ბოტების გამოყენება კრიპტოინდუსტრიაში

ფოტო - ბოტების გამოყენება კრიპტოინდუსტრიაში
გარკვეული რუტინული აქტივობების ავტომატიზაციისთვის პროგრამული რობოტების, ან ბოტების გამოყენება სულ უფრო და უფრო მატულობს. ბოტები, ამჟამად, ადამიანებს მრავალ მიმართულებებსა და სფეროებში ანაცვლებენ. მოდით, განვიხილოთ, როგორ გამოიყენება ბოტები კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში.
როგორც კი საუბარი ბოტებზე ჩამოვარდება, ყოველ ტრეიდერს მაშინვე ახსენდება ბირჟებზე კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ან ის, თუ როგორ მოახდინეს ბოლო რამდენიმე წელიწადში რობოტებმა ამ სფეროს ხელახალი ფორმატირება. თუ ჯერ კიდევ ხუთი-ექვსი წლის წინ, Order Book-ებში ask და bid ორდერების ანალიზის შედეგად, ბოტების მიერ წარდგენილი, ერთეული განაცხადების ზუსტი იდენტიფიკაცია იყო შესაძლებელი, ახლა ვითარება სრულიად საპირისპიროა. ახლა სავაჭრო ბოტები ბაზარზე იმდენად დომინირებენ, რომ Order Book-ებში ადამიანების მიერ შექმნილი ორდერების მოძებნა ძალიან რთულია. 

დროთა განმავლობაში, როდესაც კრიპტოინდუსტრიის განვითარებამ ტემპი აკრიფა, დაიწყეს ბოტების შექმნა არა მხოლოდ ტრეიდინგისთვის, არამედ სხვა სფეროებისა და მიმართულებებისთვის, როგორიცაა კრიპტოსაზოგადოების განვითარება, ლოიალობის პროგრამები, განათლება და ა.შ. ჯერჯერობით, სავაჭრო ბოტები  დომინირებას კვლავ აგრძელებენ და და ყველაზე მასობრივ პროდუქტად რჩებიან. მაგრამ ეს ტენდენცია თანდათან ქრება.

კლასიკური სავაჭრო ბოტები (ტრეიდინგი)

ტრეიდერებს ძილისა და დასვენების გარეშე ვაჭრობის საშუალება არ აქვთ. გარდა ამისა, მათ საოჯახო, საქმიანი და პირადი საქმეების მოგვარება უწევთ, რისთვისაც დროებით ბაზრის მიღმა რჩებიან. ამიტომ, კრიპტოაქტივებით ვაჭრობის ავტომატური სერვისების შექმნა მხოლოდ დროის საკითხი იყო.

სავაჭრო ბოტებს შეუძლიათ, 24/7-ის რეჟიმში შეუჩერებლად იმუშაონ. მუშაობისას ისინი ითვალისწინებენ დიდი რაოდენობით პირობებს, პარამეტრებსა და ტრიგერებს, ასევე სხვადასხვა ფასის  დიაპაზონს პოზიციების გახსნისა და დახურვისთვის. ორდერების  განთავსების სიჩქარემ შეიძლება, წამში ათეულ ოპერაციას მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ასეთი ზეადამიანური შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ადამიანს არ შეუძლია, რობოტებს ეფექტურობაში კონკურენცია გაუწიოს. ბოტებს, რომლებიც ტრეიდინგისთვის გამოიყენება, შეუძლიათ, გაითვალისწინონ სავაჭრო სისტემა და სტრატეგია, რომელსაც ტრეიდერი ბაზარზე არსებული სიტუაციისა და პირადი პრეფერენციების გათვალისწინებით განსაზღვრავს და ადგენს. AI-ზე დაყრდნობით, სავაჭრო ბოტები დროთა განმავლობაში შედეგს მხოლოდ აუმჯობესებენ და ახალ გარიგებებში წინა ოპერაციების შეცდომებსა და სტატისტიკას ითვალისწინებენ. ზოგიერთი საინვესტიციო და ჰეჯ-ფონდი სავაჭრო ბოტების გამოყენებით ალგორითმულ ვაჭრობაზე მთლიანად გადავიდა.

ახლა სავაჭრო რობოტების პოპულარობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ მათ საშტატო სერვისის სახით ყველა ცენტრალიზებული ბირჟა სთავაზობს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ასეთი CEX-ბირჟების რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელი იყო, ახლა კი დე-ფაქტო სტანდარტად იქცა. ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ბოტის რაოდენობა 4 მილიონს სტაბილურად უახლოვდება. სკალპინგისთვის 5 საუკეთესო სავაჭრო ბოტის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით.
შაბლონისა და სტრატეგიის არჩევა ბოტის შექმნის პროცესში

შაბლონისა და სტრატეგიის არჩევა ბოტის შექმნის პროცესში

საარბიტრაჟო ბოტები

საარბიტრაჟო ბოტი დაპროგრამებულია, რათა არჩეული აქტივის (ან აქტივების პორტფელის) ღირებულების შედარება მოახდინოს და დიდი რაოდენობით სავაჭრო პლატფორმებისა და ბაზრების მონიტორინგი ერთდროულად განახორციელოს. ის მარტივი სტრატეგიის რეალიზაციისთვის ფუნქციონირებს - იყიდე იქ, სადაც უფრო იაფია და გაყიდე იქ, სადაც უფრო ძვირია. მოგება ჩნდება გაცვლითი კურსის სხვაობაზე, საკომისიოს ხარჯების გამოკლებით. ასეთი ბოტის გამოყენებით, მის მფლობელი იღებს შესაძლებლობას, გარკვეული ტოკენების, ან აქტივების პორტფელისთვის ავტომატიზებული არბიტრაჟის უპირატესობებით ისარგებლოს და ხელით მონიტორინგსა და პირობების შედარებაზე დრო არ დაკარგოს. მთელ რუტინულ სამუშაოს საარბიტრაჟო ბოტი ასრულებს.

