ვინ არიან მეიკერები და თეიკერები ბირჟებზე?

ფოტო - ვინ არიან მეიკერები და თეიკერები ბირჟებზე?
ბაზრები შედგება როგორც მეიკერებისგან, ასევე თეიკერებისგან. მეიკერების ქმნიან ყიდვის, ან გაყიდვის ორდერებს, რომლებიც დაუყოვნებლივ არ სრულდება; ეს ქმნის ლიკვიდობას. ხოლო მათ, ვინც დაუყოვნებლივ ყიდულობენ, ან ყიდიან, უწოდებენ თეიკერებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თეიკერები მეიკერების მიერ განთავსებულ ორდერებს ასრულებენ.

სანამ მეიკერებისა და თეიკერების თემას ჩავუღრმავდებით, ჯერ გავარკვიოთ, რა არის ლიკვიდობა?

როდესაც ზოგი ადამიანი ამბობს, რომ აქტივი არის „ლიკვიდური“ ან „არალიკვიდური“, იცოდეთ, რომ საუბარია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და იაფად შეიძლება მისი გაცვლა სხვა აქტივში.

ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობა, ბაზრის მონაწილეთა დიდი რაოდენობა, ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა და მიწოდება ლიკვიდური აქტივის მაჩვენებელია. ეს მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთის პოვნას უადვილებს და ამცირებს იმის ალბათობას, რომ ერთი კონკრეტული ორდერი ფასის ხისტ ცვლილებას გამოიწვევს.

თუმცა, აქტივი შეიძლება ჩაითვალოს არალიკვიდურად, თუ მონაწილეთა რაოდენობა მცირეა და სავაჭრო აქტივობა დაბალია. მოთხოვნის ნაკლებობის გამო აქტივის სამართლიან ფასად გაყიდვა რთული იქნება. ამიტომ სასურველი ფასის მქონე ორდერის გამოჩენამდე დიდხანს ლოდინი, ან აქტივის უფრო დაბალ ფასად გაყიდვა მოგიწევთ. 

ვაჭრობისას მნიშვნელოვანია გესმოდეთ, ლიკვიდობის თვალსაზრისით მეიკერი თუ თეიკერი ხართ. ეს ნაწილობრივ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ CEX-ზე მეიკერისა და თეიკერის საკომისიო განსხვავდება.

მაშ, ვინ არიან მეიკერები და თეიკერები?

თითოეულ ბირჟაზე თითოეული სავაჭრო წყვილისთვის  ორდერების წიგნი არსებობს. მომხმარებლებს, რომელთა ორდერები ამ წიგნში იმყოფება, მეიკერები ეწოდება. ისინი ქმნიან ყიდვის, ან გაყიდვის ორდერებს, რომლებიც სრულდება მხოლოდ გარკვეული ფასის მიღწევისას. ასეთ შეკვეთებს სალიმიტო ორდერებს უწოდებენ.

ამრიგად, მეიკერები ქმნიან ლიკვიდობას, გარკვეულ ფასად აქტივების ყიდვისა და გაყიდვის მოთხოვნას. მეიკერები ქმნიან ბაზრებს და თეიკერები ქმნიან ორდერებს, რომლებიც დაუყოვნებლივ სრულდება საბაზრო ფასად. ამ ორდერებს უწოდებენ საბაზროს, ან მარკეტულს, ე.ი. თეიკერები აკმაყოფილებენ მეიკერის მიერ შექმნილი აქტივის ყიდვის, ან გაყიდვის მოთხოვნას. სწორედ თეიკერები ამოძრავებენ ბაზარს, როდესაც აქტივის ფასს ცვლიან.

ბაზრის ამ ორი მონაწილისთვის საკომისიოებში განსხვავება სწორედ ამ მიზეზით არსებობს. მეიკერის საკომისიო ყოველთვის დაბალია, ან თეიკერის საკომისიოს უდრის. ეს კეთდება ვაჭრობის სტიმულირებისთვის, ვინაიდან მეიკერების არიან აქტივის ლიკვიდობის შემქმნელები, ხოლო თეიკერები, პირიქით, ბაზრის ლიკვიდობას ამცირებენ.

ბირჟაზე WhiteBIT WBT ტოკენების შენახვის სანაცვლოდ საკომისიოზე დამატებითი ფასდაკლების მიღებაა შესაძლებელი.

იმის გაგება, თუ ვინ ხართ ლიკვიდობის თვალსაზრისით და როგორია თქვენი ამჟამინდელი ვითარება შეკვეთების წიგნში, დაგეხმარებათ, მიიღოთ დასაბუთებული სავაჭრო გადაწყვეტილებები, იპოვოთ პერსპექტიული საბაზრო პირობები და ივაჭროთ სწორად.

რბ