დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტის მიმოქცევაზე კონტროლს გაამკაცრებს
ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება მთავრობის „ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის გეგმიდან“, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. საუბარია კრიპტოთაღლითობის შემცირებაზე, ფულის გათეთრებაზე, დანაშაულებრივი აქტივების დაბრუნებაზე, სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაზე და ა.შ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას სურს დიდი ბრიტანეთი კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქციოს.
კრიპტოსექტორზე კონტროლს ხაზინა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავაჭრო ორგანო CryptoUK, სამეფო პროკურატურა და სხვა უწყებები უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში უკანონო კრიპტოტრანზაქციების მოცულობა $1,5 მლრდ-ს შეადგენს, ანუ 2021 წელს განხორციელებული ტრანზაქციების საერთო მოცულობის 1%.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა სტეიბლკოინების რეგულირების გაძლიერების გეგმები გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა სტეიბლკოინების რეგულირების გაძლიერების გეგმები გამოაქვეყნა.