კრიპტოვალუტის დაკრედიტების რობოტები

ასეთი ბოტები პასიურ შემოსავალს უზრუნველყოფენ, რაც საშუალებას მოგცემთ, შემოსავალი მარჟინალური ტრეიდერებისთვის მონეტების სარგებლით სესხების შედეგად მიიღოთ, რომლებიც მათ ლევერიჯით ვაჭრობისთვის სჭირდებათ. ამ ტიპის რობოტები ყველაზე უსაფრთხოა და სტაბილური, პროგნოზირებადი, თუმცა არც თუ ისე მნიშვნელოვანი მოგების გარანტიას იძლევა.

მარკეტმეიკერი ბოტები

ეს სავაჭრო ბოტის კიდევ ერთი ქვესახეობაა, რომელიც სპრედის შიგნით გარიგებებს აქტიურად ხურავს, რითაც მეტი მოგება მოაქვს. მარკეტმეიკერი ბოტები კონფიგურირებულია იმისთვის, რომ აქტივები ask-ის ფასად გაყიდონ და bid-ის ფასად იყიდონ. 

მარკეტმეიკერი ბოტები ხელოვნურ ლიკვიდობას ქმნიან და ამ გზით ორდერებს ორივე Order book-ში ამატებენ. თუ Order book-ებში კონკურენტული შეთავაზებები ჩნდება, მაშინ ასეთი ორდერები მყისიერად გამოისყიდება, რის შემდეგ რობოტი მუშაობას აგრძელებს.

სწრაფი მოგების მიღების მიზნით, ბოტები მარკეტმეიკერების კატეგორიიდან ყიდვისა და გაყიდვის რამდენიმე ორდერს ბადის სახით ათავსებენ. მაგალითად, თუ გარკვეული აქტივი $1-ად ივაჭრება, ბოტი ყიდვის ორდერს $0.99-ად ქმნის, ხოლო გაყიდვის ორდერს -  $1.01-ად. თუ ორივე ორდერი სრულდება, ბოტის მფლობელი 0,02$-ის ოდენობის მოგებას მიიღებს.

Airdrop-ბოტები

ასეთი ბოტი ნებისმიერი კრიპტოსაზოგადოების გაფართოებისთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ეს ეხება როგორც ცალკეულ კრიპტოპროექტს, მონეტას, ან ტოკენს, ასევე ზოგადად ეკოსისტემას. Airdrop-ბოტი საშუალებას გაძლევთ, კრიპტოვალუტით საზოგადოების ყველაზე აქტიური წევრები კრიპტოვალუტების გარკვეული რაოდენობით დააჯილდოოთ და ამისთვის კასტოდიალური საფულეების მისამართებით ოპერირება მოახდინოთ. ჯილდოს გაცემა, შესაძლოა, როგორც ერთი მინაწილისთვის, ასევე მათი ჯგუფისთვის იყოს განკუთვნილი. ფინანსური მოტივაცია შეიძლება, განხორციელდეს ნებისმიერი მნიშვნელოვანი აქტივობისთვის, რომლის დახმარებით პროექტი უფრო მასობრივი და პოპულარული ხდება, მაგალითად, რეკლამის, კონტენტის, ახალი სერვისის ან dApp-ის შექმნა. Airdrop-ბოტის ამოქმედების შემდეგ, საზოგადოება, უმეტეს შემთხვევაში, საგრძნობლად იზრდება და მისი წევრები უფრო აქტიურები, მოტივირებულები და ლოიალურები ხდებიან.

ბოტები გამოკითხვის/კენჭისყრის ჩასატარებლად

ასეთი ფორმატის ბოტი საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ ინიციატივას, ან წინადადებას ხმა მისცეთ, ასევე კენჭისყრის შედეგებს გაჩვენებთ. ფაქტობრივად, მსგავსი სერვისი უკვე დიდი ხანია ჩატბოტის ფორმატშია პოპულარული, თუმცა, ძირითადად.  არაოფიციალურად გამოიყენებოდა. ხმის მიცემის პროცედურის მიგრაციას ოფიციალური ფორუმიდან ასეთ ბოტზე, ჯერჯერობით, რამდენიმე DAO (დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია) განიხილავს. ზოგიერთი პროექტი მხოლოდ განხილვის სტადიაშია, ზოგი კი უკვე იტესტება.

საგანმანათლებლო ბოტები

იმის ნაცვლად, რომ უზარმაზარი დრო უაზრო FAQ-ისა და გრძელი მანუალების კითხვაზე დახარჯოთ, გამოიყენეთ საგანმანათლებლო ბოტი, რომელიც დამწყებთათვის სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ახალი თემის გაშლის უფრო ეფექტური ინსტრუმენტია. დახვეწილი ბოტები საკვანძო სიტყვების საფუძველზე ყველა საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდიან, ჟარგონული სიტყვის, ან ტერმინის მნიშვნელობას ხსნიან, ასევე სრულფასოვანი ტრენინგის ჩატარება და ცოდნის შემოწმება შეუძლიათ.