT-ს შემქმნელის როიალთი (5%).

თებერვლის ბოლოს, აქტიურობის შესანარჩუნებლად, Topaz-მა ტურნირი წამოიწყო. მომხმარებლებს ქულები ერიცხებათ NFT-ების ყიდვისთვის, ლისტინგისთვის შემდგომი გაყიდვით, ან საუკეთესო სააუქციონო შეთავაზებების შექმნისთვის. ტურნირი მხოლოდ დღიური ვაჭრობის მოცულობით 5 საუკეთესო კოლექციიაზე არის გათვლილი და, სამწუხაროდ, უცნობია, რა ჯილდოს მიიღებს გამარჯვებული. თავად მარკეტპლეისი ამტკიცებს, რომ ქულებს ფულადი ღირებულება არ აქვს და რაიმე სახის უფასო დარიგების გარანტიას არ იძლევა. 

Topaz-ს ლაუნჩპადიც გააჩნია, რომელზეც წვდომას მომხმარებლები WL-ს მეშვეობით, ან საჯარო მინთინგით იღებენ, NFT-ს შემქმნელებს კი აქვთ შესაძლებლობა მარკეტინგული დანახარჯების გარეშე თავისი კოლექციები დიდ აუდიტორიას წარუდგინონ. ამისთვის ივსება  განაცხადის ოფიციალური ფორმა,  ყველა საჭირო მონაცემის მითითებით და აპლიკანტი თავის რიგს ელოდება. Topaz-ის კოლექციების გაშვების გრაფიკი რამდენიმე კვირით ადრეა გაწერილი.

Portails

მაგრამ, ყველაზე საინტერესო ფუნქცია არის Portails - ავტომატიზებული მარკეტმეიკერი (AMM) Aptos-ზე. ის შეიძლება რთული მოეჩვენოს მათ, ვისაც მსგავსთან შეხება არასოდეს ჰქონია.

Portails-ის გამოყენებით, NFT-ებისა და APT-ის მცირე რაოდენობით ლიკვიდობის პულის შექმნა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გარიგებებზე ფულის გამომუშავების შესაძლებლობით. თქვენი პულიდან ყოველი შესყიდვის შემდეგ, მომდევნო NFT-ის ფასი იზრდება თქვენს მიერ მითითებული დელტის ოდენობით, ხოლო გაყიდვისას - მცირდება. Portails-დან NFT-ებისა და APT-ების გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, მაგრამ შესაძლო არამუდმივი დანაკარგებით, როგორც ეს ლიკვიდობის ნებისმიერ სხვა პულში ხდება. 

ეს გადაწყვეტილება გამოადგება მათ, ვინც ბევრ NFT-ს ფლობს, დანაკარგების რისკებისა და შესაძლო შეცდომებისთვის მზად არის, ვინაიდან Portails ჯერ კიდევ ალფა ტესტირების ეტაპზეა.

გამოვიყენოთ თუ არა Topaz?

მთლიანობაში, Topaz  საინტერესო კოლექციებისა და ფუნქციების მქონე ხარისხიანი NFT მარკეტპლეისია. თუ თქვენ Aptos-ზე უბრალოდ აქტიური ვაჭრობა, ან NFT-ების შეგროვება გსურთ, ის ამ ფუნქციებს შესანიშნავად შეასრულებს, მაგრამ სულ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი პროექტზე აქტიურად მუშაობს და ის  სოციალურ ქსელებშიც ხელმისაწვდომია, ჯერჯერობით პლატფორმის ფუნქციონალი ისეთი მრავალფეროვანი არ არის, როგორც სხვების. ძირითადად, ისინი ვებგვერდზე მცირე ხარვეზებს ასწორებენ და ახალი კოლექციების მოზიდვას ცდილობენ.