დეკემბრის დასრულების ორი სცენარი - როგორი იქნება 2023 წელი
დეკემბრის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია. ის მიანიშნებს, როგორი იქნება კრიპტოვალუტის ბაზრისთვის 2023 წელი და ტექნიკური ანალიზის თვალსაზრისით, შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა და ტრენდის განსაზღვრას შეძლებს.
დეკემბრის ბოლოს ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სანთლის დახურვა გველოდება. იაპონურის, რა თქმა უნდა, არა საეკლესიოსი. ეს სტატია ტექნიკურ ანალიზზე იქნება, ამიტომ ტრეიდერების სლენგზე განეწყვეთ. დამწყებთათვის რთული გასაგები იქნება, მაგრამ გაუგებარი სიტყვების სწავლა კრიპტოვალუტის ტერმინების ლექსიკონის დახმარებით ყოველთვის შეიძლება.
ახლა ინვესტორებისთვის საკმაოდ რთული სიტუაციაა. ზეწოლას გარე ფაქტორები და მარეგულირებლები ახდენს. ფედერალური სარეზერვო სისტემაც აწვება. ზეწოლას ახორციელებს ინფლაციაც, რომელმაც განვითარებულ ქვეყნებშიც კი უკვე ორნიშნა მაჩვენებლებს მიაღწია, ასევე ყველა ტოპ ფიატური ვალუტის დევალვაცია. აწვება საფონდო ბაზარი, რომელიც იფუშება, ასევე ენერგომატარებლებისა და ტექნოგიგანტების აქციების ღირებულების ვარდნა. ოპტიმიზმს არც კრიპტობირჟებისა და კრიპტოსტარტაპების გაკოტრების ფაქტი მატებს, არც მსხვილი მაინინგ ფირმების რენტაბელობის კრიტიკული შემცირება.
ახლოვდება რეცესია - ისეთი, რომლის დაჯერებაზე ფედერალური რეზერვის სისტემა ჯიუტად აცხადებს უარს, მაგრამ სირაქლემას პოზა, რომელსაც ეშინია და თავს ქვიშაში მალავს, რეცესიას გვერდს არ უვლის... რთული სათქმელია, რა არ ახდენს დღეს კრიპტობაზარზე გავლენას. მაგრამ საჭიროა იტრეიდინგოთ და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების გჯეროდეთ! დეცენტრალიზებული ფინანსების მომაკვდავ ფიატურ სისტემაზე გამარჯვების, რომელიც ცენტრალური ბანკების მიერ მონოპოლიურად და უკონტროლოდ დაბეჭდილი ქაღალდების ემისიის ხარჯზე ნარჩუნდება. ქაღალდების, რომლებსაც, არანაირი უზრუნველყოფა არ აქვს, გარდა მთავრობის მხრიდან ნათელი მომავლის რწმენისა, რომელიც ზარაფხანებში საბეჭდი დანადგარების უწყვეტი მუშაობის წყალობით უნდა დადგეს.
გთავაზობთ, განვიხილოთ ორი სცენარი, რომლის შედეგებმა, შესაძლოა, 2023 წლის დასაწყისის დინამიკა და ტენდენციები განსაზღვროს. მაშ ასევ, წავედით!
პოზიტიური სცენარი
წელიწადზე მეტია, კრიპტოვალუტის ბაზარზე დაუნტრენდი, FUD და კრიპტოაქტივების მასობრივი გაყიდვა დომინირებს. ასეთმა გაჭიანურებულმა დაუნტრენდმა ბიტკოინის კურსის 77%-იანი ვარდნა $69 000-დან $15 500-მდე უკვე გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს ინვესტორებს ოპტიმიზმს არ მატებს, მაგრამ პოზიტიური სცენარი მაინც არსებობს.
დეკემბერში ხარებსა და დათვებს შორის მთავარი ორთაბრძოლა ხდება და ის, შესაძლოა, მთელი ბაზრისთვის განმსაზღვრელი იყოს. ამ შერკინების შედეგების მიხედვით გაირკვევა, როგორ დავიწყებთ 2023 წელს და რა ტენდენცია შეინიშნება პირველ კვარტალში, ან წლის პირველ ნახევარშიც კი.
