რა არის ფან-ტოკენი და შეიძლება თუ არა მისით ფულის გამომუშავება

ფოტო - რა არის ფან-ტოკენი და შეიძლება თუ არა მისით ფულის გამომუშავება
Fan Tokens - ეს ციფრული აქტივებია, რომლებიც გულშემატკივრებს აძლევენ ხმის უფლებას გუნდთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში და წევრობის გარკვეულ უპირატესობებს. შევინარჩუნოთ დათქმა, რომ გულშემატკივრების გადაწყვეტილებები არ ეხება სატრანსფერო პოლიტიკას და ფინანსებს.
Web3-ის გამოჩენამდე კერპებისა და მათი გულშემატკივრების ურთიერთობა ცალკარას  თამაშს ჰგავდა: ზოგიერთი ფულს ბილეთებსა და ფანატებისთვის განკუთვნილ მერჩზე  ხარჯავდა, ხოლო ზოგი  კი  ამ ფულს იღებდა.

ახლა კი რაღაცები შეიცვალა. გუნდებმა განაგრძეს შემოსავლების მიღება თავიანთი გულშემატკივრებისგან, თუმცა ფანებს გუნდებისადმი ერთგულებისთვის ფულის შოვნის საშუალება მიეცათ. ამას  ხელს უწყობს  ტოკენები, რომლებსაც  სპორტული კლუბების ხელმძღვანელობა და პროდიუსერები უშვებენ.

რა არის ფან-ტოკენი მარტივად?

გულშემატკივრის ტოკენები არის ახალი ტიპის ციფრული ჯილდო სპორტული გუნდების, მუსიკოსების, პოპულარული მსახიობების გულშემატკივრებისთვის.

 ტოკენების მფლობელები იღებენ სხვადასხვა სახის პრივილეგიებს:

  • ექსკლუზიური კონტენტის ხელმისაწვდომობა;
  • შეღავათები ბრენდირებულ მერჩზე;
  • შესაძლებლობა დაიკავოს VIP ადგილები შეჯიბრებისა და კონცერტების დროს;
  • უნიკალური ავტოგრაფები;
  • კულისების მიღმა გასვლის ან ვარჯიშებზე დასწრების უფლება;
  • დახურულ ღონისძიებებზე დასწრება;
  • სხვადასხვა ღირებულების პრიზები;
  • საყვარელი გუნდის ან ჯგუფის მომავლის განსაზღვრის  პროცესში მონაწილეობის უფლება.

ამ ტოკენების მიღება შეიძლება, კერპების იმიჯის პოპულარიზებასა და ცნობადობის ამაღლებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, შემდეგ კი  DEX პლატფორმებზე შესაძლებელი იქნება აღნიშნული ტოკენით ვაჭრობა, როგორც ნებისმიერი სხვა ციფრული აქტივით. ტოკენები მოქმედებს Ethereum ან BNB Smart Chain ბლოკჩეინებზე და მეტწილად  აქვთ ERC-20 ან BEP-20 სტანდარტი.

ფან-ჯეტონების თავისებურებები

ფანატების NFT-ების ეკონომიკა საკმაოდ უცნაური და ცვალებადია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის უფრო მეტად ორიენტირებულია სარგებელზე, ვიდრე მოგებაზე ან საავტორო უფლებების  გამყარებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჰიბრიდი ტრადიციულ NFT-სა და ციფრულ ფულს შორის.

 იდეა ისაა, რომ სპორტული კლუბი ან, მაგალითად, პროდიუსერული ცენტრი გამოსცემს და გაავრცელებს ტოკენების შეზღუდულ რაოდენობას. ეს ჟეტონები ურთიერთშემცვლელია, მაგრამ მხოლოდ ერთი გუნდის ეკოსისტემის შიგნით.

 იღებენ თუ არა ემიტენტები მოგებას fan tokens-ების გამოშვებით? დიახ! ზოგჯერ ისინი სპეციალურად სპეკულანტებს ურიგებენ, რათა ფასი გაზარდონ.

ერგებათ თუ არა შემოსავალი ფანებს? კი! მათ აქვთ საშუალება  ისინი მეორად ბაზარზე გაყიდონ.

 მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: ფან-ჟეტონების ფასი დაკავშირებულია კერპების სპორტულ და მარკეტინგულ წარმატებებთან.

საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის ($PSG) ტოკენებს ყოველთვის უფრო მაღალი ფასი ექნება, ვიდრე რეგიონული კლუბის ტოკენებს. ეს აქტივები ისეთივე ვოლატილურია, როგორც კრიპტოვალუტები, მაგრამ მათი ფასის ცვლილება უფრო დამოკიდებულია გუნდის პოზიციაზე პრემიერლიგაში ვიდრე კრიპტოვალუტების მარკეტ-მეიკერების  ქმედებებზე. კვარცხლბეკზე რაც უფრო მაღალია საფეხური,  - მით უფრო მეტი მსურველი შეუერთდება გამარჯვებულთა საზოგადოებას.

სად შეიძლება ფან-ტოკენების შეძენა

თაყვანისმცემლის ჟეტონი შეგიძლიათ შეიძინოთ ტრადიციულ კრიპტობირჟაზე (მაგალითად, Coinbase) და სპეციალიზებულ პლატფორმებზე. ამ სეგმენტში დომინირებს კომპანია Chiliz-ის მიერ შექმნილი პლატფორმა Socios. მან გააფორმა კონტრაქტები ევროპის სპორტული კლუბების უმრავლესობასთან და გთავაზობთ ფორმულა-1 გუნდებისა და  ყველაზე ცნობილ საფეხბურთო კლუბების ჟეტონებს.

სხვათა შორის, ფეხბურთის ტოკენების გაყიდვებმა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. მაგრამ გულშემატკივრების უმრავლესობა ფან-ტოკენებს უფრო სტატუსის სიმბოლოდ აღიქვამს ვიდრე გრძელვადიან ინვესტიციად. და მფლობელებს არათუ საფონდო ბირჟების გრაფიკებზე უწევთ თვალყურის დევნება, არამედ მსოფლიო ჩემპიონატების სატურნირო ცხრილებზე.