Web3 Berlin: ევროპის უმსხვილესი Web3 კონფერენცია ივნისში ჩაინიშნა

icon NFT
icon FOR
ფოტო - Web3 Berlin: ევროპის უმსხვილესი Web3 კონფერენცია ივნისში ჩაინიშნა
ევროპის მთავარი კრიპტოღონისძიება 10-11 ივნისს ბერლინში გაიმართება. რა ელის გრანდიოზული Crypto&NFT ღონისძიების მონაწილეებს?
Web3 Berlin არის ტრადიციული ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც Web3 სივრცეში არსებულ აქტუალურ თემებს ეძღვნება. ინკლუზიურობა, ნეტვორკინგი, განათლება და ინბორდინგი - აი, ის ძირითადი ღირებულებები, რომელთა პოპულარიზაციასაც ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეებში ცდილობენ.
Web3 Berlin — ევროპის უმსხვილესი Crypto&NFT-კონფერენცია წყარო: twitter.com/berlinweb3com

Web3 Berlin — ევროპის უმსხვილესი Crypto&NFT-კონფერენცია წყარო: twitter.com/berlinweb3com

Web3 Berlin: ძირითადი ფაქტები

სპონსორები

Web3 Berlin ასზე მეტი სპონსორის მონაწილეობით იმართება. კონფერენციის მხარდამჭერ ბრენდებს შორისაა Solana, KuCoin, Decentraland, Celo, Vechain, 1inch და სხვა.

კონფერენცია Web3 Berlin-ის სპონსორები წყარო: berlinweb3.com

კონფერენცია Web3 Berlin-ის სპონსორები წყარო: berlinweb3.com

ამჟამად, პროექტებს შეუძლიათ ღონისძიებას სპონსორების სახით შეუერთდნენ. ამისთვის შემოთავაზებულია სპონსორობის ოთხი პაკეტი: ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, ან ბრილიანტი.

მდებარეობა

კონფერენციის გამართვის ადგილად იქცა ცნობილი ბერლინური კონგრესს-ცენტრი Estrel (ECC). 30000 მ² ერთდროულად 15000-მდე ვიზიტორს იტევს. ცენტრის საკონფერენციო დარბაზებსა და სხვა ფუნქციურ შენობებში არის ყველა პირობა ლექტორების გამოსვლებისთვის, პანელური დისკუსიებისა და სხვა ფორმატის ღონისძიებებისთვის.

სპიკერები

8000 სტუმრის წინაშე სცენაზე წარდგება 300-ზე მეტი მომხსენებელი - Web3-ის სხვადასხვა მიმართულებს ექსპერტები, ბლოკჩეინის ტექნოლოგიითა და დეცენტრალიზებული ფინანსებით დაწყებული, NFT-ებით, მეტავერსებითა და კრიპტოთამაშებით დამთავრებულო. პროგრამა ასევე დეცენტრალიზებული საზოგადოებების შემქმნელების, Web2 ბრენდების დამფუძნებლებისა და დეველოპერების, ინვესტორებისა და ვენჩურული კაპიტალისტების გამოსვლებს მოიცავს.

კონფერენცია Web3 Berlin-ის მომხსენებლები - Web3 და Web2 პროექტების წარმომადგენლები, დეველოპერები, ინვესტორები და ვენჩურული კაპიტალისტები წყარო: berlinweb3.com

კონფერენცია Web3 Berlin-ის მომხსენებლები - Web3 და Web2 პროექტების წარმომადგენლები, დეველოპერები, ინვესტორები და ვენჩურული კაპიტალისტები წყარო: berlinweb3.com

ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ Web3 Berlin არის არა მხოლოდ კლასიკური ლექციები, არამედ დინამიკური ინტერაქციული ღონისძიებებიც. კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებსა და არაფორმალურ საუბრებს სპიკერებთან.

გართობა

Web3 Berlin მონაწილეებს აცნობს Web3-ის საინტერესო სამყაროს, ასევე აქტიური დასვენებისა და ახალი სასარგებლო კონტაქტების შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. ანიმატორები, კონკურსები, დიჯეი, სათამაშო კუთხე, NFT გალერეა, მოდების ჩვენება, MasterChef-ის VIP ზონა და crypto drink stations - ეს ყველაფერი კონფერენციის სტუმრებს სრულფასოვან Web3 გამოცდილებას უსახსოვრებს.

ბილეთები
Web3 Berlin-ის სტანდარტული და VIP ბილეთი  წყარო: berlinweb3.com

Web3 Berlin-ის სტანდარტული და VIP ბილეთი წყარო: berlinweb3.com

კონფერენციაზე იმოქმედებს ორი ტიპის საშვი:

  • €25 ღირებულების სტანდარტული ბილეთი (ის უზრუნველყოფს  კონფერენციაზე დაშვებასა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას);
  • €350 ღირებულების VIP ბილეთი (სტანდარტული ბილეთის შესაძლებლობებს ემატება წვდომა სათამაშო ზონაზე, ნეტვორკინგის სივრცეზე, VIP კერძებისა და სასმელების დაგემოვნება).