ჰაკერი პროტოკოლ Tornado Cash-ს თავს დაესხა

ფოტო - ჰაკერი პროტოკოლ Tornado Cash-ს თავს დაესხა
საგანგაშო ინციდენტის დროს, რომელიც დეცენტრალიზებული სისტემების პოტენციურ დაუცველობას ადასტურებს, ბოროტმოქმედმა პოპულარული დეცენტრალიზებული კრიპტომიქსერის, Tornado Cash-ის მართვის მექანიზმზე სრული კონტროლი დაამყარა.
ბოროტმოქმედმა საზიანო შეთავაზება აამოქმედა, რომელმაც 20 მაისს 1,2 მლნ. ხმა წარმატებით მოაგრივა. შეთავაზებამ, რომელიც თავიდან ლეგიტიმური ჩანდა, 700 000 ლეგიტიმური ხმა მიიღო, რის შედეგად ბოროტმოქმედმა  Tornado Cash-ის მართვაზე სრული კონტროლი მოიპოვა.

კონტროლის დამყარების შემდეგ ბოროტმოქმედმა ყველა დაბლოკილი ხმა უკან გაიწვია, მართვის კონტრაქტიდან ყველა ტოკენი ამოიღო და როუტერის მუშაობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიწვია. ინციდენტის შედეგები მნიშვნელოვანია - ბოროტმოქმედმა Tornado Cash-ის სამართავი საცავიდან  საერთო ჯამში 483 000 ტოკენი TORN ამოიღო.

მოპარული ტოკენები ბრუნვაში აღმოჩნდა. ბოროტმოქმედმა 6 000 TORN Bitrue-ს ბირჟაზე განათავსა,  379 300 TORN ჩეინზე გაყიდა და ის 375 ETH-ში გაცვალა (დაახლოებით $680 000 ეკვივალენტი). მოპარული ტოკენების დანარჩენი ნაწილი, დაახლოებით  97 700 TORN ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი.

GC
GN Crypto
ავტორი