ამჟამად სახეზე ზრდის დივერგენცია და სოლი გვაქვს. ხარებმა დინამიკური ტრენდული მხარდაჭერის ხაზის თავზე ფეხის მოკიდება მოახერხეს. თუ უახლოეს პერიოდში ნებისმიერი 4h სანთლით 17600-ის თავზე (უახლოესი წინააღმდეგობის ხაზი) გამაგრება მოხერხდება, ეს შემდგომი აღმავლობისთვის დადებითი სიგნალი იქნება. წლიური სანთლის დახურვა დათვის შთანთქმის გარეშეა აუცილებელი, რათა გასული წლის მოგება არ დავკარგოთ.
წითელი წლიური სანთელი, რომელიც წლის ბოლომდე რაც შეიძლება მაღლა უნდა დაიხუროს
პოზიტიური სცენარის ფორმირებისთვის შემდეგი პირობა ნებისმიერი დღიური სანთლის 18200-ის თავზე დახურვა იქნება (შემდეგი წინააღმდეგობის ხაზის გარღვევით).
თუ უახლოეს მომავალში (ამ, ან მომავალ კვირაში) დახურვა 24300-25500-ის თავზე მოხერხდა, ეს აღმასვლის კიდევ ერთი დადებითი სიგნალი იქნება - ამ დიაპაზონში შორთელების სტოპების მნიშვნელოვან მოცულობას ვხედავთ.
ბოლინჯერის ველებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ხარებმა თვე, კვარტალი და წელი წარმატებით ჩახურონ, თვის ბოლომდე 28950-29000-ის ზონის თავზე გამაგრებაა საჭორო. თუ ამის გაკეთება მოხერხდა, ეს მყიდველების დომინირების წყალობით, ტრენდის შეცვლის დადასტურების ნიშანი იქნება. საკვანძო კლასტერები, რომელთა დაძლევა ზედა მიმართულებით არის საჭირო, 18200-19200-ის, 21000-22000-ისა და 24500-25500-ის (МА200) დიაპაზონია. ბოლო დიაპაზონი წინააღმდეგობის ხაზია, რომლის გარღვევა ამა წლის აგვისტოში ვერა და ვერ მოხერხდა.
საკვანძო ზონები, რომლებიც დათვის ტრენდის გასატეხად ხარებმა უნდა გაარღვიონ
ნეგატიური სცენარი
არსებობს სხვა, უარყოფითი სცენარიც. მისი არსი ისაა, რომ ხარები 15500-18400-ის დიაპაზონს ვერ შეინარჩუნებენ. თუ მხარდამჭერისა და ტრენდის ყველა ხაზს დათვის იმპულსები ქვედა მიმართულებით გაარღვევს, მაშინ წელს რეკორდული მინიმუმის ხილვა იქნება შესაძლებელი. ყველაზე გემრიელი ლიკვიდურობა 8000-10000-ის დონეზე იმყოფება. ეს დიაპაზონი 2018 წლიდან 2021 წლის შუა პერიოდამდე, გაჭიანურებული დაუნტრენდის დროს ჩამოყალიბდა და ხარებს მაგნიტივით სწორედ ის იზიდავს.
ლიკვიდურობის კლასტერი, რომელიც დათვების სამიზნეა
მაინც, ვიმედოვნებთ, რომ ბაზარსა და FUD-ზე ნეგატივის დომინირების მიუხედავად, უკიდურესად ნეგატიური სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება და უფრო "საშობაო", პოზიტიური სცენარი ამოქმედდება, რომელიც ამ სტატიაში აღწერილთაგან პირველი იყო.
თუმცა, ტრეიდერები და ჰოლდერები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ, ამიტომ ახლა პორტფელში სტაბილკოინების გარკვეული მარაგის (მინიმუმ 50%) ქონაა მიზანშეწონილი, რათა ჩარეცხვის შემთხვევაში, აქტივების შევსება უდაბლესი ფასით მოხდეს. მით უმეტეს, დაუნტრენდს აფტრენდი და ბაზრის ზრდის ახალი რაუნდი ყოველთვის მოჰყვება.